„Love is“ ავტორები და მათი სევდიანი სიყვარულის ისტორია

სიყვარულის ისტორიები

24 თებერვალი 12:00, 2018 წელი

გახსოვთ ეს საღეჭი რეზინა და ის ქაღალდები, რომლებითაც ვიღაც ძალიან კარგი ადამიანი სიყვარულის ამბავს გვიყვებოდა? იცით, რომ ეს რეალური სიყვარულის ისტორია იყო, რომელიც, სამწუხაროდ, ტრაგიკულად დასრულდა? - თუმცა, მხოლოდ რეალობაში... 

კომიქსების სერია „Love is“ ახალზელანდიელმა მხატვარ-მულტიპლიკატორმა კიმ კასალიმ შექმნა.
კიმი 19 წლის იყო, როცა მსოფლიოს გარშემო სამოგზაუროდ გაემგზავრა.
6 წლის შემდეგ კი კალიფორნიაში დასახლდა, სადაც იტალიელი ახალგაზრდა რობერტო კასალი გაიცნო.

რობერტო გოგონას ყვავილებს ჩუქნიდა, გოგონა კი ქაღალდის ხელსახოცებზე პატარა, ღიპუცა გოგონასა და ბიჭს უხატავდა, რომლებიც კიმსა და რობერტს ძალიან ჰგავდნენ.

„მე პატარა ჩანახატებს ვაკეთებდი, რათა ჩემი გრძნობა მისთვის გამეზიარებინა. ეს დღიურის წერას ჰგავდა, რომელშიც გრძნობებია აღწერილი. თავიდან წვეთი დავხატე, რომელიც გოგონად იქცა. ეს მე ვიყავი და ამ ფანტასტიკურ გრძნობას განვიცდიდი. მერე მეორე წვეთი დავხატე - ბიჭი, რომელიც ამ გრძნობების მიზეზი გახლდათ...“

კიმი და რობერტო ახალ ზელანდიაში, იმ ეკლესიაში დაქორწინდნენ, სადაც კიმის მშობლებმა ჯვარი დაიწერეს. ქალიშვილს თავზე ყვავილებისგან დაწნული გვირგვინი ედგა და ისეთივე ვუალი ჰქონდა, როგორც მის ღიპუცა ნახატ გოგოს. 

„სულ ახალგაზრდა ვიყავი, როცა მამა მომიკვდა და დაკარგვის სიმწარე გამოცდილი მქონდა. რობერტომ  ცოლობა რომ მთხოვა, დავთანხმდი, მაგრამ ერთი პირობა წაუყენა. არ უნდა მომკვდარიყო და კიმი მარტო არ უნდა დაეტოვებინა. რობერტმა გაიცინა და მითხრა, ვეცდებიო...“

რობერტო ცოლის კომიქსების პროდიუსერი გახდა. ასე იხილა 1970 წლის 5 იანვარს „Love is…“ მსოფლიომ.

1974 წლის კომიქსებში ბიჭუნა გოგოს მიმართავს სახელით - კიმი, ხოლო უფრო ადრე 1971 წლის კომიქსებში გოგონა ქვიშაზე რობერტოს სახელის პირველ ასოს - R-ს წერს. 

პოპულარობის მიუხედავად, კიმი არასოდეს მიიჩნევდა თავს ნამდვილ მხატვრად. 1981 წლის ერთ-ერთ ინტერვიუში ის ამბობდა: „მე რომ არჩევანი მქონოდა, რომანტიკული სიმღერების ავტორი გავხდებოდი. მაგრამ ლამაზად წერა არ შემიძლია და გრძნობების გამოხატვა სხვა გზით მიწევს“.

კიმის კომიქსები მალე მთელმა მსოფლიომ გაიცნო. მათი ნახვა ყველგან შეიძლებოდა: ჟურნალ-გაზეთებში, მაისურებზე, კალენდრებზე, პლაკატებზე და ა.შ.

კომიქსების გმირებს, კიმისა და რობერტოს მსგავსად, შვილები ჰყავდათ. მათ გაცნობიდან დაოჯახებამდე ურთიერთობის რამდენიმე სტადია გაიარეს და ბედნიერად ცხოვრობდნენ.
 
„Love is…“-ის პოპულარობა ისე გაიზარდა, რომ რობერტომ კიმის საქმეების საწარმოებლად კომპანია Minikim დააფუძნა, მაგრამ...
1975 წელს რობერტოს სიმსივნის ბოლო სტადია დაუდგინეს. საყვარელ ადამიანთან მეტი დრო რომ გაეტარებინა, კიმმა კომიქსების ხატვა ინგლისელ ანიმატორს გადააბარა. სწორედ ბოლის ხელით შეიქმნა პირველი ფერადი კომიქსები ტანსაცმლიანი პერსონაჟებით, თუმცა, შეთანხმების თანახმად, კომიქსები ძველებურად, კიმის ხელმოწერით გამოვიდოდა.

„მთელი მომდევნო წელი ქმრისთვის წამლების ძებნას შევალიე. თან ვცდილობდი, მისგან ცუდი ინფორმაცია მაქსიმალურად დამემალა“, - იხსენებს კიმი.

1975 წელს რობერტოს ოპერაცია ჩაუტარდა. „ჩვენ ვსაუბრობდით საშობაო საჩუქრებზე და მე ვუთხარი, რომ ბრილიანტის ბეჭედი არ მჭირდება და კიდევ ერთ შვილზე ვოცნებობ“.
მეუღლეები შეთანხმდნენ, რომ რობერტოს სპერმას გაყინავდნენ იმ შემთხვევისთვის, თუ მის გარდაცვალებამდე კიმი დაფეხმძიმებას ვერ შეძლებდა.


რობერტო კასალი 1976 წელს, 31 წლის ასაკში გარდაიცვალა და „Love is…“ კომიქსებში მხოლოდ გოგონა და ბიჭის საფლავის ქვა დარჩა...

რობერტოს გარდაცვალებიდან 16 თვის შემდეგ, კიმმა მისგან კიდევ ერთი შვილი გააჩინა.
ქალის გადაწყვეტილებას, მხარდამჭერების გარდა, კრიტიკოსებიც გამოუჩნდნენ. ზოგმა ის რელიგიური მორალის წინააღმდეგ ქმედებებშიც კი დაადანაშაულა.
„მე და რობერტოს ძალიან გვინდოდა ჩვენი ბიჭებისთვის კიდევ ერთი ძმა ან დაიკო გვეჩუქებინა. ექიმების წყალობით, ამის გაკეთება შევძელი და ჩემი არაჩვეულებრივი ქმრისგან კიდევ ერთი სახსოვარი დამრჩა. მილო მშობლების სიყვარულის ნაყოფია. თუ ვინმესთვის ეს მიუღებელია, გამოდის, რომ სამყარომ პროპორციის გრძნობა დაკარგა. ჩვენ ვცდილობდით რობერტოს სიკვდილამდე, ბავშვი ხელოვნური განაყოფიერების გზით გვყოლოდა. რობერტო რომ ცოცხალი ყოფილიყო, მილო ჩვენი ქორწინების პერიოდში გაჩნდებოდა. ასე რომ, რობერტოს სიკვდილი არაფერს ცვლის“, - პასუხობდა ქალი ოპონენტებს.

ბრიტანულმა გამოცემებმა პატარას „მშვენიერი ახალშობილი“ უწოდეს. „Love is…“ კომიქსებში გამოჩნდა გოგონა საბავშვო ეტლით და წარწერით: „წარმოგიდგენთ კიმისა და რობერტოს კიდევ ერთ შვილს, პატარა მილო რობერტოს“.
 
სამწუხაროდ, ხანგრძლივი სიცოცხლე არც კიმს ეწერა. ის 55 წლის ასაკში ღვიძლის კიბოთი გარდაიცვალა. ამჟამად ოჯახურ ბიზნესს კიმისა და რობერტოს უფროსი შვილი სტეფანო მართავს.  
„Love is…“ ისტორიების ხატვას კი ბილ ესპრი აგრძელებს, თუმცა, შეთანხმების თანახმად, ისევ კიმის ხელმოწერით, იმის მიუხედავად, რომ კიმი ცოცხალი აღარაა.
ასე რომ, სანამ საღეჭი რეზინის ქაღალდს გადააგდებდეთ, დახედეთ - იქნებ, მასზე მართლაც ნამდვილი სიყვარულის ფორმულაა?

წყარო
კულინარია

ქაშაყი კეფირისა და მდოგვის სოუსით - სცადეთ, არ ინანებთ

ერთი შეხედვით, ამ ყოვლად შეუთავსებელი ინგრედიენტებით უგემრიელესი კერძი გამოდის.
დღის ჰოროსკოპი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ჩვევები, რომლებიც ტვინს აზარმაცებს

ისევე, როგორც სხეულს, ტვინსაც სჭირდება ვარჯიში. და თუ გინდათ, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ ნათელი გონება, უარი თქვით ქვემოთ ჩამოთვლილ მავნე ჩვევებზე:
დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ცესკომ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის ღონისძიებები განსაზღვრა

24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა.  
კინო

საუკეთესო ფოტოები „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღები მოედნიდან

ლანისტერების მხიარული ოჯახი და მარტორქიანი მაისურები აბჯრის ნაცვლად...
დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.
დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?