16 წლის ბიჭი მშობლებს: „დედა, მამა, იძულებული ვარ, ეს ყველაფერი წერილობით შეგატყობინოთ...“

ურთიერთობა

11 თებერვალი 22:00, 2018 წელი

სასწავლო სემესტრის ბოლო დღეა. მამამ ვაჟის ოთახთან ჩაიარა და ღია კარიდან დაინახა, რომ იქაურობა უცნაურად საგულდაგულოდ იყო მილაგებული, თითქოს ოთახის პატრონმა ნივთები ჩაალაგა და სადღაც დიდი ხნით გაემგზავრა. მამას ეჭვები კიდევ უფრო გაუძლიერდა, როცა მაგიდაზე კონვერტი შეამჩნია... 

კონვერტზე ერთი სიტყვა ეწერა: „მამას“.
კაცმა ნერვიულად წაახია კონვერტს თავი, წერილი ამოიღო და კითხვა დაიწყო...

„ჩემო ძვირფასო მამა და დედა!
იმისთვის, რომ თქვენს სკანდალს ავცდენოდი, იძულებული ვარ, ეს ყველაფერი წერილობით შეგატყობინოთ.
ჩემი ახალი შეყვარებულის გამო სახლიდან მივდივარ. მე ის გოგო სიგიჟემდე მიყვარს. ვიცი, თქვენ არ მოგეწონებათ მისი პირსინგები, ტატუები, ბაიკერის ტანსაცმელი და ისიც, რომ ჩემზე გაცილებით უფროსია. მაგრამ აქ თქვენი ემოციები არ არის მთავარი. ის გოგო ჩემგან ფეხმძიმედაა. 

მას ლანკა ჰქვია და სჯერა, რომ ბედნიერები ვიქნებით. ქალაქის გარეუბანში, ტყის პირას მისაბმელიანი მანქანა უდგას და შეშის დიდი მარაგიც აქვს, რაც ზამთარს თბილად გაგვატარებინებს. ჩვენ ბევრ შვილზე ვოცნებობთ. ლანკამ თვალი ამიხილა იმ ფაქტზე, რომ მარიხუანა სულაც არ არის ჯანმრთელობისთვის საზიანო. ჩვენ მას ბლომად მოვაშენებთ, ცოტას გავყიდით კიდეც, რომ კოკაინისთვის მოვაგროვოთ ფული - ლანკამ ზუსტად იცის, რომ არც კოკაინი ვნებს ჯანმრთელობას. ამასობაში ბევრს ვილოცებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება დროზე აღმოაჩინონ შიდსის წამალი და ლანკა განიკურნოს - ის ამას ნამდვილად იმსახურებს. 


არ ინერვიულო, მამა. მე უკვე 16 წლის ვარ და შემიძლია, საკუთარ ცხოვრებაზე თავად ვიზრუნო. შენ და დედას ერთხელ აუცილებლად გესტუმრებით და შვილიშვილებს გაგაცნობთ.
სიყვარულით, შენი შვილი ნიკა.

P.S. მამა, ეს ყველაფერი გამოვიგონე. მე ახლა ალექსანდრესთან ვარ. უბრალოდ, მინდოდა, შენთვის შემეხსენებინა, რომ ცხოვრებაში ბევრი რამ არის გაცილებით უარესი, ვიდრე ცუდი ნიშნები სკოლის დღიურში. სხვათა შორის, ის სამზარეულოს მაგიდაზე დევს. დამირეკეთ, როცა გაბრაზება გადაგივლით და სახლში დაბრუნების ნებას მომცემთ. მიყვარხართ!“

საკნატუნო ამბები

(+18) დიზაინერული კერტები - ახალი ტრენდი პლასტიკურ ქირურგიაში

ოცნებობთ, ჩაიცვათ გამჭვირვალე სამოსი ბიუსტჰალტერის გარეშე და თქვენი კერტები საოცრად მიმზიდველად გამოჩნდეს? პლასტიკური ქირურგია ამის შესაძლებლობას ნამდვილად გაძლევთ, თანაც, ფასი საკმაოდ ხელმისაწვდომია: 700 დოლარიდან იწყება. 
დღის ჰოროსკოპი

16 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ივლისს ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

15 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

არაჟნის ტორტი - საუკეთესო დესერტი ბავშვებისთვის

და არამხოლოდ მათთვის... თანაც არც გამოცხობა სჭირდება...
დღის ჰოროსკოპი

14 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ოსკაროსანი ჯეფრი რაშის 6 საუკეთესო კოსტიუმირებული როლი

კინოს, თეატრისა და ტელევიზიის ავსტრალიელ მსახიობს 100-ზე მეტი როლი მაინც აქვს შესრულებული და რამდენიმე პრესტიჟული ჯილდოს მფლობელიცაა, მათ შორის „ოსკარის“, „ოქროს გლობუსის“, „ემისა“ და BAFTA-სი.
იცით თუ არა...

ჩერნობილი: სერიალი VS დოკუმენტური ქრონიკა

ტელეარხ HBO-ს მინი სერიალის „ჩერნობილის“ ავტორებმა მძიმე ამოცანა იტვირთე - დეტალურად ეჩვენებინათ ატომური ენერგეტიკის ისტორიაში ყველაზე შემზარავი ტრაგედია და ზუსტად გადმოეცათ იმ ეპოქის ატმოსფერო. ვახოთ, რამდენად შეძლეს ეს. 
დღის ჰოროსკოპი

12 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
FUN-ტესტი

აირჩიეთ ინსტრუმენტი და გაიგეთ, როგორ ჟღერს თქვენი სული

მიიჩნევა, რომ ყოველ სულს თავისი მუსიკა აქვს. როცა ორი ადამიანის სულის მუსიკა ერთმანეთს ჰგავს, მათ შორის ჭეშმარიტი სიახლოვე ყალიბდება... გთავაზობთ, ამ ტესტის დახმარებით გაიგოთ, როგორია თქვენი სულის მელოდია.
საკნატუნო ამბები

ლამაზმანი სპორტსმენების ცხელი ფოტოები (30 ფოტო)

ფოტოგრაფი პაველ გარასკო ადრე მოდური ჟურნალებისთვის იღებდა ფოტოებს, ბოლო დროს კი სპორტსმენების ფოტოგრაფირებამ გაიტაცა.