5 რჩევა, თუ რა არ უნდა გააკეთოთ მამაკაცისთვის!

ურთიერთობა

28 ივლისი 22:00, 2019 წელი

თანაც არ უნდა გააკეთოთ არავითარ შემთხვევაში და არანაირ სიტუაციაში!

1. არ უნდა დაეხმაროთ ფინანსურად
რომც წუწუნებდეს ფინანსურ პრობლემებზე, არ უნდა ეცადოთ ფულით მის დახმარებას და ამ მიზნით, მაგალითად, დამატებითი სამუშაოს მოძებნას. ეს დიდი შეცდომა იქნება. ამით უკვე ბევრი ქალი დაზარალდა.


2. არ უნდა აჩუქოთ ძვირფასი ნივთები
ეს სამუდამოდ დაივიწყეთ! უმჯობესია, აჩუქოთ სითბო, ნდობა, აღრთოვანებული მზერა. ნუ ეცდებით მამაკაცის გაოცებას ძვირფასი საჩუქრებით. ამით მას თქვენი ურთიერთობიდან მუდმივად სარგებელის მიღების მოლოდინი ექნება.


3. არ უნდა უსმინოთ მის წუწუნს და არ უნდა შეიცოდოთ
მამაკაცებს უყვართ ქალებთან წუწუნი, თანაც - მხოლოდ ქმრებს არა. ქალები კი ფიქრობენ, რომ თუკი მამაკაცის პრობლემებს თანაგრძნობით მოისმენს, ამიტ ურთიერთობას კიდევ უფრო გააღრმავებს. ქალის შემთხვევაში მართლაც ასეა, მაგრამ მამაკაცებთან ეს არ მუშაობს. უბრალოდ, მამაკაცი ყოველთვის მოირბენს თქვენთან, როგორც მაშველ რგოლთან, როცა ცხოვრებისეული პრობლემები ექნება. აი, დროის გასატარებლად და გასართობად კი სხვაგან წავა.
უბრალოდ, მიეცით დრო და შეეშვით. ის თვითონ გაუმკლავდება თავის პრობლემებს. თანაც რაც უფრო მშვიდი იქნებით, ისიც უფრო სწრაფად მოაგვარებს თავის საქმეებს და საკუთარ შესაძლებლობებშიც უფრო დარწმუნდება.  
როცა ქმარი თავის სირთულეებზე გიყვებათ, უბრალოდ, დაუსვით კითხვები ცნობისმოყვარე ადამიანის პოზიციიდან. თქვენს შეკითხვებში უნდა ჩანდეს, რომ გჯერათ მისი ნებისყოფის, ძალის და ინტელექტის. მაგალითად, ჰკითხეთ: როგორ შეიძლება ამ პრობლმის მოგვარება? რას ფიქრობ, არსებობს ამ სიტუაციიდან გამოსვლის ვარიანტები? რა შეიძლება გააკეთო ამ სიტუაციაში?


ამით აჩვენებთ, რომ მხარს უჭერთ და გწამთ, რომ თავად შეუძლია, იპოვოს გამოსავალი. მამაკაცს ძალიან სჭირდება ცხოვრებისეული სირთულეები, გაკვეთილები, პრობლემები - სწორედ ეს არის გასაღები მისი პიროვნებად და ნამდვილ მამაკაცად ჩამოყალიბებისთვის.


4. არ უნდა მისცეთ რჩევები და რეკომენდაციები
ესეც დაივიწყეთ! რომც გკითხოთ, როგორ მოვიქცეო, უნდა უთხრათ, რომ ეს მან უკეთ იცის. როცა რჩევას აძლევთ, ამით პასუხისმგებლობას იღებთ საკუთრა თავზე.  მოდით, პასუხისმგებლობა მამაკაცს დაუტოვეთ, ეს მას უფრო სჭირდება.


5. არ უნდა სცადოთ მისი სულიერად აღზრდა
ბევრ ქალს აქვს ჩვევად, მამაკაცს ურჩიოს გარკვეული ლიტერატურის წაკითხვა, აიძულოს ვიდეოლექციების მოსმენა, მოუყვეს წარმატებული ადამინების მაგალითები. ეს საპირისპირო შედეგს გამოიღებს. გაცილებით ეფექტური ექნება, თუკი თქვენ თავად იქნებით ბედნიერი, ხალისიანი და „მოციმციმე“ . თუკი თქვენ გადაწყვეტთ, რომ მისი გურუ გახდეთ და რაღაცები ასწავლოთ, იგი ნამდვილად დაგაფასებთ, ოღონდ - როგორც მასწავლებელს და შეიძლება, სამუდამოდ დაივიწყოს, რომ თქვენ ქალი ხართ.
არ უდნა მოახდინოთ თქვენი ინტელექტით მამაკაცზე ზეწოლა.


გახსოვდეთ!
სწორი  მიდგომაა: ის ყველაფერს თავად გაუმკლავდება. მე კი მოხარული ვიქნები, თუკი ამაში ჩემი ქალური საწყისით დავეხმარები;
არასწორი მიდგომაა: ის უჩემოდ დაიღუპება. მხოლოდ მე შემიძლია მისი გადარჩენა; თუკი ასე იფიქრებთ, როგორც კი ერთი ორმოდან ამოიყვანთ, იგი მაშინვე მეორე ორმოში ჩავარდება და ასე დაუსრულებლად.

დღის ჰოროსკოპი

23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 იანვარისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

საქართველოს ახალი მილიონერი ჰყავს! 

გათამაშდა 1 მილიონ 182 454 ლარი! იძებნება მოგებული!!!
იცით თუ არა...

როგორ ეძებდა სტივ ჯობსი სამსახურს - CV, რომელიც შეავსო Apple-ის დაარსებამდე 3 წლით ადრე

ყველას გვიწევს, რაღაცით დავიწყოთ... 1973 წელს ეს ლეგენდარული ადამიანი სამსახურს ეძებდა. იმ დროს უკვე მიტოვებული ჰქონდა სწავლა ორეგონ რიდის კოლეჯში. თუმცა ჯერ 3 წელი იყო იმ დრომდე, სანამ ჯობსი კომპიუტერულ ინდუსტრიას შეცვლიდა. 
დღის ჰოროსკოპი

22 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

თუ ეს 10 რამ გესიზმრებათ, ყურადღებით იყავით!

ცნობილი შვეიცარიელი ფსიქოთერაპევტი კარლ გუსტავ იუნგი ამბობდა, რომ სიზმრებით ადამიანი თავის ქვეცნობიერში იხედება. სიზმარი გვკარნახობს, თუ რა გვაწუხებს ყველაზე მეტად და რა მიმართულებით უნდა ვიმოძრაოთ... 
დღის ჰოროსკოპი

21 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ანტონის ცაპატაკისი: „ეს ჩემი თავისუფლებაა“

ნუ გადააჭარბებ სიჩქარეს - დღეს ეს მოწოდება და ამაში მოზარდების დარწმუნება ერთ-ერთი მთავარი მიზანია ანტონის ცაპატაკისისთვის, რომელიც ბერძენი პარალიმპიელი მოცურავე და მსოფლიო ჩემპიონია... 
იცით თუ არა...

სკოლაში ექსპერიმენტი ჩაატარეს - ხელების სისუფთავე პურის ნაჭრით შეამოწმეს!

შედეგი იმდენად შთამბეჭდავი გამოდგა, რომ გადაწყვიტეს, ეს ამბავი სოციალური ქსელით გაეზიარებინათ. 
ამბები

აღიარება ჩუმი გმირობისთვის

მარინა გოგიჩაიშვილი ჯიპიაი ჰოლდინგის თანამშრომელია. ის ვენის სადაზღვევო ჯგუფის ყოველწლიური კონკურსის -  ჯილდო  მოხალისეობრივი საქმიანობისათვის - AWARD IN RECOGNITION OF COMMITMENT TO VOLUNTARY ACTIVITIES გამარჯვებული გახდა. მან ჯილდო ლეიკემიით დაავადებული პაციენტების დასახმარებლად  საქველმოქმედო ორგანიზაციის დაარსებისთვის მიიღო.
დღის ჰოროსკოპი

20 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ყველაზე ზარმაცებისთვის: ვისკი კაფსულებში (video)

ამ სიახლის ავტორია ალკოჰოლის შოტლანდიური ბრენდი The Glenlivet. 
მოძღვარი გვირჩევს

დღეს ქრისტიანის ცხოვრებაში პირველი საიდუმლო იღებს სათავეს

გილოცავთ ყველა ქრისტიანს - საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია, ისევე, როგორც მთელი მართლმადიდებლური სამყარო, აღნიშნავს ნათლისღებას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.