„პიეტა“ - ერთადერთი შედევრი, რომელსაც მიქელანჯელომ ხელი მოაწერა

ერთი შედევრის ისტორია

13 ივლისი 20:00, 2017 წელი

რომში, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში მდებარეობს კაცობრიობის უდიდესი მხატვრისა და მოქანდაკის მიქელანჯელო ბუონაროტის საოცარი ქმნილება „pieta“. მისი შექმნისას მიქელანჯელო 24 წლის გახლდათ. საკუთარი ხელოვნების სრულყოფილებაში დარწმუნებულმა კონტრაქტში ჩაწერა, რომ „პიეტა იქნება ულამაზესი მარმარილოს ქანდაკება და ვერცერთი ცოცხალი ხელოვანი მასზე უკეთესს ვერ შექმნის“. 

მე-14 საუკუნეში ქრისტიანობაში ღვთისმშობლის მწუხარების თაყვანისცემა დაიწყო, რაც ხელოვნებაშიც აისახა. იესო ქრისტეს დატირების სცენებს პიეტას უწოდებდნენ. 
მიქელანჯელომ თავისი შედევრი 1496-1498 წლებში, ტოსკანური მარმარილოსგან გამოკვეთა. ის ფრანგი კარდინალის ჟან ბილერის საფლავის კაპელისთვის იყო განკუთვნილი.

ჟან ბილერი რომში საფრანგეთის წარმომადგენლად მოღვაწეობდა. 1498 წელს მან მიქელანჯელოს საკუთარი საფლავისთვის ქანდაკება შეუკვეთა, თუმცა მის დასრულებას ვერ მოესწრო.
კონტრაქტით გათვალისწინებული ერთი წლის ნაცვლად, მიქელანჯელო „პიეტაზე“ ორი წელი მუშაობდა.
ამ პერიოდში, კარდინალი გარდაიცვალა, თუმცა სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში ის მიქელანჯელოს სახელოსნოში ქანდაკების სანახავად მივიდა. ამ დროისთვის, მხოლოდ ღვთისმშობლისა და ქრისტეს სახეები იყო დასრულებული, მაგრამ უკვე ჩანდა, რომ მოქანდაკემ პირობა შეასრულა და სილამაზითა და ემოციურობით მიქელანჯელოს შედევრზე უკეთესის შექმნას ვერავინ შეძლებდა.  

მე-18 საუკუნეში ქანდაკება კარდინალის საფლავიდან ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძრის ერთ-ერთ კაპელაში გადაიტანეს.
ავტორის ჩანაფიქრით, მარიამს ჯვარცმიდან ჩამოხსნილი იესოს სხეული მუხლებზე ჰყავს დასვენებული. მძიმე მოსასხამის ნაკეცები მთლიანად ფარავს მარიამის სხეულს და მნახველს ისეთი განცდა რჩება, თითქოს ტოსკანური მარმარილო თავად შეიცავს სიკვდილსა და მწუხარებას.
მნახველის წინაშე ცხადად წარმოდგება სურათი - როგორ აჰყავს მარიამს შვილი, როგორი დედობრივი მზრუნველობით იჭერს, როგორ ეფერება მისი მზერა ქრისტეს სახეს...
ქრისტე ექსპრესიულად არის მოცემული: გამხდარი, უკან გადაგდებული თავით და უღონოდ ჩამოვარდნილი ხელით.

ყველა, ვისაც ქანდაკება უნახავს, გრძნობს, რომ გარდაცვლილი შვილის სხეული დედას აუტანელი სიმძიმით აწევს, მაგრამ უფრო მძიმეა დარდი, რომელიც დედის გულს დაუფლებია. მარიამის დახრილი თავი და მწუხარე სახის მშვენიერი ნაკვთები თავსაბურავის ნაკეცებშია მოქცეული. მრავლისმეტყველია მარცხენა ხელის ჟესტი, რომელიც თითქოს კითხვას გამოხატავს და გამოუსწორებელი დანაკარგის დაჯერება არ უნდა.

მარიამს ახალგაზრდა ქალიშვილის სახე აქვს, თუმცა იესოს გარდაცვალების დროისთვის ის 50 წლის იყო. დიახ, თეოლოგიური კანონები დაირღვა, თუმცა ხელოვნებათმცოდნეები ამტკიცებენ, რომ რენესანსის პერიოდში სწორედ ასე იყო მიღებული ქალწული მარიამის სულიერი სიწმინდის ასახვა.  

დარღვეულია ქანდაკების პროპორციებიც, რასაც იდეური და წმინდა ტექნიკური დატვირთვა აქვს: მარიამი უფლის დედაა, ამასთანავე, შვილის სხეულის დაჭერა უნდა შეძლოს, ამიტომ მისი ფიგურა მოზრდილი ზომის უნდა ყოფილიყო.

„პიეტა“ ერთადერთი ნამუშევარია, რომელსაც მიქელანჯელომ ხელი მოაწერა.
იტალიელი მწერლისა და ხელოვანის ჯორჯო ვაზარის ცნობით, მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა დამთვალიერებელმა „პიეტას“ ავტორად სხვა მოქანდაკე მიიჩნია და ამ თემაზე კამათი გაჩაღდა, მიქელანჯელო იძულებული გახდა, ქანდაკებაზე საკუთარი ხელმოწერა ამოეკვეთა.
მოგვიანებით, ხელოვანმა ეს გადაწყვეტილება ინანა და დაიფიცა, რომ საკუთარ ნამუშევარს ხელს აღარასოდეს მოაწერდა.

სამწუხაროდ, მსოფლიო შედევრი არაერთხელ დაზიანდა. ერთ-ერთი გადატანის დროს ღვთისმშობელს მარცხენა ხელი დაუზიანდა, მაგრამ ყველაზე დიდი ზიანი ქანდაკებას 1972 წლის 21 მაისს უნგრელმა გეოლოგმა ლასლო ტოთიმ მიაყენა. „მე მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე ვარ“ - ყვიროდა ტოთი და შედევრს უროს ურტყამდა. სანამ დაცვა შეიპყრობდა, გეოლოგმა „პიეტას“ 50-მდე ნაწილი, მათ შორის, ცხვირისა და მოსასხამის ნაკეცი და ხელი მოსტეხა. ნატეხების ნაწილი დაიკარგა, ნაწილი ტურისტებმა და ტაძრის მცველებმა მაშინვე დააბრუნეს. მომხდარის შემდეგ, ხელოვნებათმცოდნეებისა და რესტავრატორების კონსილიუმი შეიკრიბა და გადაწყდა, რომ დაზიანებული ნაწილი მაქსიმალური სიზუსტით აღედგინათ.

საბოლოოდ, ქანდაკებამ პირვანდელი სახე დაიბრუნა, თუმცა ამისთვის, ქანდაკების უკანა, ნაკლებად მნიშვნელოვანი ადგილებიდან დაკარგული ფრაგმენტების ამოჭრა გახდა აუცილებელი.
რესტავრაციის შემდეგ მიქელანჯელოს შედევრს ტყვიაგაუმტარი მინის ჯებირი შემოავლეს.

საკნატუნო ამბები

ხუთი მიზეზი, რატომ არის კარგი სექსი დილით

დილაობით სექსი არაა მარტივი საქმე: ხან გამოფხიზლება გვიჭირს, ხან სამსახურში გვაგვიანდება, შესაძლოა, ბავშვებიც გვყავს მოსამზადებელი... მაგრამ სექსოლოგები ჯიუტად ცდილობენ აგვიხსნან, რატომ არის დილის სექსი შესანიშნავი.    
დღის ჰოროსკოპი

23 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ალიკო ცინცაძის წიგნის „ქართული კაბალას“ პრეზენტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში (მე-3 კორპუსი), 24 აპრილს, 14:00 საათზე, ასტრო-ენათმეცნიერის, პროფესორ ალიკო ცინცაძის ახალი წიგნის „ქართული კაბალას“ პრეზენტაცია-ლექცია ჩატარდება.
საკნატუნო ამბები

10 მეტამორფოზა, რომლებიც თქვენს ასაკს საპასპორტო მონაცემებზე მეტად გასცემს

დაბერების შიში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფობიაა. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეული მუდმივად იცვლება და წლების მატებასთან ერთად, ახლებურად გამოიყურება. ამიტომაც აუცილებელია ვიცოდეთ, რომელი ასაკობრივი ცვლილება მიიჩნევა ნორმად და რომელი - არა.
საკნატუნო ამბები

10 წვრილმანი, რაც კაცს აღაგზნებს

ეს წვრილმანები ერთი შეხედვით უცნაურებია, მაგრამ საკმაო ძალა აქვთ იმისთვის, რომ კაცის პულსის სიხშირე წუთში 70-დან 150-მდე აწიონ...  
დღის ჰოროსკოპი

22 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

უნიკალური ფოტოარქივი, რომელიც წარსულს სულ სხვა თვალით დაგანახვებთ

ეს ფოტოები გასულ საუკუნეში გამოგზაურებთ და საოცარ ამბებს აღმოგაჩენინებთ...
დღის ჰოროსკოპი

21 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
თემატური ჰოროსკოპი

რომელია საუკეთესო ასაკი ქორწინებისთვის ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

ყველა ადამიანი ეძებს პარტნიორს, რომელთანაც მთელ ცხოვრებას გაატარებს. ზოგიერთი კი ამას ძალიან ადრეული ასაკიდან იწყებს...
საკნატუნო ამბები

ფრთხილად! საოცრად ამაღელვებელი შიშველი სხეული (11 ფოტო)

სანკტ-პეტერბურგელი ფოტოგრაფის მიხაილ კოვალენკოს ნამუშევრები განსაკუთრებით მამრობითი სქესის მკითხველებს დააინტერესებთ! 
დღის ჰოროსკოპი

20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 აპრილს ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

6 ფილმი სიყვარულის მაგიაზე

რამდენიმე ისტორია იმის შესახებ, როგორ აქცევს სიყვარული ცხოვრებას ზღაპრად...