ხელოვნების შედევრები, რომლებიც ქურდობისას განადგურდა

ერთი შედევრის ისტორია

17 აგვისტო 20:00, 2017 წელი

მილიონებად შეფასებული და ზოგჯერ ფასდაუდებელი შედევრების ხელში ჩასაგდებად დამნაშავეთა სამყარო ყველა ხერხს მიმართავს, რაც ზოგჯერ ნამუშევრის განადგურებით მთავრდება. დაკარგულ ხელოვნების ნიმუშებად მიიჩნევენ ისეთ ტილოებს, რომელთა არსებობაც გარკვეული წყაროებით დასტურდება, თუმცა დღეისთვის არც მუზეუმებში და არც კერძო კოლექციებში აღარ იძებნება.

საუკუნის ძარცვა უწოდეს როტერდამის სამხატვრო გალერეა kunsthal-დან მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისის ცნობილი ოსტატების სურათების გაქრობას. 2012 წელს ათენის ეროვნული სამხატვრო გალერეიდან გაქრა პიკასოსა და პიტ მონდრიანის ნახატები და ა.შ.
2012 წლის 16 ოქტომბერს, დაახლოებით ღამის 3 საათზე როტერდამის Kunsthal მუზეუმი გაძარცვეს. საოცარი ის იყო, რომ სიგნალიზაცია ამუშავდა, მაგრამ ადგილზე მისულ პოლიციას იქ აღარავინ დახვდა: მძარცველებმა მუზეუმში მხოლოდ 2 წუთი გაატარეს და ამ ხნის განმავლობაში მოახერხეს პაბლო პიკასოს, პოლ გოგენის, ანრი მატისის, ლუსიენ ფრეიდისა და კლოდ მონეს ნახატების წაღება. ექსპერტების შეფასებით, მოპარული ტილოების ღირებულება 200 მილიონამდე ევროს შეადგენდა. დაკარგული ხელოვნების ნიმუშების კვალმა პოლიცია რუმინეთში მიიყვანა. 2013 წლიდან რუმინეთში შესაძლო დამნაშავეების გამოვლენა, ჩხრეკა და დაკავებები დაიწყო, თუმცა გამქრალი ნახატები ვერსად იპოვეს და სავარაუდოდ, ვეღარასოდეს იპოვიან.
სამი ეჭვმიტანილიდან ერთ-ერთის დედამ ოლგა დოგარუმ სასამართლოზე აღიარა, რომ, როცა მისი შვილი დაიჭირეს, შეშინებულმა მოპარული ხელოვნების ნიმუშები ჯერ სოფლის სასაფლაოზე დამარხა, შემდეგ კი ამოთხარა და ღუმელში დაწვა. ეჭვმიტანილების სახლის საგულდაგულოდ დათვალიერების შედეგად, რუმინელმა ექსპერტებმა ღუმელის ფერფლში საღებავის კვალი, ტილოს ნაკუწები და საუკუნეზე მეტის ხნის ლურსმნები აღმოაჩინეს.
ეს ვანდალიზმი სურათების პროფესიონალი ქურდისა და ამავე დროს კოლექციონერის ტეფან ბრაიტვიზერის დედამ ჩაიდინა. ბრაიტვიზერმა თავისი დანაშაულებრივი „კარიერის“ მანძილზე (1995-2001) 239 ხელოვნების ნიმუში მოიპარა, რომელთა ფასი მილიარდ დოლარს აჭარბებდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შვილის დაჭერის შემდეგ, ქალმა 60 მოპარული შედევრი დაწვა. საბოლოოდ, ბრაიტვიზერს 3 წელი მიუსაჯეს, თუმცა საპყრობილეში მხოლოდ 26 თვე გაატარა, ხოლო დედამისმა, როგორც თანამზრახველმა, ციხეში 18 თვე დაყო.
მაშ ასე, თქვენ წინაშეა შედევრები, რომლებსაც, ალბათ, ვეღარასოდეს ვიხილავთ: ზოგიერთი მათგანი უკვალოდ გაქრა, ზოგი კი განადგურებულია.


კარავაჯო. „შობა წმინდა ლორენცოსა და წმინდა ფრანცისკოსთან ერთად“ ($20 მლნ)


მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში იტალიაში როტერდამის ისტორიის მსგავსი შემთხვევა მოხდა. 1969 წელს პალერმოში, სან-ლორენცოს სამრეკლოდან მოიპარეს კარავაჯოს ნახატი „შობა წმინდა ფრანცისკთან და წმინდა ლოურენსთან ერთად“. ძარცვაში მთავარ ეჭვმიტანილად სიცილიურ მაფიას მიიჩნევდნენ, მაგრამ სპეცსამსახურები დიდხანს ვერ ახერხებდნენ ვერც შემკვეთის, ვერც შემსრულებლის და ვერც სურათის პოვნას. სიმართლე მაშინ გაირკვა, როცა „კოზა ნოსტრას“ წევრმა გასპარე სპატუცამ სასამართლოზე აღიარა, რომ სურათს ერთ-ერთი ოჯახის ფერმის სხვენში ინახავდნენ. მაფიოზებს შედევრის უსაფრთხოებაზე არ უზრუნიათ, ამიტომ ის ღორებმა და ვირთხებმა შეჭამეს. როცა მიხვდნენ, რომ დაზიანებული შედევრის გაყიდვას ვეღარ შეძლებდნენ, ხელოვნების ნიმუში დაწვეს.


 





რაფაელი. „ახალგაზრდა კაცის პორტრეტი“

რენესანსის ეპოქის გამოჩენილი მხატვრის რაფაელის „ახალგაზრდა კაცის პორტრეტი“ ერთ-ერთი უდიდესი დანაკარგია. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ნახატი რაფაელის ავტოპორტრეტი იყო. მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტებს კლასიკური მხატვრობის ნიმუშებზე ნადირობა ჰქონდათ გამოცხადებული. რაფაელის შედევრი, რომელიც დაახლოებით 100 მლნ დოლარი ღირდა, ჩარტორიისკების ცნობილ პოლონურ გვარს ეკუთვნოდა. მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე, ნახატი ოკუპირებული პოლონეთის გენერალ-გუბერნატორს ჰანს ფრანკს ჩაუვარდა ხელში. ნიურნბერგის პროცესის დროს, მან ჩამოთვალა ადგილები, სადაც ომში დამარცხებული ფაშისტებო მოპარულ ხელოვნების ნიმუშებს მალავდნენ, თუმცა რაფაელის შედევრი მათ შორის არ აღმოჩნდა.


 


 


 


პაბლო პიკასო. „მხატვარი“


1998 წლის 2 სექტემბერს SWISSAIR-ის რეისი 111, რომელიც ნიუ-იორკიდან ჟენევის მიმართულებით მიფრინავდა, კანადის საერთაშორისო აეროპორტის სამხრეთ-დასავლეთით ოკეანეში ჩავარდა. თვითმფრინავში მყოფი 229 ადამიანიდან ყველა დაიღუპა. კატასტროფის გამოძიებაზე 5 წელი და 57 მილიონი კანადური დოლარი დაიხარჯა და საბოლოოდ დადგინდა, რომ თვითმფრინავს ცეცხლი მოკლე ჩართვის შედეგად გაუჩნდა. მოკლე ჩართვა კი საბორტო სისტემაში მოხდა, სადაც ბიზნესკლასის მგზავრები კინოს უყურებდნენ და ვიდეოთამაშებით ერთობოდნენ. სადენების საიზოლაციო მასალა საკმარისად ცეცხლგამძლე არ აღმოჩნდა და ცეცხლი მთელ თვითმფრინავს მოედო. მგზავრების გარდა, თვითმფრინავის ბორტზე ბრილიანტები, სამუზეუმო ძვირფასეულობა და პაბლო პიკასოს „მხატვარი“ იმყოფებოდა.


 


 



პოლ სეზანი. „აუერ-სურ ოისის ხედი“ ($5 მლნ)
სურათი 1999 წლის უკანასკნელ დღეს გაუჩინარდა, როცა  მთელი ქვეყანა შამპანურს სვამდა და ჰაერში ფოიერვერკებს უშვებდა. სანამ მუზეუმის შეზარხოშებული მცველები ახალი საუკუნის დადგომას აღნიშნავდნენ, ქურდი შეუმჩნევლად შეიპარა დარბაზში, სადაც იმპრესიონისტების ტილოები იყო წარმოდგენილი და მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ნამუშევარი მოიპარა. აღსანიშნავია, რომ სეზანი ამ ნახატით ბოლომდე კმაყოფილი არ იყო, მას დაუსრულებლად მიიჩნევდა და ტილოზე ხელმოწერა არ დატოვა. ექსპერტების მიერ „აუერ-სურ ოისის ხედი“ 5 მლნ დოლარად იყო შეფასებული.


პაბლო პიკასო. „მტრედი მწვანე ბარდა“
ესპანელი მხატვრის ნამუშევარი 2010 წლის მაისში მოიპარეს. ქურდი, რომელიც, სავარაუდოდ, მარტო მოქმედებდა, პარიზის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ფანჯრიდან შეიპარა. კამერის ჩანაწერებში ჩანს, რომ მან აუჩქარებლად ამოიღო ჩარჩოებიდან პაბლო პიკასოს, ანრი მატისის, ამადეო მოდილიანისა და ფერნანდ ლეჟეს შედევრები. ის იმდენად მშვიდად მოქმედებდა, თითქოს დარწმუნებული იყო, რომ ვერ დაიჭერდნენ, თუმცა შეცდა. წელიწად-ნახევრის შემდეგ გამომძიებლებმა ქურდიც იპოვეს და შემკვეთიც. ამ უკანასკნელმა აღიარა, რომ თვალთვალი იგრძნო, პანიკაში ჩავარდა და ყველა ტილო, მათ შორის პიკასოს „მტრედი“ გაანადგურა.


 


 


 




ვინსენტ ვან გოგი. „ლარნაკი ლილიებით“
ჰოლანდიელი მხატვრის 50 მილიონ დოლარად შეფასებული ნახატი 2010 წელს ქაიროს მუზეუმიდან მოიპარეს. რამდენიმე დღეში მუზეუმი სარემონტოდ უნდა დაეხურათ. სავარაუდოდ, ამ მიზეზით, შენობაში გამართულად არც სიგნალიზაცია მუშაობდა და არც სათვალთვალო კამერები. იმ იმედით, რომ შედევრის კვალს მიაგნებდნენ, სპეცსამსახურებმა აეროპორტებისა და სარკინიგზო ვაგზლების ბლოკირება მოახდინეს, თუმცა ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. რამდენიმე წლის შემდეგ ბრიტანელმა ექსპერტებმა სენსაციური განცხადება გააკეთეს. მათი თქმით, ნახატის ორიგინალი ჯერ კიდევ 1977 წელს მოიპარეს. სპეციალისტებს ამ ვერსიის ბოლომდე დადასტურება ან უარყოფა ამ დრომდე არ შეუძლიათ.


 





პიერ ოგიუსტ რენუარი. „მადლენი თმაში ყვავილებით“
საერთოდ, ძვირად ღირებული შედევრი შემთხვევითი ნადავლი არასოდეს ხდება, რადგან მათზე ხანგრძლივი და მიზანმიმართული ნადირობა მიმდინარეობს. გამონაკლისი მხოლოდ რენუარის ტილოა, რომელიც მძარცველს შემთხვევითი გარემოებების წყალობით ერგო. 2011 წლის 8 სექტემბერს ჰიუსტონის დასავლეთით მცხოვრებ მდიდარ ოჯახში პისტოლეტით შეიარაღებული მძარცველი შეიჭრა და ფული და ძვირფასეულობა მოითხოვა. შეშინებულმა ბინის პატრონმა კედელზე დაკიდებულ ტილოზე მიუთითა და თქვა, რომ მისი ფასი დაახლოებით მილიონი დოლარია. მოულოდნელი წარმატებით ფრთაშესხმულმა მძარცველმა „მადლენს“ ხელი სტაცა და მიიმალა. ამის შემდეგ რენუარის შედევრი აღარავის უნახავს, თუმცა პოლიცია დარწმუნებულია, რომ ქურდი ნახატის გაყიდვას ვერ მოახერხებდა.
ზემოჩამოთვლილთა გარდა, დაკარგულად ითვლება ვან გოგის ყველაზე მოთხოვნადი ნახატი „მხატვარი სამუშაოს გზაზე“, ავსტრიელი მხატვრის გუსტავ კლიმტის ნახატები, რომლებიც ნაცისტურმა არმიამ გაანადგურა, რემბრანდტის „ანგელოზი“, რომელიც ჰიტლერმა მიისაკუთრა, დეგას „ბალერინები“, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს დაიკარგა და მრავალი სხვა.

წყარო
საკნატუნო ამბები

ვარსკვლავები, რომლებიც გადაღებებზე უგონოდ თვრებიან

ჰოლივუდური ხუმრობა: „თუ მსახიობები სვამენ ვისკის, ეს ცივი ჩაია, და თუ სვამენ ცივ ჩაის, ეს ვისკია“.
საკნატუნო ამბები

რატომ არ უნდა დაკავდეთ სექსით მხოლოდ „ჯანმრთელობისთვის“

სექსი არ უზრუნველყოფს იდეალურ ფიგურას, წარმოუდგენლად სუფთა კანსა და ცხოვრებას სტრესების გარეშე.
დღის ჰოროსკოპი

21 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

18 დედა, რომლებსაც სამშობიაროში შვილები შეუცვალეს

უყურებ დედების ამ თბილ ფოტოებს თავიანთ „ნაშიერებთან“ ერთად და ხვდები, რომ რაღაც ისე ვერ არის...
დღის ჰოროსკოპი

20 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

როცა ხელმარჯვე ოსტატებს გემოვნების ნატამალი არ გააჩნიათ...

ზოგს ეს იდეები თამამად მოეჩვენება, ზოგს - ცოტა ექსტრავაგანტურად, მაგრამ ერთი რამის თქმა დარწმუნებით შეიძლება - ამ „შედევრებს“ გულგრილად ვერ ჩაათვალიერებთ!
საკნატუნო ამბები

საკვები სოდის გამოყენების 7 უჩვეულო მეთოდი

საკვები სოდა - ერთ-ერთი ყველაზე მრავალფუნქციური საშუალება. მას იყენებენ კულინარიაში, სხვადასხვა მეცნიერულ ექსპერიმენტში, დაწესებულების დალაგებისას. შესაბამისად, დიასახლისებს სოდა ყოველთვის აქვთ შემონახული კარადაში. 
საკნატუნო ამბები

რა გავლენას ახდენს კბილების გახეხვა ერექციაზე?

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ კაცებს, რომლებიც კბილებს დღეში 2-ჯერ (და მეტჯერ) იხეხენ, ერექციული დისფუნქცია არ ემუქრებათ.
დღის ჰოროსკოპი

19 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

9 სულისშემძვრელი დრამა მათთვის, ვისაც მძიმე ემოციების არ ეშინია

ამ ფილმებს ბოლო წუთებამდე თვალს ვერ მოსწყვეტთ და ვერც გულგრილი დარჩებით...
დღის ჰოროსკოპი

18 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს საინტერესო აქციას და ახალ პირობებს სთავაზობს

თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს ქსელში წარმოდგენილ ზამთრის საბურავებს, კერხერის ბრენდის სარეცხ დანადგარებს და მტვერსასრუტებს 30%-იანი ფასდაკლებით სთავაზობს.