კამილ პისარო და ერთ ცალ ღვეზელში გაცვლილი შედევრი

ერთი შედევრის ისტორია

7 სექტემბერი 20:00, 2017 წელი

მისი ნამუშევრები დღეს მილიონებად იყიდება. მას ევროპული იმპრესიონიზმის ფუძემდებლად მოიხსენიებენ, რადგან ამ ჟანრზე უდიდესი გავლენა მოახდინა. მან მიატოვა მაღალანაზღაურებადი სამსახური და თავი ფერწერას მიუძღვნა, თუმცა ამ საქმიანობას მისთვის შემოსავალი არ მოუტანია.

კამილ პისარო 1830 წელს ფრანგი კომერსანტის ოჯახში დაიბადა. ბავშვობა და ახალგაზრდობა ანტილიის კუნძულებზე გაატარა. 1841 წელს პარიზის პანსიონში სასწავლებლად გაგზავნეს, სადაც ხატვით გატაცებულ პანსიონის დირექტორს დაუმეგობრდა. 6 წლის შემდეგ ანტილიის კუნძულებზე დაბრუნებული პისარო უკვე სერიოზულად არის გატაცებული ხატვით, თუმცა იძულებულია, მამის სავაჭრო საწარმოში იმუშაოს.

1855 წელს პარიზში მსოფლიო გამოფენის სანახავად ჩასული პისარო თავისი ცხოვრების მთავარ გადაწყვეტილებას იღებს - საფრანგეთის დედაქალაქში რჩება და ლემანის სახელოსნოში მუშაობას იწყებს.

„1852 წელს მაღალი ანაზღაურების მქონე კლერკი ვიყავი, მაგრამ დაუფიქრებლად მივატოვე ყველაფერი, რათა ბურჟუაზიულ ყოფასთან კავშირი გამეწყვიტა. ჩემი ახლანდელი ყოფა უმძიმესია, მაგრამ ყველაფრის თავიდან დაწყება რომ შემეძლოს, უყოყმანოდ იმავე გზას ავირჩევდი“, - წერდა თავის მოგონებებში მხატვარი.

პისარომ თავის საქმეს მიაგნო, თუმცა მხოლოდ სულიერი საკვები მშიერ კუჭს ვერ დაანაყრებს, მით უმეტეს, როცა სახლში ცოლი და რვა შვილი გელოდება.
მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში მყოფი მხატვრის დახმარება მისმა მეგობარმა ეჟენ მურერმა გადაწყვიტა. ფერწერა მასაც ძალიან უყვარდა და თავს იმპრესიონისტად მიიჩნევდა, თუმცა მურერის  ძირითადი საქმიანობა საკონდიტრო წარმოება იყო. ის მშიერ მხატვრებს საკვებით ხშირად ამარაგებდა, რომლებიც მადლიერების ნიშნად, თავიანთ ნამუშევრებს ჩუქნიდნენ.

„დარწმუნებული ვარ, ჩემს სურათებს რომ ნახავენ, დამპალ ვაშლებს მესვრიან. პარიზისთვის ჩვენ ჯერ ისევ ბრბო და ბოდვა ვართ. შეუძლებელია, ხელოვნება, რომელიც ძველ რწმენას არღვევს, მიიღონ და დააფასონ. არა! ბურჟუა ბურჟუაა თავით ფეხამდე“, - წერდა 1878 წელს თავის მოგონებებში პისარო.

დიახ, პისაროს ნახატებს ძალიან ცოტა მყიდველი ჰყავდა, ამიტომ ეჟენ მურერმა ლატარია მოაწყო, სადაც პისაროს 4 ნახატი გაათამაშა. ერთ-ერთი ტილო გოგონამ მოიგო, რომელსაც ფერწერაზე ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა, ამიტომ მოგებული ნახატი მურერს ერთ ცალ ღვეზელში გაუცვალა.
პისარო ამის დანახვამ გაანადგურა, მაგრამ საღამოს მურერმა მას ლატარიის გათამაშებიდან შესული 100 ფრანკი გადასცა, რაც მხატვრის ოჯახისთვის კარგი შემოსავალი იყო.

80-იანი წლების დასაწყისიდან, მხატვრის ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. პისარომ აღიარებას სიცოცხლეშივე მიაღწია, როცა 60 წელს გადაცილებული გახლდათ.

პისაროს მეგობარს ეჟენ მურერს პისაროს ნახატების დიდი კოლექცია დაუგროვდა, თუმცა გამდიდრება ვერ მოახერხა, რადგან ფინანსური პრობლემების გამო მეგობრის ნახატების კოლექცია მანამ გაყიდა, სანამ ფასი დაედებოდა.  

სხვათა შორის, იმპრესიონიზმის კიდევ ერთმა ფუძემდებელმა, კლოდ მონემ საკუთარი ნახატების კრედიტორებისთვის გადაცემას, მათი დაწვა ამჯობინა.


სავარაუდოდ, ერთ ცალ ღვეზელში გაცვლილი ნახატი ქვემოთ წარმოდგენილთაგან ერთ-ერთია.



ლონდონი. დალვიჩ კოლეჯი. 1871 წელი.




მონმარტრის ბულვარი გაზაფხულზე. 1879 წელი.


 



ეჟენ მურერი თავის საცხობ ღუმელთან. 1877 წელი.


 



ეჟენ მურერის პორტრეტი. 1878 წელი.


 

წყარო
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.
დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ფისუნია, მანდ რა გინდა?! (10 ფოტო)

ნახეთ, ერთ დღესაც სად შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი ოთხფეხა მეგობარი. ჰოდა, პრევენციული ზომებიც მიიღეთ...
საკნატუნო ამბები

9 უტყუარი ნიშანი იმისა, რომ კაცი გღალატობთ

კერძო დეტექტივები ამბობენ, რომ ქალის ეჭვიანობის 80%-ის შემთხვევაში კაცის ღალატი დასტურდება.
დღის ჰოროსკოპი

21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.
ამბები

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.