იცით თუ არა

არქეოლოგებმა გადაწყვიტეს, საიდუმლო სერობის მენიუ აღედგინათ

fun time

14:13 ხუთ. 29 აპრილი, 2021 წელი

საიდუმლო სერობა, და ვინჩი

14
დაკოპირებულია

კვლევა ორმა იტალიელმა არქეოლოგმა ჩაატარა, რომლებიც ბიბლიურ ტექსტებს, ებრაულ ხელნაწერებს, ძველ რომაულ ლიტერატურულ ძეგლებსა და არქეოლოგიურ მონაცემებს ეყრდნობოდნენ.

რაგუ პარკოსნებისგან, ცხვრის ხორცი, ზეთისხილი, მწარე ბალახეული, თევზის სოუსი, მაცა, ფინიკები და არომატიზებული ღვინო - აი, ის პროდუქტები, რომელიც შეიძლება იესო ქრისტესა და მისი მოწაფეების უკანასკნელი ტრაპეზის დროს მაგიდაზე ყოფილიყო.

ასეთ შედეგამდე მივიდნენ მეცნიერები ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნის პალესტინის სამზარეულოს შესწავლისას.

„ბიბლიაში წერია, რაზე საუბრობდნენ სადილის დროს იესო და მისი მოციქულები, მაგრამ არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რას მიირთმევდნენ“, - ამბობს არქეოლოგი, პროფესორი ჯენეროზო ურჩიოლე (Generoso Urciuoli).

კვლევის ამოსავალ წერტილად ურჩიოლესა და მისი დამხმარე მარტა ბერონგოსთვის იესოს ებრაელობა იქცა. მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ იესო ქრისტე და მოციქულები იცავდნენ ტრადიციებს, რომლებიც თორაში იყო დაფიქსირებული და რელიგიურ გასტრონომიულ შეზღუდვებს ეხებოდა.

მარკოზის სახარების მიხედვით, სადილი პასექის დღესასწაულზე გაიმართა, მაშინ როცა საპასექო ბატკანს სწირავდნენ, ამიტომაც, მეცნიერთა აზრით, სუფრაზე ცხვრის ხორცი აუცილებლად იქნებოდა.

და, რაღა თქმა უნდა, მენიუში შევიდოდა ხმიადი (უსაფუარო პური) და ღვინო, რომლებიც (პროდუქტებიდან ერთადერთი) პირდაპირ არის ნახსენები ბიბლიაში (შეგახსენებთ, სწორედ საიდუმლო სერობის დროს დაედო სათავე ქრისტიანული რელიგიის ერთ-ერთ მთავარი საიდუმლოს - ზიარებას).

ამას გარდა, ტრაპეზის მენიუში შეიძლება ყოფილიყო ჩოლენთი - ტრადიციული ებრაული კერძი მოთუშული ხორცით, ბოსტნეულით, ბურღულეულითა და ლობიოთი, ზეთისხილი, ბალახეული, ფინიკი, ასევე, ხილი და ნიგვზის პასტა.

უნდა აღინიშნოს, რომ ტრაპეზის მონაწილეები მაგიდასთან ისე არ ისხდნენ, როგორც ეს ლეონარდო და ვინჩის ცნობილ შედევრზეა გამოსახული.

ისინი ნახევრად წამოწოლილები იყვნენ იატაკზე გაშლილ ნოხებსა და ბალიშებზე, როგორც ამას რომაელები აკეთებდნენ. კერძები დაბალფეხიან მაგიდებზე თიხისა და ქვის ჭურჭლით ეწყო.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ მამაკაცებს...

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ
მამაკაცებს წვერი?

რატომ ასხამენ JP Chenet-ის ღვინოს მ...

რატომ ასხამენ ჟან პოლ
ჩენეტის ღვინოს მრუდე
ყელიან ბოთლებში?

20 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახ...

საინტერესო ფაქტები
ფეხბურთზე

რატომ წერენ ექიმები გაუგებრად?

რატომ წერენ ექიმები
გაუგებრად

ახალი კვლევა: ჭორაობა სასარგებლოა!

ჭორაობა სასარგებლოა

იცით, რომ სათამაშო ბანქო კალენდრის...

ბანქო და კალენდარი

უცნაური ხე, რომელიც ფრინველებს ხოცა...

დიდი პისონია (Pisonia grandis)

როდის არ უნდა გაასესხოთ? - მაჰათმა...

მაჰათმა განდი