+18

რამდენი სექსი სჭირდება კაცს ბედნიერებისთვის? - ფსიქოლოგების პასუხი

fun time

23:10 ოთხ. 30 მარტი, 2022 წელი

სექსუალური აქტის
ხანგრძლივობა

14
დაკოპირებულია

თუკი ბედნიერების საძიებლად საყვარელ გოგოსთან ერთად საწოლში ხარ შემძვრალი, გირჩევ, ახლავე გამოძვრე! ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ ბედნიერებისთვის დღედაღამ სექსი სულაც არ არის აუცილებელი. ეგ კი არა, თუკი ფსიქოლოგებს ვენდობით, ყოველდღიური სექსიც არ არის საჭირო. ასე რომ, მშვიდად მოიმზადე ყავა და წაიკითხე, ბედნიერებაზე მეცნიერები...

რთული სათქმელია, რატომ გადაწყვიტეს ფსიქოლოგებმა კონკრეტულად სექსში ეძებონ ბედნიერება, მაგრამ მათი მოსაზრება ხშირად საინტერესოა.

***

როგორც ჩანს, მეცნიერები სექსზე ბედნიერების დამოკიდებულებას დიდი ხანია, სწავლობდნენ. სხვაგვარად როგორ ავხსნათ ამ თემაზე ჩატარებული სხვადასხვა კვლევა?

ჭკვიანმა მკლევარებმა უამრავი სტატია თუ წიგნი დაწერეს და მივიდნენ აქსიომამდე: მეტი სექსი - მეტი ბედნიერება.

აი, ძველ ფსიქოლოგებს კი სხვა მოსაზრება გააჩნიათ. მათ გასული 40 წლის განმავლობაში ათასობით ადამიანი გამოკითხეს, რათა დაადასტურონ ან უარყონ თავიანთი წინამორბედების აზრები.

და დაადგინეს, რომ წყვილების უმეტესობა სულაც არ კავდება სექსით ყოველდღიურად და ამ დროს თავს ძალიან ბედნიერად გრძნობენ (ალბათ, ბევრს შეშურდა).

„მართალია მიიჩნევა, რომ ხშირი სექსი მეტი ბედნიერების მომტანია, მაგრამ გაირკვა, რომ ის წყვილები, რომლებსაც კვირაში ერთზე მეტი სექსუალური აქტი აქვთ, სულაც არ გრძნობენ თავს სხვებზე უფრო ბედნიერად. ჩვენი კვლევების შედეგები ამტკიცებს, რომ მნიშვნელოვანია, შეინარჩუნოთ პარტნიორთან ინტიმური ურთიერთობა, მაგრამ ამისთვის არ არის აუცილებელი ყოველდღიური სექსი“, - ამბობს წამყვანი მკვლევარი ემი მიუზი.

***

გარდა ამისა, კვლევის დროს დიდი ყურადღება ექცევა, ურთიერთობის რომელ სტადიაზეა წყვილი. მათ, ვინც ახლახან შეუდგა რომანტიკული ურთიერთობის მოლიპულ გზას, ბედნიერების შეგრძნებისთვის სექსი არ აღმოჩნდა პირველ ადგილზე.

ფსიქოლოგებმა კიდევ ერთი სტერეოტიპი დაამსხვრიეს იმის შესახებ, რომ კაცებს სურთ მეტი სექსი, ხოლო ხანდაზმული ადამიანები სექსით ნაკლებად კავდებიან. აღმოჩნდა რომ არა! მეცნიერებმა სექსსა და ასაკს შორის ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ აღმოაჩინეს.

„ჩვენი შედეგები ერთნაირი იყო კაცებისთვის და ქალებისთვის, ახალგაზრდებისთვის და ხანდაზმულებისთვის, აგრეთვე, იმ წყვილებისთვის, რომლებიც უკვე წლებია, ურთიერთობაში არიან, შეიძლება ითქვას, ათწლეულებიც“, - ჰყვება ემი მიუზი.

***

ამავე დროს, აღმოჩნდა, რომ სექსი უფრო მეტად უკავშირდება ბედნიერებას, ვიდრე ფული.

დიახ, ამ კვლევის ფარგლებშიც ათასობით ქალი და კაცი გამოკითხეს, რომლებიც ხანგრძლივ ურთიერთობაში არიან. მათ ჰკითხეს წლიური შემოსავლისა და რეგულარული სექსის რაოდენობა. შედეგი კი ასეთი დადგა: ის წყვილი, რომელსაც სექსით კვირაში ერთხელ მაინც აქვს, იმ წყვილებზე უფრო ბედნიერია, ვისაც სექსი თვეში ერთხელ აქვს. მაშინ როცა საშუალო შემოსავლის მქონე წყვილების და მაღალი შემოსავლის მქონე წყვილების ბედნიერების ხარისხი ერთნაირია.

და რადგან სექსის სიხშირეზე უკვე მიიღეთ ინფორმაცია, დროა გაარკვიოთ, რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს სექსი. არც ის გამოგრჩეთ, რა სურს ქალს სექსში?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ტყუილი თუ მართალი? - 9 საინტერესო ფ...

9 საინტერესო ფაქტი სექსზე

როდის და რატომ სჭირდება ქალს სექსი?...

როდის და რატომ სჭირდება
ქალს სექსი?

რამდენწუთიანი სექსი სჭირდება ქალს?

ქალის აღგზნება და
სიამოვნება

რისთვის იყენებდნენ სსრკ-ში პრეზერვა...

რისთვის იყენებდნენ
სსრკ-ში პრეზერვატივს

სიმინდის ბურბუშელა მასტრუბაციის წინ...

სიმინდის ბურბუშელა
მასტრუბაციის წინააღმდეგ

რატომ იზიდავს მამაკაცს ქალის მკერდი...

რატომ იზიდავს მამაკაცს
ქალის მკერდი

სექსში გამოგიცდიათ პოზა: „მერცხალი...

სექსის გაკვეთილები

„ცხელი ნაძვის ხე“ - დიზაინერმა ქალი...

ცხელი ნაძვის ხე

სექსი ღრუბლებში - ამერიკული კომპანი...

სექსი ღრუბლებში