სექსთან დაკავშირებული 5 ყველაზე უცნაური კანონი
23:00 შაბ. 13 აგვისტო, 2022 წელი

სექსთან დაკავშირებით ზოგ ქვეყანას საკუთარი წესები და აკრძალვები აქვს. აქ ჩამოვწერეთ ის უჩვეულო კანონები, რომლებიც დღესაც მოქმედებს და სახელმწიფო დონეზეა მხარდაჭერილი.
აშშ (ოჰაიოს შტატი) - აკრძალულია უნებლიე ერექცია
ზოგჯერ მამაკაცი უნებლიე ერექციას განიცდის. თუ ასეთი რამ ოჰაიოს შტატში დაემართება, ეს შეიძლება სექსუალურ შევიწროებად ჩაითვალოს და მკაცს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრონ.
სინგაპური - აკრძალულია შიშველი ადამიანის ფანჯარასთან მიახლოება
ამ ქვეყანაში მოქალაქეების მორალურ პრინციპებს მკაცრად აკონტროლებენ, ამიტომ მსგავსი ქმედებისთვის შეიძლება, ადამიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას.
კოლუმბია - პირველ ღამეს სიდედრი ესწრება
კოლუმბიაში მოქმედებს კანონი, რომლის თანახმად ქორწილის შემდეგ, პირველ ღამეს ახალდაქორწინებულებთან ერთად ოთახში პატარძლის დედაც იმყოფება. ის ვალდებულია ქალიშვილისა და სიძის პირველი ინტიმური ურთიერთობა აკონტროლოს და სურვილის შემთხვევაში გამოუცდელ ახალგაზრდებს რჩევა მისცეს.
კანადა (უილოუდეილის რაიონი) - აკრძალულია ლოგინში გინება
კანადა ცხოვრების, მათ შორის სექსისთვის ერთ-ერთ ყველაზე კომფორტულ ქვეყნად ითვლება. თუმცა უილოუდეილის რაიონში მოქმედებს კანონი, რომლის თანახმად, ლოგინში, ქალთან ერთად მყოფ მამაკაცს გინება ეკრძალება. სხვათა შორის, ეს კანონი ქალებზე არ ვრცელდება.
ჩეხეთი (კარლოვი ვარი) - აკრძალულია სექსი უფარდებო მანქანაში
ამ ქალაქში მანქანაში სექსისთვის სოლიდური ჯარიმის გადახდა მოგიწევთ. მანქანაში სექსი მხოლოდ იმ შემთხვევაშია დაშვებული, თუ მინებზე სპეციალური ფარდებია ჩამოფარებული და ქუჩაში მყოფი მოქალაქეები მანქანაში მიმდინარე პროცესებს ვერ ხედავენ.
ესეც საინტერესოა:
ერექცია კაცებში - 8 ხელშემშლელი ფაქტორი
სწრაფი სექსი - 6 რჩევა იმ შემთხვევისთვის, როცა დრო ცოტა გაქვთ
სიახლეები ამავე კატეგორიიდან