6 რჩევა სწრაფი სექსისთვის - როდესაც ცოტა დრო გაქვთ
23:00 ხუთ. 21 ოქტომბერი, 2021 წელი

სწრაფი სექსი, როდესაც, ფაქტობრივად, სულ რამდენიმე წუთი გაქვს სიამოვნების მისაღებად, ბევრს იზიდავს. ვნახოთ, რა ხრიკები არსებობს იმისთვის, რომ აჩქარებულმა სექსმა იდეალურად ჩაიაროს...
გაისეირნეთ ავტომობილით
გქონიათ ოდესმე ავტომობილში სექსი? ეს ყოველთვის შეგიძლიათ სცადოთ! გაისეირნეთ მანქანით ქალაქგარეთ, მოშორდით ცნობისმოყვარე ხალხს, მოკალათდით მოხერხებულად და... შეუდექით საქმეს! თუკი მანქანა არ გყავთ, უშიშარიც ხართ და დარწმუნებული ხართ, რომ მანქანაში სექსის „კვალს" არ დატოვებთ, არსებობს „ქარშერინგი“ - ავტომობილის ქირაობა რამდენიმე საათით.
არ გაიხადოთ
ჩაიცვით გრძელი კაბა (საცვლების გარეშე), შემდეგ აიწიეთ კაბის ქვედა ნაწილი და დაიჭირე ხელით (ან კბილებით). თქვენი პარტნიორი დიდხანს გაიხსენებს ამ სცენას, იმ შემთხვევაშიც, თუკი ეს ორივესთვის ძალიან სასაცილო იქნება.
ვიბრატორი ორივესთვის
თითქმის ნებისმიერ სექსსათამაშოს გამოყენება შეიძლება წარმოუდგენელი სიამოვნების მისაღებად. ვიბრატორი და, ზოგადად, სექსსათამაშოები აჩქარებს ორგაზმის მიღებას, განსაკუთრებით, თუკი ამ სიამოვნების მისაღებად ძალიან ცოტა დრო გაქვთ.
სცადეთ ახალი პოზა
ნუ შეგაშინებთ ექსპერიმენტები - ერთი პოზის შეცვლით, შესაძლოა, ძალიან დიდი სიამოვნება მიიღოთ და თან ძალიან დაჩქარებულ დროში.
იყვირეთ სიამოვნებისგან
სექსის დროს ხმები უცხო არავისთვისაა, მაგრამ, თუკი ორგაზმის მისაღებად შეზღუდული დრო გაქვთ, შეგიძლიათ, ხმას მოუმატოთ. ნუ მოგერიდებათ სექსის დროს ყვირილი - იყვირეთ სიამოვნებისგან!
ისარგებლეთ ლუბრიკანტებით
სწრაფი სექსი შესანიშნავი მიზეზია ლუბრიკანტებით სარგებლობისთვის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი მანამდე ამ შესაძლებლობისთვის არ მიგიმართავთ. თუკი სიამოვნების მისაღებად რამდენიმე წუთი გაქვთ, „გახურებას“, სავარაუდოდ, ვერ მოასწრებთ. ასე რომ, მოიმარჯვეთ ლუბრიკანტი, ყოველი შემთხვევისთვის.
🔰:
რას აკეთებენ წყვილები სექსის შემდეგ?
სიახლეები ამავე კატეგორიიდან