დესერტი

უნაზესი ალუბლის ტარტი - გემო, რომელიც დიდხანს გემახსოვრებათ

fun time

17:00 ხუთ. 4 ივლისი, 2024 წელი

ალუბლის ტარტი

14
დაკოპირებულია

ამ ნამცხვარში ფხვიერი ცომი, ნაზი არაჟანი და მომჟავო ალუბალი დაუვიწყარი გემოს სიმფონიას ქმნის, რომელიც დიდხანს გემახსოვრებათ. ტარტი სწრაფად და ადვილად მზადდება, მთავარია, არ დაიზაროთ.

საჭირო ინგრედიენტები:

👩‍🍳 ფქვილი - 250 გრ.
👩‍🍳 კარაქი - 100 გრ.
👩‍🍳 კვერცხი - 2 ცალი
👩‍🍳 გამაფხვიერებელი - 1 ჩ/კ.
👩‍🍳 შაქარი - 180 გრ.
👩‍🍳 ვანილის შაქარი - 10 გრ.
👩‍🍳 სიმინდის სახამებელი - 30-35 გრ.
👩‍🍳 არაჟანი 15-20% ცხიმიანობით - 350 გრ.
👩‍🍳 ნახევარი ლიმონი
👩‍🍳 1 ლიმონის ცედრა
👩‍🍳 მწიკვი მარილი

მომზადების წესი:

1. 250 გრ. გაცრილ ფქვილს დაუმატეთ 100 გრ. რბილი კარაქი, 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი და კოვზით ან ხელით კარგად ასრისეთ, რომ ფხვიერი მასა მიიღოთ. ცალკე ჯამში ჩაყარეთ ორი კვერცხი, ცოტა მარილი, 80 გრ შაქარი და ჩანგლით აქვიფეთ. კვერცხიანი ნარევი ფქვილიან მასას დაასხით და ცომი მოზილეთ. ცომი რბილი და ოდნავ წებოვანი უნდა იყოს. საჭიროების შემთხვევაში ცოტა ფქვილი დაამატეთ.

2. მოამზადეთ ტარტის ფორმა. სასურველია, რომ მისი დიამეტრი 24 სმ. იყოს. ტარტის ცომი ცხიმწასმულ ფორმაში მოათავსეთ და ხელით გაანაწილეთ ისე, რომ ძირი თანაბრად დაიფაროს და გვერდებზეც კარგად ამოვიდეს. გამზადებული ფორმა ცოტა ხნით მაცივარში შედგით.

3. ახლა ტარტის შიგთავსი მოვამზადოთ. ჯამში ჩაყარეთ 2 კვერცხი, 150 გრ შაქარი, 10 გრ. ვანილის შაქარი, 30-35 გრ სიმინდის სახამებელი, ერთი ლიმონის ცედრა და კარგად აურიეთ. შაქრიან მასას ბოლოს დაუმატეთ 350 გრ არაჟანი 15-20% ცხიმიანობით, ნახევარი ლიმონის წვენი და კარგად აურიეთ, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ.

4. 300-400 გრ. ალუბალი გარეცხეთ და კურკები მოაცილეთ. (თუ ალუბალი არ გაქვთ, შეგიძლიათ მის ნაცვლად ნებისმიერი კენკრა გამოიყენოთ). ალუბალს ერთი ჩაის კოვზი სახამებელი დააყარეთ და აურიეთ, რომ წვენი ნამცხვრიდან არ გადმოვიდეს.

5. ტარტის ფორმა მაცივრიდან გამოიღეთ, ალუბალი ცომზე მოათავსეთ და მოასხით არაჟნის შიგთავსი.

6. გამოაცხვეთ ღვეზელი 180°-ზე დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში, სანამ ცომი ოქროსფერი არ გახდება.

ტარტი კარგად რომ გაგრილდება, დაჭერით და გემრიელად მიირთვით.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ მოვამზადოთ მზესუმზირას ჰალვა?

ჰალვას რეცეპტი

რულეტი პრაღა „პრაღის“ ტორტის მოყვარ...

რულეტი პრაღა

მოამზადეთ თურქული რაჰათლუკუმი 15 წუ...

თურქული რაჰათლუკუმი 15
წუთში

ქლიავის ჩირის მომზადება - 5 საუკეთე...

ქლიავის ჩირის დამზადება

ჟოლოს გაყინვა - 4 ოქროს წესი დიასახ...

ჟოლოს გაყინვა

ნაყინის მომზადება ბანანით

ნაყინის მომზადება
ბანანით

წითელი მოცხარის ჯემი ზამთრისთვის

წითელი მოცხარის ჯემი
ზამთრისთვის

ნესვის ჩირის მომზადება სახლის პირობ...

ნესვის ჩირის მომზადება

შოკოლადის ტორტი ცხობის გარეშე, უგემ...

შოკოლადის ტორტი ცხობის
გარეშე