დღის ჰოროსკოპი

1-ელი თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

21:52 სამ. 31 იანვარი, 2023 წელი

1-ლი რიცხვის ჰოროსკოპი -
funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1-ელი თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

დილიდან ენერგიული ხართ და ყველა მიმართულებით აქტიურობას ავლენთ, თუმცა ჯერ მოქმედებთ და შემდეგ ფიქრობთ, რამაც შეიძლება სავალალო შედეგები გამოიწვიოს.

ჰოროსკოპის ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ნაჩქარევ ქმედებებსა და გადაწყვეტილებებს ერიდოთ. გახსოვდეთ - ემოციურ იმპულსებს არ უნდა აჰყვეთ და „სანამ ერთხელ გაჭრით, ასჯერ უნდა გაზომოთ“.

კურო

ეს დღე ისეთი თვისებებით დაგაჯილდოებთ, როგორიცაა პრინციპულობა, მიზანსწრაფულობა და გამჭრიახობა, რისი წყალობითაც რთულ საქმეებსაც ადვილად დაძლევთ.

გამჭრიახობა ჩახლართული საქმის გახსნაში და რთული ამოცანის ამოხსნაში დაგეხმარებათ და ეს მხოლოდ საკუთარ საქმეებს კი არა, სხვების პრობლემებსაც ეხება - კურო ნებისმიერს დაეხმარება, ვინც ამისთვის მიმართავს.

ტყუპები

ეს დღე ტყუპებს უზარმაზარ, თითქმის უსაზღვრო პოტენციალს აჩუქებს! მთავარია, ხელსაყრელი შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვათ. ვარსკვლავები გირჩევე, მოვლენების ცენტრში იტრიალოთ - ეს დღე ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის შანსს მოგცემთ. გამოიყენებთ თუ არა, თქვენი გადასაწყვეტია.

კირჩხიბი

გირჩევთ, ეს დღე სრულ სიჩუმეში გაატაროთ - როგორც გარეგნულად, ისე შინაგანად. დროა, მიმდინარე მოვლენებს ჩამოსცილდეთ და გვერდიდან შევხედოთ. ამისთვის საკმარისია აქტიურ ურთიერთობებს მოერიდოთ და ქვეცნობიერს უსმინოთ. ეს თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხის პოვნაში დაგეხმარებათ.

ლომი

ამ დღეს სულიერი წონასწორობისა და დადებითი ემოციების წყალობით, ხალხის კეთილგანწყობას და მხარდაჭერას მოიპოვებთ. ეს იდეალური დღეა ახალი ნაცნობებისთვის, ურთიერთობისთვის, სიყვარულის, მოგზაურობისა და შემოქმედებისთვის.

ეცადეთ, თავისუფალი დრო საყვარელი ადამიანების გვერდით გაატაროთ - თქვენ სიხარულის, გულწრფელობისა და სიყვარულის ზღვა გელით!

ქალწული

მშვენიერი დღეა კარიერული წინსვლის ან სხვა ამბიციური გეგმების შესასრულებლად. ეს დღე ისეთი თვისებებით დაგაჯილდოებთ, როგორიცაა ორგანიზებულობა, ნებისყოფა და მიზნისკენ სწრაფვის უნარი. თუ ენერგიას სწორად მიმართავთ, მიზნისკენ თავდაჯერებულ ნაბიჯს გადადგამთ.

ერთადერთი "მაგრამ" - ეცადეთ, საქმეში სხვა ადამიანებს არ დაეყრდნოთ. პასუხისმგებლობისა და დისციპლინის თვალსაზრისით მათ თქვენამდე ბევრი უკლიათ.

სასწორი

„ზოგი ჭირი მარგებელია“ - დღეს ამ გამოთქმის ჭეშმარიტებაში დარწმუნდებით. სავარაუდოდ, რაღაც არახელსაყრელი გარემოებები საბოლოოდ თქვენთვის წარმატების მომტანი აღმოჩნდება. ასე რომ, წუწუნი და ნაჩქარევი დასკვნების გამოტანა დაივიწყეთ.

არც თუ ისე პოზიტიური მოვლენების საფარქვეშ, ბედი სასიამოვნო სიურპრიზს გიმზადებთ.

მორიელი

უდიდესი შესაძლებლობების დღეა, რომელსაც დაბრკოლებები ვერ შეაფერხებს. პირიქით, საბრძოლო განწყობაზე მყოფს დაბრკოლებები და სირთულეები აზარტს გმატებთ.

იგივე ეხება თქვენს კონკურენტებს, რომლებიც თქვენზე ხარის ცხვირწინ აფრიალებული წითელი ნაჭერივით მოქმედებენ. სწორედ ისინი გაიძულებენ, რომ იბრძოლოთ და გაიმარჯვოთ.

მშვილდოსანი

სავარაუდოდ, ძალიან მაცდურ შეთავაზებას მიიღებთ, მაგრამ სანამ დათანხმდებით, კარგად უნდა დაფიქრდეთ. შესაძლოა, შეთავაზება მართლაც მოგებიანია და ისიც შესაძლოა, რომ მასში მახე იმალება. ამის გასარკვევად, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია უნდა შეაგროვოთ და გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოთ.

თხის რქა

ჰოროსკოპის ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ მიმდინარე საქმეებს ზედმეტად სერიოზულად არ მიუდგეთ. როდესაც ცდილობ, ყველაფერი სწორად გააკეთო და საკუთარ თავს უმცირეს შეცდომას არ აპატიებ, ცხოვრება ჯოჯოხეთს ემსგავსება.

ეცადეთ, საკუთარ თავს გვერდიდან შეხედოთ და იუმორის გრძნობა არ დაივიწყოთ.

მერწყული

ბედმა შეიძლება სასიამოვნო სიურპრიზი მოგიწყოთ. მოსალოდნელია სამსახურში დაწინაურება, ძვირფასი საჩუქარი ან დაუგეგმავი ფული. ერთადერთი პრობლემა გარშემო მყოფებთან ურთიერთობაა - საკუთარ თავზე და პრობლემებზე ზედმეტად ფოკუსირებით შეიძლება მათთან ურთიერთობა გაიფუჭოთ.

ეცადეთ, უფრო მოკრძალებულად მოიქცეთ, რათა სხვა ადამიანების გრძნობები არ შელახოთ.

თევზები

ემოციებით სავსე დღეა. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საყვარელ ადამიანს, მეგობრებს და ოჯახს რაც შეიძლება მეტი დრო დაუთმოთ. მათთან უბრალო ურთიერთობაც კი თევზებს პოზიტიური ენერგიით აავსებს.

თუ თქვენსა და ახლობელ ადამიანს შორის მნიშვნელოვანი საუბარი მომწიფდა, უმჯობესია, ამ დღეს ისაუბროთ და ნუ ინერვიულებთ იმაზე, სწორად გაიგებს თუ არა.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

25 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

24 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

18 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge