დღის ჰოროსკოპი

1-ლი დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

23:25 სამ. 30 ნოემბერი, 2021 წელი

1-ლი რიცხვის ჰოროსკოპი -
funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1-ლი დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

თქვენი გადაჭარბებული თავდაჯერების გამო ფინანსური ზარალი გელით. ეჭვიანობა და იმპულსურობა შეიძლება დაუფიქრებელი ნაბიჯის მიზეზი გახდეს. ამ დღეს თავი შეიკავეთ შეძენისგან, რათა იმედგაცრუებული არ დარჩეთ. სამწუხაროდ, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა შესაძლოა ჩიხში აღმოჩნდეს.

კურო

მშვიდი და არაფრით გამორჩეული დღეა. ფრთხილად იყავით - იზრდება მოწამვლის ალბათობა. საპირისპირო სქესთან ურთიერთობა წარმატებული იქნება. გამორიცხული არ არის, რომ ძველ სიყვარულთან ურთიერთობა აღადგინოთ.

ტყუპები

შესანიშნავი დღეა თვითგანათლებისა და ზოგადი ჰორიზონტის გაფართოებისთვის. შესაძლოა, ვიღაცამ თქვენი აქტიურობა არასწორად გაიგოს და ზედმეტად თავდაჯერებულად ჩაგთვალოთ. ხანმოკლე სამსახურებრივმა რომანმა შეიძლება, კოლეგებისა და უფროსების მხრიდან დაუფარავი აგრესია გამოიწვიოს. ფრთხილად იყავით ავტომობილის მართვის დროს.

კირჩხიბი

ამ დღეს შეგიძლიათ, ბიზნესში წარმატების იმედი გქონდეთ. დღის პირველი ნახევარი ნაყოფიერი იქნება, ამიტომ ეცადეთ, მნიშვნელოვანი საკითხები სადილამდე მოაგვაროთ. თუ დაქორწინებული არ ხართ, მაგრამ საყვარელი ადამიანი გყავთ, შეიძლება, თქვენი კავშირის რეგისტრაცია დაგჭირდეთ.

ლომი

არახელსაყრელი დღეა უფროსი თაობის წარმომადგენლებთან ურთიერთობისთვის. მშობლები აზრის შეცვლას არ აპირებენ, ამიტომ მათ გადარწმუნებას აზრი არ აქვს. სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში ოჯახური საქმეების კეთება ან ავადმყოფი ნათესავზე ზრუნვა მოგიწევთ. საქმიანი შეხვედრის შედეგად შესაძლოა, მაცდური შეთავაზება მიიღოთ. სხვადასხვა ბიზნესოპერაციებში წარმატება გელით.

ქალწული

მტკიცე ნებისყოფა უამრავი პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ. სამსახურში მოსალოდნელია უთანხმოება. ეცადეთ, კომპრომისი მონახოთ და კოლეგებთან კამათი კონფლიქტში არ გადაიზარდოს. რომანტიკული პაემნისთვის ხელსაყრელი დღეა, ამიტომ თამამად იმოქმედეთ.

სასწორი

სერიოზული მუშაობისა და თამამი იდეების განხორციელებისთვის ხელსაყრელი დღეა. სავარაუდოდ, ყველა მნიშვნელოვანი საკითხი თქვენს სასარგებლოდ გადაწყდება. მეგობრებთან შეხვედრა სასიამოვნო ემოციებით აგავსებთ, თუმცა საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა შესაძლოა ჩიხში აღმოჩნდეს.

მორიელი

ამ დღისთვის საქმიანი შეხვედრების დაგეგმვას უნდა მოერიდოთ. თუ ვინმესთან ნაჩხუბარი ხართ, გაითვალისწინეთ, რომ შერიგებისთვის ხელსაყრელი დღეა. გირჩევთ, მარილიანი, ცხიმიანი და ცხარე საკვების მიღება შეზღუდოთ. გამორიცხული არ არის, რომ ძველ სიყვარულთან ურთიერთობა განაახლოთ.

მშვილდოსანი

ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა. გაითვალისწინეთ, რომ შესაძლოა, გრძნობებმა კარიერაში ხელი შეგიშალოთ. ბიზნესპარტნიორებთან ახალი კავშირები შეიძლება, ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდეს. ფრთხილად იყავით ავტომობილის მართვის დროს.

თხის რქა

ამ დღეს უფროსებთან კამათით დაიწყეთ. მოვლენების განვითარების კვალდაკვალ თანდათან თავდაჯერების გრძნობას კარგავთ, რადგან ამ დღეს ვითარების მოგვარების ყველა მცდელობა უშედეგო იქნება. ბიზნესმენ თხის რქებს წარმატებული დღე ელით.

მერწყული

საუკეთესო დღეა საქმიანი მოგზაურობისა და მოლაპარაკებებისთვის. ეცადეთ, მოზღვავებული ემოციები აკონტროლოთ. მოერიდეთ კატეგორიულობას და ინდივიდუალურ სამუშაოს, რომელიც ყურადღების კონცენტრაციას მოითხოვს. სხვადასხვა ბიზნესოპერაციებში წარმატება გელით.

თევზები

პლანეტების განლაგება საქმის ნორმალურ მიმდინარეობას ხელს უშლის. გირჩევთ, საღამოს სილამაზის სალონს ეწვიოთ და ვარცხნილობა შეიცვალოთ. ნუ გექნებათ უფროსობის სურვილი და მოერიდეთ სხვა ადამიანების ნაკლოვანებების კრიტიკას, თორემ შეიძლება, მარტო დარჩეთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

13 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

12 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

11 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

10 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

10 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

9 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

9 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

8 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

8 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

7 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

7 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

6 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

6 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

5 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

5 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge