დღის ჰოროსკოპი

13 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

23:29 ხუთ. 12 მაისი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge
14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

შესანიშნავი სიახლეებია, მაგრამ ეცადეთ, რეალობის გრძნობა და გონიერება არ დაკარგოთ. თქვენი პირდაპირობა და გულწრფელობა ნებისმიერ გაუგებრობას უშველის. განათლების სფეროში დასაქმებულმა ვერძებმა შესაძლოა, მოგებიანი კონტრაქტები დადონ. ეცადეთ უფროსთან ურთიერთობის დროს ემოციები აკონტროლოთ.

კურო

ამ დღეს შედეგის მისაღწევად სიბრძნე და მოთმინება უნდა გამოიჩინოთ. თუ შესაძლებელია, რამდენიმე დღით გადადეთ მივლინება. სასურველია, რომ ყველა აუცილებელი საქმე დღის პირველ ნახევარში დაასრულოთ და საღამოს სტუმრების მოსვლისთვის მოემზადოთ.

ტყუპები

შესაძლოა, ვიღაცამ ძველი ვალი დაგიბრუნოთ ან ძვირფასი საჩუქარი გაჩუქოთ. ეცადეთ, ყველაფერში ზომიერება დაიცვათ, განსაკუთრებით, კვების დროს. საღამოს საოჯახო საქმეები გელით.

კირჩხიბი

ეცადეთ საკუთარი ილუზიების ტყვედ არ იქცეთ და თავი არ მოიტყუოთ. საქმე, რომელიც სრულიად უიმედო გეგონათ, ნაყოფს გამოიღებს. ემოციები აკონტროლეთ, რომ ოჯახში კონფლიქტი თავიდან აიცილოთ. მოერიდეთ გადაღლას და ეცადეთ, ღამე ადრე დაიძინოთ.

ლომი

დილიდან გაღიზიანებული ხართ და მცირე უსიამოვნებაზეც „ფეთქდებით“. ნუ ნერვიულობთ, წარუმატებლობა ხანმოკლე იქნება. სამსახურში ბოლოდროინდელი მიღწევების შემდეგ სრული უფლება გაქვთ, რომ ხელფასის გაზრდა მოითხოვოთ. გამორიცხული არ არის შეხვედრა გავლენიან ადამიანებთან.

ქალწული

ხელსაყრელი დღეა ნებისმიერი რთული საქმის დაწყებისთვის. შესაძლოა, საკუთარ ცხოვრებაში რაღაცის შეცვლა გსურთ, მაგრამ სასურველია, რომ ამის შესახებ რჩევა ახლობელ ადამიანებს ჰკითხოთ. საქმე, რომელშიც დიდი ფული და ენერგია ჩადეთ, მოგებას მოგიტანთ.

სასწორი

ეს დღე სასიყვარულო განცდებს, იმედგაცრუებასა და ინტრიგებს უკავშირდება. საყვარელ ადამიანთან შეხვედრა უჩვეულოდ ვნებიანი იქნება. არახელსაყრელი დღეა ბიზნესში აქტიურობისთვის. გირჩევთ, უფროსთან ურთიერთობის დროს ემოციები აკონტროლოთ.

მორიელი

ეს დღე ხელსაყრელია კოლეგებთან და ნათესავებთან ურთიერთობისთვის. სამსახურში შეიძლება სამართლებრივი საკითხების მოგვარება მოგიწიოთ. სავარაუდოდ, ადამიანს, რომელიც ბევრჯერ დაგეხმარათ, თქვენი დახმარება სჭირდება და იმედი არ გაუცრუოთ.

მშვილდოსანი

სიახლე, რომელსაც დღეს გაიგებთ, ოჯახის ყველა წევრისთვის მოულოდნელი და სასიხარულო იქნება. პროექტი, რომლის დაწყებასაც გეგმავთ, ადვილი, მაგრამ მოგებიანი იქნება. გირჩევთ, ოჯახის წევრებს დაეხმაროთ და უსაფუძვლო პრეტენზიებისგან თავი შეიკავოთ.

თხის რქა

ეცადეთ, ამ დღეს კონტაქტები მინიმუმამდე შეამციროთ და თითქმის უხილავი გახდეთ. პლანეტების ხელსაყრელი განლაგება თქვენს ფინანსურ კეთილდღეობას ხელს უწყობს. გირჩევთ თავშეკავება გამოიჩინოთ და არ აჩქარდეთ - მხოლოდ ასე მიაღწევთ სასურველ შედეგს.

მერწყული

ეს დღე განსაკუთრებით ხელსაყრელია შემოქმედი ადამიანებისთვის. მოსალოდნელია ახალი საინტერესო კავშირები. არ არის გამორიცხული, რომ საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად, რომანტიკულ გარემოში გაატაროთ.

თევზები

ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყებისთვის. ამ დღეს მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისგან თავი უნდა შეიკავოთ, რადგან ეს, გაღიზიანებისა და წყენის გარდა, არაფერს მოგიტანთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

5 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

5 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

4 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

4 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

3 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

3 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

2 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

2 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

1-ლი ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

1-ლი რიცხვის ჰოროსკოპი -
funtime.ge

30 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

30 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

29 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

29 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

28 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

28 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

27 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

27 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge