15 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
00:43

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ამ დღეს ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ და მნიშვნელოვანია, სწორად გამოიყენოთ. ფიზიკური აქტივობა განსაკუთრებით სასარგებლო იქნება – დილის გარბენი ან სუფთა ჰაერზე აქტიური დასვენება სტრესისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ.
რჩევა: კარგი იქნება, ფიზიკური ვარჯიში დაიწყოთ – ეს შინაგანი ჰარმონიის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
კურო
დღეს შესაძლოა ყოველდღიური საქმეები ზედმეტად ერთფეროვანი მოგეჩვენოთ და რაიმე ახლის გაკეთების სურვილი გაგიჩნდეთ. იმოქმედეთ - დღის განრიგში მცირე ცვლილებაც კი ახალი ძალებით აგავსებთ. ამ დღეს სხეულზე ზრუნვაც სასარგებლოა – მასაჟი, იოგა ან უბრალოდ მსუბუქი ფიზიკური დატვირთვა.
რჩევა: შეგიძლიათ, ბედი ახალ საქმეში მოსინჯოთ – მცირე ცვლილებამ შეიძლება მოულოდნელად, დადებითი შედეგი მოიტანოს.
ტყუპები
თუ დიდი ხანია გასეირნებას ან აქტიურ დასვენებას გეგმავდით, შესანიშნავი დღეა გეგმების განხორციელებისთვის. მთავარია ერთ ადგილზე ნუ გაჩერდებით.
რჩევა: ექსპერიმენტების არ შეგეშინდეთ – ამ დღეს ნებისმიერი სიახლე თქვენთვის სასარგებლო იქნება.
კირჩხიბი
ეს დღე თითქოს შექმნილია იმისთვის, რომ თქვენი შემოქმედებითი შესაძლებლობები გამოავლინოთ. ამ დღეს შეძლებთ საერთო ენის პოვნას იმ ადამიანებთანაც კი, ვისთანაც ადრე ურთიერთობა გიჭირდათ.
რჩევა: გამონახეთ დრო შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ის პოზიტიური ენერგიით აგავსებთ და დამატებითი შემოსავლის პოვნაში დაგეხმარებათ.
ლომი
გრძნობთ, რომ ენერგიით სავსე ხართ, მაგრამ მნიშვნელოვანია, მისი სწორად მიმართვა შეძლოთ. თუ უმოქმედოდ იქნებით, თქვენი ენერგია შეიძლება გაღიზიანებაში ან ირგვლივ მყოფებთან კამათის სურვილში გადაიზარდოს. ამის თავიდან ასაცილებლად საუკეთესო საშუალებაა - სპორტი, მოგზაურობა, სეირნობა ან თუნდაც სახლის დალაგება.
რჩევა: გამოიყენეთ თქვენი ენერგია სხვა ადამიანების დახმარებისთვის და უკან ორმაგად დაგიბრუნდებათ.
ქალწული
ამ დღეს შინაგანი ბალანსის შენარჩუნება ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა იქნება. ერთი მხრივ, უამრავი ენერგია გაქვთ, ხოლო, მეორე მხრივ, თუ მას არასწორად მიმართავთ, კონფლიქტი და დაპირისპირებაა მოსალოდნელი. უმჯობესია, ყურადღება ისეთ საქმეზე გაამახვილოთ, რომელიც სიამოვნებას განიჭებთ.
რჩევა: თუ გაქვთ უნარები, რომლებსაც იშვიათად იყენებთ, მათი გახსენება სცადეთ – შესაძლოა გაოცდეთ, რამდენად სასიამოვნო იქნება ეს.
სასწორი
ეს დღე ხელსაყრელია ურთიერთობისთვის — გარშემომყოფებთან საერთო ენას ადვილად იპოვით. პირადი საზღვრები არ დაივიწყოთ. თუ გრძნობთ, რომ ვიღაც ცდილობს თავისი აზრები თავზე მოგახვიოთ, საკუთარი პოზიცია თავაზიანად, მაგრამ მტკიცედ დააფიქსირეთ.
რჩევა: ამ დღეს ზედმეტად არ გადაიტვირთოთ. უმჯობესია, საღამო კომფორტულ გარემოში გაატაროთ, რათა ახალი კვირის წინ ძალები აღიდგინოთ.
მორიელი
ამ დღემ შეიძლება ნამდვილი გამოცდა მოგიწყოთ. გრძნობთ, რომ დაძაბულობა იზრდება და სრულიად მარტივი გარემოებები რთულდება. არახელსაყრელი დღეა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად, განსაკუთრებით, თუ ისინი გრძელვადიან გეგმებს ეხება. პირად ურთიერთობებში ეცადეთ საყვარელი ადამიანები ნაკლებად აკრიტიკოთ. თუ გსურთ, რომ საუბარი ნაყოფიერი იყოს, რბილი და მეგობრული ტონი აირჩიეთ.
რჩევა: მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთებამდე საკუთარ გრძნობებში უნდა გაერკვეთ.
მშვილდოსანი
შეხვედრებით, ურთიერთობებითა და ახალი შთაბეჭდილებებით სავსე დღეა. ერთ ადგილზე გაჩერება გიჭირთ და ეძებთ მთას, რომელსაც გადააბრუნებთ. თუ შესაძლებლობა გაქვთ, ბუნებაში გასვლა, მოგზაურობა ან ახალი საქმიანობის მოსინჯვა იდეალური გამოსავალი იქნება. ახლა სწორედ ექსპერიმენტებისა და ნათელი ემოციების დროა.
რჩევა: მიჰყევით თქვენს ოცნებას – დღეს სპონტანურ გადაწყვეტილებებსაც კი შეუძლიათ მოულოდნელი სიხარული მოგიტანონ.
თხის რქა
დღეს შესაძლებლობა გექნებათ, სამუშაო საკითხებიდან ყურადღება სასიამოვნო თემებზე გადაიტანოთ. ძველ მეგობრებს შეხვდით, ოჯახის წევრებთან ერთად ისადილეთ ან, უბრალოდ, ჰაერზე სეირნობით დატკბით. ასეთი აქტივობა მხნეობას დაგიბრუნებთ და მთელი კვირის განმავლობაში დაგროვილი სტრესისგან გაგათავისუფლებთ.
რჩევა: შინაგანი ჰარმონიის მოსაპოვებლად ენერგიის სწორად მართვა უნდა შეძლოთ..
მერწყული
იდეალური დღეა დასვენებისთვის. ნურავის მისცემთ დაპირებას, თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ შეასრულებთ. ახლა ის დროა, როდესაც მხოლოდ ლოგიკურ აზროვნება კი არა, არამედ ინტუიციასაც უნდა დაეყრდნოთ.
რჩევა: მიეცით საკუთარ თავს ცოტაოდენი თავისუფლება – ეს დღე სასიამოვნო ექსპერიმენტებისა და ახალი ემოციებისთვისაა შექმნილი.
თევზები
დღის პირველ ნახევარში შეიძლება რთულ სიტუაციას შეეჯახოთ, რომელიც თქვენგან მაქსიმალურ მოთმინებასა და თვითკონტროლს მოითხოვს. მოვლენებს არ შეეწინააღმდეგოთ და დინებას მიჰყევით. განსაკუთრებით მოერიდეთ სხვებისთვის საკუთარი აზრის თავზე მოხვევას.
რჩევა: გარშემო მიმოიხედეთ - ზოგჯერ ლოდინის ნიჭი გვეხმარება, ზედმეტი შეცდომები თავიდან ავიცილოთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან