16 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
23:00 სამ. 15 აპრილი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ამ დღეს ბევრი მუშაობა მოგიწევთ, თუმცა სამწუხაროდ, შედეგი არასასურველი იქნება. სავარაუდოდ, ვერც იმ ფულს მიიღებთ, რომლის მიღების იმედი გქონდათ. თუ ახლობლებსა და სანდო ადამიანებს დახმარებისთვის მიმართავთ, ისინი წარმოქმნილი სირთულეების დაძლევაში დაგეხმარებიან. მათთან ერთად სირთულეებს უფრო იოლად და სწრაფად გაუმკლავდებით.
კურო
დროა, რომ ცოტა გააქტიურდეთ და ძველ ჩვევებსა თუ საქმიანობაზე უარი თქვათ. მოიცილეთ ყველაფერი, რაც წინსვლასა და განვითარებაში ხელს გიშლით. ვარსკვლავები შემოქმედებით განწყობას გიქმნიან და ეცადეთ ეს შანსი გამოიყენოთ. დაისახეთ მიზნები და შეადგინეთ გეგმა მიზნების მისაღწევად. სიახლეებისთვის შესანიშნავი დროა.
ტყუპები
დღის პირველ ნახევარში ყურადღება მიაქციეთ მნიშვნელოვან სიახლეებს, განსაკუთრებით მათ, რომლებიც სწრაფად მოქმედებას მოითხოვენ. შუადღის შემდეგ შეიძლება მოულოდნელმა მოვლენამ გეგმების შეცვლა გაიძულოთ. ეცადეთ, სხვა ადამიანების მოსაზრებას მეტ პატივი სცეთ. გახსოვდეთ, რომ ყველას აქვს უფლება თავისი მოსაზრება ჰქონდეს. თავი შეიკავეთ ახლობელი ადამიანების მიმართ კრიტიკისა და მკაცრი განცხადებებისგან - ამან შეიძლება მომავალში თქვენი ავტორიტეტი დააზიანოს.
კირჩხიბი
წარმატებული და ენერგიული დღეა, განსაკუთრებით ახალი წამოწყებებისთვის. სავარაუდოდ, შემთხვევითი ნაცნობობა დროთა განმავლობაში, გულწრფელ მეგობრობად გადაიქცევა. დღის განმავლობაში მიიღებთ სასიხარულო ცნობას, რომელსაც დიდი ხანია ელოდით. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე — თუ მცირე დაღლილობას მაინც იგრძნობთ, ჯობს სახლში დარჩეთ. თბილი რძე და თაფლი ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.
ლომი
ბოლოდროინდელი მოვლენები, რომლებმაც განწყობა გაგიფუჭათ, უკვე წარსულს ჰბარდება. ახლა პოზიტიური ტენდენცია იწყება და საშუალებას გაძლევთ, ახალ საფეხურზე გადახვიდეთ, იქნება ეს კარიერა თუ პირადი ცხოვრება. წარმატება ყველა წამოწყებაში თან დაგდევთ. გირჩევთ, საღამო ხმაურიან გარემოში, მეგობრებთან ერთად გაატაროთ — ასეთი ურთიერთობები თქვენთვის მხოლოდ სასიკეთო იქნება.
ქალწული
შესაფერისი დღეა იმ საკითხების მოსაგვარებლად, რომლებსაც დიდი ხანია სამომავლოდ ინახავთ. გამონახეთ დრო ჯანმრთელობისთვის და ექიმს ეწვიეთ. ახალი ნაცნობობა შესაძლოა იმედგაცრუებით დასრულდეს. წარმატებას დისციპლინა და სწრაფი რეაქციის უნარი მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ გადაუჭრელი პრობლემა არ არსებობს მთავარია, არ დანებდეთ.
სასწორი
ხელსაყრელი დღეა ოჯახურ წრეში დასასვენებლად. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ გაატარებთ დროს — მთავარია, ახლობლებთან ერთად იყოთ. გირჩევთ, საოჯახო საქმეები სამომავლოდ გადადოთ და ფიზიკურ დატვირთვას ერიდოთ. უფროსი თაობის წარმომადგენლები თქვენს ყურადღებასა და მზრუნველობას ელიან. სამსახურში არსებული პრობლემები შეიძლება ფინანსებზე აისახოს. ყველანაირ კონფლიქტში შეეცადეთ ნეიტრალური პოზიცია შეინარჩუნოთ.
მორიელი
ამ დღეს განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ და ნებისმიერი ინფორმაცია რამდენჯერმე გადაამოწმოთ. ამ დღეს პრობლემებს ახლებურად შეხედავთ და სწრაფ გამოსავალსაც იპოვით. სარკეში ჩაიხედეთ, იქნებ დროა, დიეტა და ვარჯიში დაიწყოთ ან ვარცხნილობა შეიცვალოთ? გაზაფხული ხომ ცვლილებებისა და სიხალეების დროა?
მშვილდოსანი
გამორიცხული არ არის, რომ ვიღაცამ მნიშვნელოვან წუთებში გიღალატოთ ან იმედი გაგიცრუოთ. სამაგიეროდ, პროფესიული იდეები წარმატებას და ხელმძღვანელობისგან აღიარებას მოგიტანთ. თუ ახალ პროექტზე ფიქრობთ, თანამოაზრეები განსაკუთრებით ყურადღებით შეარჩიეთ. შესაფერისი დროა ოფიციალური დოკუმენტების გასაფორმებლად.
თხის რქა
ამ დღეს თხის რქების კეთილგანწყობა განსაკუთრებით შესამჩნევი იქნება და ადამიანებს მიიზიდავს. შესაძლოა, ძველი ნაცნობი შეგხვდეთ ან ახალი ურთიერთობა დაიწყოს, თუმცა, ურთიერთობა ფლირტის დონეზე შეჩერდება. სავარაუდოდ, საღამოს ნოსტალგია მოგაწვებათ. ერიდეთ უცხო ადამიანებთან ზედმეტ გულახდილობას და უსარგებლო საუბრებს.
მერწყული
მერწყულებს მოულოდნელი ფინანსური შემოსავალი ელით. ეცადეთ, ახლობლები სასიამოვნო სიურპრიზებით გაახაროთ. გამორიცხული არ არის, რომ ამ დღეს წინასწარმეტყველური სიზმრები ნახოთ — ყურადღება მიაქციეთ, შესაძლოა ისინი მნიშვნელოვან მინიშნებებს გაძლევდეთ. ინტუიცია დღეს გამძაფრებული გაქვთ და აუცილებლად უნდა მოუსმინოთ.
თევზები
ამ დღეს ნებისმიერ საქმეში წარმატება გელით. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ფინანსურ საკითხებზე აქტიურად იმუშაოთ. შესაძლებელია, მოგება მიიღოთ ან დამატებითი შემოსავლის წყარო იპოვოთ. ზოგიერთ შემთხვევაში სტრატეგიის შეცვლა დაგჭირდებათ — პერსპექტივები გაცილებით ფართო აღმოჩნდება, ვიდრე თქვენ გეგონათ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან