დღის ჰოროსკოპი

17 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

21:00 შაბ. 16 ივლისი, 2022 წელი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ივლისს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

მშობლებთან და ახლო ნათესავებთან ურთიერთობაში სირთულეები გელით - მთავარია, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და ყველაფერი მოგვარდება. არახელსაყრელი დროა კოლექტიური კვლევებისა და ერთობლივი ღონისძიებებისთვის, თუმცა ინდივიდუალური საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ.

კურო

ამ დღეს სამსახურში ძალიან ფრთხილად და ყურადღებით უნდა იყოთ. ინტუიცია დაგეხმარებათ გაიგოთ, როგორ მოარგოთ პირადი ამბიციები გარშემომყოფების სურვილებთან. ახალი განსაცდელისა და დაბრკოლებების მიუხედავად, ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ. გირჩევთ ამ დღეს თავი შეიკავოთ ახალი ნაცნობობისგან, რომელიც პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ.

ტყუპები

ამ დღეს ბიზნესში სერიოზული ცვლილებები გელით. ახლა ყველაზე მთავარია შემოსავლების სწორად განაწილება და გადასახადების დროულად გადახდა. სავარაუდოდ, დაუგეგმავ შემოსავალს მიიღებთ, მაგრამ ფული ისევე სწრაფად გაქრება, როგორც გაჩნდა. მოსალოდნელია კონფლიქტი უფროს ნათესავებთან.

კირჩხიბი

ენერგიულობა და ოპტიმიზმი საშუალებას მოგცემთ რთული სამუშაო სწრაფად და ადვილად მოაგვაროთ. სამსახურში განსაკუთრებით ნაყოფიერი დღე გელით. ფრთხილად იყავით ტოქსიკურ ნივთიერებებთან და აუცილებლად შეამოწმეთ ვარგისობის ვადა წამლებზე, რომელთა გამოყენებასაც აპირებთ. ეცადეთ გამონახოთ დრო ოჯახის წევრებთან ერთად ქალაქგარეთ გასეირნებისთვის.

ლომი

ეს დღე ხელსაყრელია მშენებლობის, ტექნოლოგიებისა და მომსახურების სფეროში დასაქმებული ლომებისთვის. გირჩევთ სასიყვარულო პაემანი სხვა დროისთვის გადადოთ - დღეს ეს კარგს არაფერს მოგიტანთ. ახლობლები საინტერესო და მოგებიანი სამუშაოს მიღებაში დაგეხმარებიან. გირჩევთ საღამო ოჯახთან ერთად, ბუნებაში გაატაროთ.

ქალწული

შესაძლოა, ამ დღემ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები მოგიტანოთ. მთავარია, რომ უსიამოვნო სიმპტომების გაჩენისთანავე, ექიმს დროულად მიმართოთ და ყველაფერი მალე მოგვარდება.

სასწორი

შესაძლოა, ამ დღეს საყოველთაო ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეთ. ოჯახში დაძაბული ატმოსფერო გაიძულებთ, რომ საღამო მეგობრების გარემოცვაში გაატაროთ. მოერიდეთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას, რაც წყენისა და გაღიზიანების გარდა, არაფერს მოგიტანთ.

მორიელი

ოპტიმისტური განწყობა საქმის წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ. სახლში და სამსახურში მძიმე, შრომატევადი სამუშაოს შესრულებას უნდა მოერიდოთ. თქვენი თავდაჯერება და უხეშობა შეიძლება საყვარელ ადამიანთან კონფლიქტის მიზეზი გახდეს.

მშვილდოსანი

დღევანდელი საღამო ოჯახურ ურთიერთობებს უფრო მყარს და ჰარმონიულს გახდის. დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო თავგადასავალი გელით, რაც ძალიან დიდხანს გემახსოვრებათ. უცნაურია, მაგრამ რაც უფრო რთულია თქვენი ამოცანა, მით უფრო ადვილად უმკლავდებით.

თხის რქა

გირჩევთ მეტი სიბრძნე და მოთმინება გამოიჩინოთ, რომ ნათესავებთან და ქვეშევრდომებთან კონფლიქტი თავიდან აიცილოთ. თუ ზოგად დეპრესიას და გარკვეულ ნერვიულობას არ ჩავთვლით, ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები მოსალოდნელი არ არის. ბინის გარემონტება გსურთ, მაგრამ ოჯახის წევრები ვერ დაიყოლიეთ, რაც ხანგრძლივ დებატებსა და ჩხუბს გამოიწვევს.

მერწყული

შესანიშნავი დღეა ოჯახთან ერთად აქტიური დასვენებისა და სპორტისთვის. თუ თავს მოდუნების და სიზარმაცის უფლებას მისცემთ, ფინანსური პრობლემების აცილება გაგიჭირდებათ. გამორიცხული არ არის, რომ მოულოდნელად რელიგიით დაინტერესდეთ. გავლენიან ადამიანებთან შეხვედრა კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ.

თევზები

ეს დღე სიმშვიდეს გპირდებათ. გახსოვდეთ, რომ აჩქარებამ და დაუფიქრებლად მიღებულმა გადაწყვეტილებამ შეიძლება უამრავი პრობლემა შეგიქმნათ. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა სიამოვნებას მოგიტანთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

18 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

17 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

16 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

15 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

13 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

12 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

11 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge