დღის ჰოროსკოპი

17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

23:35 ორშ. 16 მაისი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge
14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ამ დღეს პლანეტების განლაგება ნებისმიერი საქმის ნორმალურ მიმდინარეობას ხელს უშლის. გახსოვდეთ, რომ ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში ტყუილი არ გამოგადგებათ, ამიტომ, მხოლოდ საკუთარ თავს დააზარალებთ. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ, რადგან იზრდება ნერვიულობის გამო ქრონიკული დაავადებების გამწვავების რისი.

კურო

ამ დღეს უმჯობესია დაისვენოთ, რადგან თქვენს აქტიურობას შედეგი არ მოჰყვება. მოსალოდნელია არასახარბიელო სიახლეები ან გარემოებათა არახელსაყრელი განვითარება. მოერიდეთ საყვარელ ადამიანთან კონფლიქტს, რამაც შეიძლება უსიამოვნო შედეგები გამოიწვიოს.

ტყუპები

ხელსაყრელი დღეა სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებთან ურთიერთობისთვის. მამაკაცები რაინდული საქციელით გარშემო მყოფებს გააოცებენ. ახალი ბიზნეს-კონტაქტი შემოსავალს და მოგებიან ურთიერთობებს მოგიტანთ. ეცადეთ, კომპიუტერის მონიტორთან დიდი დრო არ გაატაროთ.

კირჩხიბი

ამ დღეს საკუთარ ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. არ დაგავიწყდეთ, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე სიტუაცია ყურადღებით უნდა შეისწავლოთ. ეცადეთ ვარჯიშისთვის დრო გამონახოთ ან უბრალოდ, სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ.

ლომი

თუ ფინანსური მდგომარეობა საშუალებას გაძლევთ, ხელსაყრელი დღეა მოგზაურობის დაწყებისთვის. შესაძლოა, ისეთ საკითხებთან დაბრუნება მოგიწიოთ, რომლებიც უკვე მოგვარებული გეგონათ. სავარაუდოდ, საღამოს სასიამოვნო სტუმრების ვიზიტი გელით.

ქალწული

შესაძლოა, დახმარების თხოვნაზე მაღალჩინოსნებისგან უარი მიიღოთ. ბევრი გადაუდებელი საქმის დასრულება მოგიწევთ, რაც მაქსიმალურ სიმშვიდეს მოითხოვს. თ მეგობრებთან გართობას გეგმავთ, გირჩევთ გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად მეუღლე სახლში დატოვოთ.

სასწორი

ძალიან აქტიური და ნაყოფიერი დღეა. თუ არ იზარმაცებთ, შესაძლოა, კარგ შემოქმედებით წარმატებას მიაღწიოთ. გამორიცხული არ არის, რომ მოგებიანი ბიზნესწინადადება მიიღოთ, მაგრამ სანამ დათანხმდებით, სასურველია რჩევა გამოცდილ ადამიანებს სთხოვოთ. მეგობრების დახმარებით მფარველის ან სპონსორის პოვნას შეძლებთ.

მორიელი

აქტიური და ნაყოფიერი დღეა. გირჩევთ შინაური ცხოველების ვეტერინართან მიყვანისგან თავი შეიკავოთ და თუ კრიტიკულად აუცილებელი არ არის, ვიზიტი რამდენიმე დღით გადადოთ. მნიშვნელოვანი პროექტის წარმატებით დასრულების შემდეგ დროა ჯილდოს მიღებაზე იფიქროთ.

მშვილდოსანი

შესანიშნავი ინტუიციისა და გამოცდილების წყალობით, ფინანსების სწორად მართვას შეძლებთ. თქვენი პირდაპირობა და გულწრფელობა ადამიანებს შორის ნებისმიერ გაუგებრობას გააქრობს.იზრდება საკვებით მოწამვლისა და საყოფაცხოვრებო დაზიანებების რისკი. მოერიდეთ კომპიუტერთან დიდხანს ყოფნას.

თხის რქა

ამ დღემ შეიძლება ბევრი წინააღმდეგობრივი სიტუაცია მოიტანოს, რაც თქვენი მხრიდან ტაქტსა და გამძლეობას მოითხოვს. თუ შესაძლებელია, მივლინებაში გამგზავრება რამდენიმე დღით გადადეთ. ამ დღეს იღბალი დიზაინერებს და არქიტექტორებს გაუღიმებს.

მერწყული

ამ დღეს სასიამოვნო სიახლეები ან ცვლილებები გელით. მშვიდობის დამყარების დროა - თუ ხვდებით, რომ უახლოეს ადამიანს გული ატკინეთ, ბოდიშის მოხდაც უნდა შეძლოთ. საღამოს სასიამოვნო სტუმრების ვიზიტი გელით.

თევზები

ამ დღეს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობაში წარმატება გელით. საქმე, რომელიც სრულიად უიმედო გეგონათ, ნაყოფს გამოიღებს. უსიამოვნო საუბრისგან თავის დაღწევას ვერ შეძლებთ, თუმცა მისი შედეგი სასიამოვნოდ გაგაოცებთ.



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

5 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

5 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

4 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

4 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

3 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

3 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

2 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

2 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

1-ლი ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

1-ლი რიცხვის ჰოროსკოპი -
funtime.ge

30 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

30 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

29 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

29 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

28 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

28 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

27 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

27 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge