დღის ჰოროსკოპი

21 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

22:27 სამ. 20 ივლისი, 2021 წელი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

დღის პირველი ნახევარი ხელსაყრელია კოლექტიური საქმიანობის, ერთობლივი ღონისძიებების, სამთავრობო უწყებებთან და სასამართლოსთან ურთიერთობისთვის. კომერციული საქმეები სასურველ შედეგებს მოიტანს. კარგი დღეა დაწყებული საქმის დასრულებისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად. მოსალოდნელია ახლობლებთან დაკავშირებული სასიხარულო ამბავი ან წარმატება პროფესიული საქმიანობის სფეროში.

კურო

ხელსაყრელი დღეა აქტიური ინდივიდუალური მუშაობისთვის. ეცადეთ „ვარდისფერი სათვალე“ მოიხსნათ და რეალობის გრძნობა არ დაკარგოთ - გადაჭარბებულმა ნდობამ შეიძლება ბევრი უსიამოვნება მოგიტანოთ. დღის მეორე ნახევარში ახალი, საინტერესო ნაცნობობა გელით, რომელიც მეგობრულიდან საქმიანში გადაიზრდება. ეცადეთ, თავი შორს დაიჭიროთ ღია ცეცხლისგან.

ტყუპები

დღის დასაწყისი ხელსაყრელია კოლექტიური მოქმედებებისა და ერთობლივი საქმიანობისთვის. პარტნიორებთან ურთიერთობის და კომერციული გარიგების დადების დროს, ეცადეთ რეალობის გრძნობა არ დაკარგოთ - მოსალოდნელია მოტყუება ან ფინანსური ზარალი. ამ დღეს სქესობრივი კავშირი უდიდეს წინდახედულებას მოითხოვს.

კირჩხიბი

მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ჩანაფიქრი ნელ ნელა სრულდება, შინაგანი დაძაბულობის შეგრძნება არ გტოვებთ. ამასთან საკუთარი თავით და საქმეების მიმდინარეობით უკმაყოფილო ხართ. ამან შეიძლება თქვენს ჯანმრთელობაზე და განწყობაზე გავლენა მოახდინოს. ეცადეთ, სიტუაცია რეალურად შეაფასოთ და სწორი დასკვნები გამოიტანოთ.

ლომი

დღის დასაწყისი ხელსაყრელია ბიზნესსაქმიანობისთვის. მოსალოდნელია ჩანაფიქრის ასრულება, მოგებიანი შეთანხმება ან მოულოდნელი სასიხარულო ამბავი. სავარაუდოდ, მაცდურ შეთავაზებას მიიღებთ, რომელიც თქვენს ფინანსურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. ხელსაყრელი დღეა დაწყებული საქმის დასრულების, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისა და ოჯახური ურთიერთობებისთვის.

ქალწული

კომერციული საქმეები წარმატებით განვითარდება და სასურველ შედეგებს მოიტანს. ხელსაყრელი დღეა დაწყებული საქმის დასრულების, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისა და ოჯახური ურთიერთობებისთვის. პროფესიული საქმიანობის სფეროში წარმატება გელით. დღის დასაწყისი ხელსაყრელია კოლექტიური საქმიანობისა და ერთობლივი ღონისძიებებისთვის.

სასწორი

იღბლიანი დღეა, თუმცა კომერციულ გარიგებებში მოტყუების საფრთხე არსებობს. გირჩევთ, ძვირად ღირებული ნივთების შეძენა მომავალი კვირისთვის გადადოთ. სამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის ან დოკუმენტებთან მუშაობის დროს მოერიდეთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებას და ზედმეტ ნდობას. სავარაუდოდ, ახალი, ხანმოკლე გატაცება გელით, რომელიც დიდხანს დაგამახსოვრდებათ.

მორიელი

წინააღმდეგობრივი დღეა. წარუმატებლობის სევდა და წარმატების სიხარული ერთმანეთს ანაცვლებს. ნუ მოდუნდებით, რადგან ვითარება შეიძლება ყოველ წუთს შეიცვალოს. პლანეტების არახელსაყრელი განლაგების გამო ყველაზე მარტივ ამოცანებთან გამკლავება გიჭირთ. არ არის გამორიცხული ოჯახის წევრებთან დაპირისპირება. ეცადეთ, ემოციებს არ აჰყვეთ.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა დაწყებული საქმეების დასრულებისა და საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისთვის. სავარაუდოდ, თქვენი შრომისმოყვარეობა და ეფექტური მენეჯმენტი პარტნიორებს შეუმჩნეველი არ დარჩებათ. ახალი, საინტერესო ნაცნობობა დროთა განმავლობაში სიყვარულში გადაიზრდება და დაუვიწყარ ემოციებს გაჩუქებთ. ხელსაყრელი დღეა კოლექტიური საქმიანობისთვის.

თხის რქა

კომერციული საქმეები წარმატებით განვითარდება და სასურველ შედეგებს მოგიტანთ. სავარაუდოდ, ახალი იდეები ახალი შემოსავლის წყაროების პოვნაში დაგეხმარებათ. დროა, თქვენს რომანტიკულ ურთიერთობებზე იზრუნოთ. მარტოხელა თხის რქებს ყოფილი თაყვანისმცემლის დაბრუნება ან ახალი სიყვარულის გამოჩენა ელით.

მერწყული

ამ დღიდან იზრდება თქვენი აურა და პირადი ხიბლი. ეს საზოგადოებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებასა და კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ. ბევრი მერწყული თავისი ფარული უნარების გამოვლენას შეძლებს. სწორად მოქმედების შემთხვევაში თქვენი ფინანსური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

თევზები

თქვენი შემოქმედებითი პოტენციალი იზრდება. შესაძლოა, საკუთარი აზრებისა და გრძნობების უკეთ გამოხატვის საჭიროება იგრძნოთ. ამ დღეს ხელსაყრელია შემოქმედებითი შეხვედრები და გამოცდილების გაზიარება. დროა, მოსაწყენი გარემოს შეცვლასა და სრულფასოვან დასვენებაზე იფიქროთ. ოპტიმისტური განწყობა სამყაროს რომანტიკულ აღქმას გააუმჯობესებს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

19 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

16 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

13 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

12 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

11 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge