დღის ჰოროსკოპი

21 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

22:45 ოთხ. 20 ოქტომბერი, 2021 წელი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

საშინელ განწყობაზე ხართ, მაგრამ შეიძლება, შეხვდეთ ადამიანს, რომელიც ყველა უსიამოვნებას დაგავიწყებთ. ეცადეთ მოქმედებისთვის საჭირო დრო შეარჩიოთ და საკუთარ სიმართლეში სხვების დარწმუნება შეძლოთ და აუცილებლად წარმატებას მიაღწევთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა შეიძლება, ჩიხში შევიდეს.

კურო

ამ დღეს თავს მხნედ და ენერგიულად გრძნობთ და ნებისმიერ საქმეს ადვილად უმკლავდებით. თავი შეიკავეთ ახალი საქმის დაწყებისგან. დღის ბოლოს შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება. ყურადღებით იყავით - შესაძლოა, სიტუაცია კონტროლიდან გამოვიდეს. მოსალოდნელია ძველი სასიყვარულო ურთიერთობის განახლება.

ტყუპები

მიუხედავად იმისა, რომ ძნელი იქნება, ეცადეთ, საყვარელ ადამიანთან კონფლიქტი თავიდან აიცილოთ. რთული და პრობლემებით სავსე დღეა, ამიტომ გირჩევთ, სერიოზული სამუშაო და მნიშვნელოვანი შეხვედრები არ დაგეგმოთ.

კირჩხიბი

ეცადეთ, ემოციები აკონტოლოთ, რათა ნათესავებთან და ქვეშევრდომებთან ურთიერთობაში კონფლიქტები თავიდან აიცილოთ. ამ დღეს განსაკუთრებით მიმზიდველი ხართ და საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა ყურადღებას იქცევთ. შესაძლოა, უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად, ახლობელი ადამიანების მიმართ ქცევისა და დამოკიდებულების შეცვლა მოგიწიოთ.

ლომი

ხელსაყრელი დღეა ოჯახთან აქტიური დასვენებისა და სპორტისთვის. ფრთხილად იყავით პარტნიორების არჩევისას. შესაძლოა, ძველი პრობლემების ახლებურად გადაჭრის გზები იპოვოთ. ძველი მეგობრების რჩევა ძალიან დაგეხმარებათ. გამორიცხული არ არის, რომ სხვადასხვა ბიზნესოპერაციებიდან შემოსავალი მიიღოთ.

ქალწული

ეს დღე სულიერ სიმშვიდეს გპირდებათ და ხელსაყრელია ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის. სურვილის შემთხვევაში, პირადი პრობლემების მოგვარებას შეძლებთ. ხელსაყრელი პერიოდია ექიმთან მისვლისა და პროფილაქტიკური მკურნალობისთვის.

სასწორი

ამ დღეს სამსახურში განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინოთ, რომ საბედისწერო შეცდომა არ დაუშვათ. ფული, რომელსაც დღეს გაასესხებთ, დიდი დაგვიანებით ან საერთოდ არ დაგიბრუნდებათ. ნერვიულობის გამო მოსალოდნელია ქრონიკული დაავადებების გამწვავება. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა შეიძლება ჩიხში შევიდეს.

მორიელი

დიდი ალბათობით, ეს დღე კონფლიქტით დაიწყება. შესაძლებელია, რომ სწორედ იმ ადამიანმა გიღალატოთ, ვისაც ყველაზე მეტად ენდობოდით. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში მოსალოდნელია სერიოზული გართულებები. გამორიცხული არ არის ძველი ურთიერთობების აღდგენა.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა სიყვარულის, ქორწინების და ოჯახური წვეულებისთვის. სამსახური და საყვარელი ადამიანების მიმართ ვალდებულებები დიდ დროს და ენერგიას წაგართმევთ. ფრთხილად იყავით ავტომობილის მართვის დროს.

თხის რქა

აქტიური, შემოქმედებითი დღეა. გირჩევთ, ამ დღეს მნიშვნელოვანი საქმის დაწყებისგან თავი შეიკავოთ და ხვალამდე დაიცადოთ. დღის მეორე ნახევარში სასურველია სუფთა ჰაერზე გასეირნება ან ფიზიკური ვარჯიში. ბიზნესმენ თხის რქებს ფინანსური შემოსავალი ელით.

მერწყული

დილიდან დაძაბული დღე გელით. გავლენიანი ადამიანები დაწინაურებაში დაგეხმარებიან. ეცადეთ, დიდი ხნის წინ დაწყებული საქმეები დაასრულოთ და ახალი საქმე მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოთ. მოსალოდნელია წარმატება სხვადასხვა ბიზნესოპერაციებში.

თევზები

ხელსაყრელი დღეა მშენებლებისთვის, ტექნოლოგიისა და მომსახურების სფეროებში დასაქმებული ადამიანებისთვის. მეგობრებთან შეხვედრა დაუვიწყარ ემოციებს მოგიტანთ. გირჩევთ, ახალი საქმის დაწყება და მნიშვნელოვანი შეხვედრები სხვა დღეს დაგეგმოთ. ეს დღე კი დასვენებას და ვარჯიშს დაუთმეთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

25 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

25 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

24 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

24 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

23 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

22 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

21 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

19 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge