22 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
22:28 ხუთ. 21 ოქტომბერი, 2021 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ამ დღეს ძალიან დაბნეული ხართ და ყურადღების კონცენტრაცია გიჭირთ, ამიტომ ახალი საქმის დაწყებისგან თავის შეკავება ჯობს. სახლში დაძაბული ვითარება გიბიძგებთ, რომ საღამო მეგობრების გარემოცვაში გაატაროთ. ეცადეთ, მძიმე საკვების მიღებისგან თავი შეიკავოთ და ძილის წინ სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ.
კურო
ეს დღე მნიშვნელოვანი ცვლილებებითა და უსიამოვნო სიახლეებით დაგამახსოვრდებათ. თავი შეიკავეთ სამსახურსა და სახლში მნიშვნელოვანი და შრომატევადი სამუშაოს შესრულებისგან. სიფრთხილე გამოიჩინეთ ქიმიკატებთან და მომწამვლელ ნივთიერებებთან და ყურადღებით დააკვირდით მედიკამენტების დოზას.
ტყუპები
მნიშვნელოვანი დღეა, რომელიც თქვენს ქმედებებს განსაზღვრავს. სასიამოვნო თავგადასავალი გელით. გირჩევთ მეგობრებთან შეხვედრაზე საყვარელი ადამიანი არ წაიყვანოთ - დიდია ალბათობა, რომ თქვენს „მეორე ნახევარსა“ და ერთგულ მეგობრებს შორის გაუგებრობა მოხდეს და უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ.
კირჩხიბი
ხელსაყრელი დღეა ინტიმური ურთიერთობისა და ბავშვის ჩასახვისთვის, მაგრამ დიდი შესყიდვებისთვის სრულიად შეუფერებელი. მცირე ნერვიულობას თუ არ ჩავთვლით, თავს მხნედ და ჯანმრთელად გრძნობთ. შესაძლოა, ვიღაცამ მოგებიანი წინადადება შემოგთავაზოთ, მაგრამ კარგად დაფიქრდით, სანამ დათანხმდებით.
ლომი
ეს დღე სიყვარულში წარმატებას, სასიამოვნო შეხვედრას და მხიარულ წვეულებას გპირდებათ. მოსალოდნელია მატერიალური პრობლემები, ამიტომ ნუ მოდუნდებით. ლომებმა, რომლებიც ბანკში მუშაობენ შეიძლება ხელსაყრელი წინადადება მიიღონ.
ქალწული
ამ დღეს თქვენი გადაჭარბებული თავდაჯერების გამო, ფინანსური ზარალი გელით. დიდია საკვებით მოწამვლის, საყოფაცხოვრებო დაზიანების ან საგზაო შემთხვევის რისკი. ფრთხილად იყავით ელექტრო მოწყობილობებთან.
სასწორი
გახსოვდეთ, რომ სანამ ახალ საქმეს დაიწყებთ, ძველი უნდა დაასრულოთ. წლის ბოლო ახლოვდება, ამიტომ დროა, ვალების დაბრუნებაზეც იზრუნოთ. იზრდება კვებითი ინტოქსიკაციის ალბათობა. თავი შეიკავეთ მძიმე საკვებისა და ალკოჰოლის მიღებისგან.
მორიელი
ხელსაყრელი დღეა თვითგანათლებისა და ახალი საქმის შესწავლისთვის. გამორიცხული არ არის, რომ ვიღაცამ არასწორად გაგიგოთ და ზედმეტად თავდაჯერებულად ჩაგთვალოთ. დროა, დიდი ხნის უნახავი მეგობრები მოინახულოთ ან სტუმრად მიიწვიოთ. ფრთხილად იყავით და ყურადღებით დააკვირდით მედიკამენტების დოზას.
მშვილდოსანი
ამ დღეს შეგიძლიათ ნებისმიერ საქმეში წარმატების იმედი გქონდეთ. დღის პირველი ნახევარი ყველაზე ნაყოფიერი იქნება, ამიტომ უმჯობესია მნიშვნელოვანი საკამათო დილას მოაგვაროთ. სურვილის მიუხედავად, უსიამოვნო საუბრისგან თავის დაღწევას ვერ შეძლებთ,ამიტომ ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ.
თხის რქა
არახელსაყრელი დღეა მშობლებთან და უფროს ნათესავებთან ურთიერთობისთვის - ისინი უკან დახევას არ აპირებენ და მათ დარწმუნება აზრი არ აქვს. გამორიცხული არ არის, რომ ავადმყოფ ნათესავზე ზრუნვა მოგიწიოთ. თხის რქებმა, რომლებსაც კუჭი აწუხებთ, ამ დღეს მენიუდან მარილიანი და ცხარე კერძები უნდა გამორიცხონ.
მერწყული
მტკიცე ნებისყოფა პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ. გამორიცხული არ არის, რომ კოლეგებთან დაპირისპირება მოგიწიოთ. ეცადეთ კომპრომისი მონახოთ, რომ საქმე ურთიერთობის გაწყვეტამდე არ მიიყვანოთ. დროა, ვალების დაბრუნებაზე იფიქროთ, მით უმეტეს, რომ ფინანსური სირთულეებს მალე წარმატება შეცვლის.
თევზები
ხელსაყრელი დღეა თამამი იდეების განხორციელებისთვის. სავარაუდოდ, ამ დღეს ნებისმიერი საკითხი თქვენს სასარგებლოდ გადაწყდება. თავი შეიკავეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების ან ახალი ვალდებულებების აღებისგან - ამის დრო ჯერ არ მოსულა. ფრთხილად იყავით ელექტრო მოწყობილობებთან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან