დღის ჰოროსკოპი

24 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

21:52 სამ. 23 ნოემბერი, 2021 წელი

24 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ამ დღეს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობაში წარმატება გელით. გაითვალისწინეთ, რომ ტყუილი ვერ გიშველით - ამით მხოლოდ საკუთარ თავს დააზარალებთ. ნერვიულობამ შეიძლება ქრონიკული დაავადებების გამწვავება გამოიწვიოს.

კურო

მოსალოდნელია სასიცოცხლო და შემოქმედებითი ენერგიის დაქვეითება. მოვლენათა არახელსაყრელი განვითარება საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში სერიოზულ პრობლემებს და შესაძლოა, დაპირისპირებას გამოიწვევს. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ, რომ საქმე ურთიერთობის გაწყვეტამდე არ მივიდეს.

ტყუპები

პასიური დღეა, ამიტომ ეცადეთ, ზედმეტი არ იაქტიუროთ. უკეთესი იქნება, თუ თქვენს არსებობას საერთოდ ვერ შენიშნავენ. ტყუპი მამაკაცები რაინდული საქმეებით ახლობელი ადამიანების გაოცებას შეძლებენ. ახალ პარტნიორთან თანამშრომლობა მოგებას მოგიტანთ.

კირჩხიბი

ეს დღე განსაკუთრებით ხელსაყრელია შემოქმედი ადამიანებისთვის. გახსოვდეთ, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე სიტუაცია ყურადღებით უნდა შეისწავლოთ. დღის მეორე ნახევარში სასურველია სპორტდარბაზში ივარჯიშოთ ან, უბრალოდ, სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ.

ლომი

ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყების და, ზოგადად, საქმიანი ურთიერთობებისთვის. შესაძლოა, სახლში ბევრი გადაუდებელი საქმე გამოგიჩნდეთ. სავარაუდოდ, საქმეებთან, რომლებიც უკვე დასრულებული გეგონათ, მიბრუნება მოგიწევთ. ნუ მოდუნდებით! ამ დღეს გონიერება და ძლიერი ნებისყოფა გჭირდებათ.

ქალწული

შესაძლოა, ამ დღეს უამრავი გადაუდებელი საკითხის მოგვარება მოგიწიოთ, რაც ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას მოითხოვს. გირჩევთ, მეგობრებთან შეხვედრაზე საყვარელ ადამიანთან ერთად არ წახვიდეთ, თორემ შეიძლება, გაუგებრობაში აღმოჩნდეთ. მარტოხელა ქალწულები ამ საღამოს რომანტიკულ შეხვედრებს და გართობას მიუძღვნიან.

სასწორი

ხელსაყრელი დღეა, როგორც გონებრივი, ისე ფიზიკური მუშაობისთვის. ეცადეთ, წინდახედულად იმოქმედოთ და შემოქმედებით წარმატებას მიაღწევთ. მოსალოდნელია მოგებიანი წინადადება, თუმცა სანამ დათანხმდებით, სასურველია, რჩევა ოჯახის წევრებს და მეგობრებს ჰკითხოთ.

მორიელი

ეცადეთ, ფინანსური ხარჯები შეამციროთ, რადგან უახლოეს დღეებში დაუგეგმავი ხარჯები გელით. თუ აუცილებელი არ არის, შინაური ცხოველების ვეტერინართან მიყვანა რამდენიმე დღით გადადეთ. სავარაუდოდ, ახლობელ ადამიანს თქვენი დახმარება სჭირდება და ეცადეთ, არ გააწბილოთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს საკმარისზე მეტი ენერგია გაქვთ. თქვენი პირდაპირობა და გულწრფელობა გაუგებრობების აღმოფხვრას ხელს შეუწყობს. ფრთხილად იყავით - დიდია საკვებით მოწამვლის, ტრავმის და საგზაო შემთხვევების რისკი.

თხის რქა

ამ დღეს საყვარელ ადამიანთან დაკავშირებით შფოთვა და ნერვიულობა გელით. თუ შესაძლებელია, გირჩევთ საქმიანი ვიზიტი რამდენიმე დღით გადადოთ, რადგან ამ დღეს სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ. მდიდარი ფანტაზია ჩანაფიქრის განხორციელებაში დაგეხმარებათ.

მერწყული

ამ დღეს კოლეგებთან, მშობლებთან და ახლო ნათესავებთან ურთიერთობაში სირთულეები გელით. ეცადეთ საკუთარი მიზნები და ამოცანები უფრო ნათლად და ყველასთვის გასაგებად გამოხატოთ. თუ გყავთ მეგობრები, რომლებიც დიდი ხანია, არ გინახავთ, დაურეკეთ და სტუმრად მიიწვიეთ. არ მოდუნდეთ! ამ დღეს ძლიერი ნებისყოფა და გონიერება გჭირდებათ.

თევზები

ეცადეთ, სამსახურში სიფრთხილე და ყურადღება გამოიჩინოთ, რადგან უმცირესმა შეცდომამ შეიძლება, უდიდესი ზიანი მოგაყენოთ. ბოლოს და ბოლოს, საქმე, რომელიც სრულიად უიმედო გეგონათ, სასურველ შედეგს მოგიტანთ. დღის მეორე ნახევარში უსიამოვნო საუბრისგან თავის დაღწევას ვერ შეძლებთ. მარტოხელა თევზები საღამოს სიყვარულსა და გართობას დაუთმობენ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

23 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

22 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

21 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

20 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

19 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

18 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

17 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

16 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

15 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge