დღის ჰოროსკოპი

24 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

21:29 შაბ. 23 ოქტომბერი, 2021 წელი

24 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ხელსაყრელი დღეა სწავლისა და სწავლებისთვის, ასევე - ყოველდღიური პრობლემების გადაჭრისთვის. მოსალოდნელია ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება ან ბიზნესის წარმატებით დასრულება. სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში გეგმების გადახედვა ან პარტნიორებთან ურთიერთობის შეცვლა მოგიწევთ. შემოქმედებითი პროფესიის ვერძი ქალები საკუთარი ნიჭის ეფექტურად გამოვლენას და ჩანაფიქრის განხორციელებას შეძლებენ.

კურო

კვირის დასაწყისი სასიხარულო ამბავს მოგიტანთ. თქვენი მიზანსწრაფულობა და შრომისმოყვარეობა ნებისმიერ საქმეში სასურველი შედეგით დასრულდება, თუმცა, საერთო ჯამში, რთული დღე იქნება. მოერიდეთ საქმიანი შეხვედრებს და გარიგებების დადებას.

ტყუპები

უკიდურესად არახელსაყრელი დღეა. თუ შესაძლებელია, უარი თქვით ახალ ნაცნობობაზე და კომერციულ საქმეებში ნაკლებად იაქტიურეთ. სასურველია, შეამციროთ ყველანაირი ურთიერთობა და გარკვეული დროით განმარტოვდეთ. მოსალოდნელია არაკეთილმოსურნე ადამიანების ინტრიგები, ცრუ რჩევა ან პროვოკაცია.

კირჩხიბი

ხელსაყრელი დღეა, განსაკუთრებით შემოქმედი ადამიანებისთვის. თუ მოთმინებას გამოიჩენთ და მოვლენებს წინ არ გაუსწრებთ, ჩანაფიქრის განხორციელების შანსი მოგეცემათ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ურთიერთობაში მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ და კოლეგებს საკუთარი აზრი თავზე არ მოახვიოთ.

ლომი

ფინანსური მდგომარეობა, სავარაუდოდ, გაუმჯობესდება, რაც ახალ თანამდებობას ან საქმის წარმატებით დასრულებას უკავშირდება. ხელსაყრელი დღეა პროფესიული საქმიანობის, საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარების ან სამთავრობო უწყებებთან ურთიერთობისთვის. შემოქმედებითი პროფესიის ლომები ჩანაფიქრის მაქსიმალურად განხორციელებას შეძლებენ. კომერციული გარიგებები და სარისკო ოპერაციები სასურველ შედეგს მოგიტანთ.

ქალწული

ხელსაყრელი დღეა ყოველდღიური პრობლემების გადაჭრის, კარიერისა და სწავლისთვის. შესაძლებელია, ამ დღეს ხელმძღვანელის მოწონება დაიმსახუროთ და სამსახურებრივი პოზიცია გაიუმჯობესოთ. პარტნიორებთან ურთიერთობამ ან ახალმა ნაცნობობამ შეიძლება, ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის შესანიშნავი წინაპირობა შექმნას.

სასწორი

ეს დღე კეთილდღეობას და სიმშვიდეს გპირდებათ, რაც პარტნიორებს შორის ურთიერთობაზეც აისახება. უარი თქვით ნებისმიერი სახის აგრესიაზე, რადგან ამან შეიძლება, ცუდი გამოიწვიოს. გვერდით მყოფ ადამიანს თქვენი სითბო და ყურადღება აკლია და ეცადეთ, ეს დანაკლისი შეავსოთ. საღამოს მოსალოდნელია მცირე დეპრესია და განწყობის ცვლილება.

მორიელი

ეს დღე უსიამოვნო ამბებთან და პროვოკაციებთან ასოცირდება. ეცადეთ, სიტუაცია აკონტროლოთ და გამოუსწორებელი შეცდომები არ ჩაიდინოთ. განსაკუთრებული სიფრთხილე ფინანსურ საკითხებში გმართებთ. გირჩევთ, ყველა საბუთი მოაწესრიგოთ, რადგან შეიძლება, ისეთი რაღაც გამოჩნდეს, რისი დამალვაც გსურთ. გაითვალისწინეთ, რომ ამ გარემოებამ შეიძლება, თქვენი რეპუტაცია მნიშვნელოვნად შელახოს.

მშვილდოსანი

უკიდურესად არახელსაყრელი დღეა. სავარაუდოდ, მშვილდოსან ქალებს პარტნიორებთან კონფლიქტი ელით - მისი უხეშობა გულს გატკენთ და წყენის დამალვა გაგიჭირდებათ. მშვილდოსანმა მამაკაცებს ვურჩევთ, რომ ცხოვრების თანამგზავრს მეტი ყურადღება მიაქციონ - სავარაუდოდ, თქვენს ურთიერთობაში კრიზისული პერიოდი დადგა.

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა ახალი ნაცნობობისა და შეწყვეტილი მეგობრობის აღდგენისთვის, რამაც შეიძლება ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების საფუძველი შექმნას. თუმცა, პროფესიული საქმიანობის სფეროში მოსალოდნელია არასწორი გათვლა ან შეცდომა.

მერწყული

დღეს თავი შეიკავეთ მგზავრობისა და მოგზაურობისგან. პროფესიული საქმიანობის სფეროში მოსალოდნელია შეცდომები და არასწორი გათვლები, რაც სავარაუდოდ, სიტუაციის არასწორ შეფასებას ან გადაუმოწმებელ ინფორმაციას უკავშირდება. ვარსკვლავები ჯანმრთელობის შესაძლო გართულებების შესახებ გაფრთხილებენ. ავადმყოფობა, რომელიც დღეს იჩენს თავს, დიდხანს გაგრძელდება.

თევზები

გონივრული სტრატეგია საშუალებას მოგცემთ, რომ საკუთარი იდეები წარმატებულად განახორციელოთ. სავარაუდოდ, სოციალური სტატუსის გაუმჯობესებას და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში შექმნილი პრობლემების მოგვარებას შეძლებთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

7 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

7 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

6 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

6 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

5 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

5 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

4 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

4 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

3 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

3 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

2 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

2 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

1-ელი მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

1-ლი რიცხვის ჰოროსკოპი -
funtime.ge

30 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

30 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

29 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

29 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge