დღის ჰოროსკოპი

30 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

21:55 ორშ. 29 ნოემბერი, 2021 წელი

30 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

პრობლემა, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ, ისევ თავს იჩენს. გირჩევთ, მენიუდან ხორცი გამორიცხოთ და ბოსტნეულით ჩაანაცვლოთ. თავშეკავება გამოიჩინეთ, ზედმეტს ნუ იაქტიურებთ და შესაძლებლობა მოგეცემათ, რომ ჩანაფიქრი განახორციელოთ. სავარაუდოდ, ახალი რომანტიკული გატაცება გელით.

კურო

არახელსაყრელი დღეა ხელისუფლებასთან ურთიერთობისთვის. ყურადღება მიაქციეთ პროფესიული პრობლემების გადაჭრას. რომანტიკული განწყობა მოსაწყენი სამუშაოსგან ცოტა ხნით მოგწყვეტთ. ახალი ნაცნობობა შეიძლება, სასიყვარულო ურთიერთობაში გადაიზარდოს და ქორწინებით დასრულდეს. ბევრი რამ თქვენს სურვილზეა დამოკიდებული.

ტყუპები

ეცადეთ, ემოციურმა აღმაფრენამ სიფრთხილისა და წინდახედულების გრძნობა არ დაგაკარგვინოთ. შეიძლება, ოჯახის წევრზე ნერვიულობა მოგიწიოთ. თქვენი ახალი იდეა და ინიციატივა კოლეგებისა და უფროსების მოწონებას დაიმსახურებს. საღამოს ეცადეთ ,დროულად დაიძინოთ და ძილის წინ თბილი აბაზანა მიიღოთ დაძაბულობის მოსახსნელად.

კირჩხიბი

ეცადეთ, სიბრძნე და წინდახედულება გამოიჩინოთ და საყვარელ ადამიანს მეტი ყურადღება მიაქციოთ. სავარაუდოდ, ის თქვენს თავშეკავებას უყურადღებობად აღიქვამს, რამაც შეიძლება, წყენა და გაუგებრობა გამოიწვიოს. მოერიდეთ შორეულ მგაზვრობას - ახლა ამისთვის არახელსაყრელი დღეა.

ლომი

ამ დღეს შესაძლოა, ვიღაცამ ვალი დაგიბრუნოთ ან ძვირფასი საჩუქარი გაჩუქოთ. მაცდურმა შეთავაზებამ არ მოგატყუოთ. კარგი დროა მეგობრებთან შეხვედრებისთვის, ყველა სახის პარტნიორული ურთიერთობისთვის და კულტურული ღონისძიებებისთვის. ეცადეთ, საყვარელ ადამიანს მეტი ყურადღება მიაქციოთ.

ქალწული

ეცადეთ, საკუთარი ილუზიების ტყვედ არ იქცეთ და თავი არ მოიტყუოთ. ალბათ, დადგა დრო, რომ რაღაცით ასიამოვნოთ იმ ადამიანებს, ვინც აქამდე უანგაროდ გემსახურათ. ფრთხილად იყავით საყოფაცხოვრებო ქიმიასთან და ეცადეთ, დილას სამსახურში არ დააგვიანოთ.

სასწორი

დილიდან გაღიზიანებული იქნებით და მცირე უსიამოვნებაც კი წონასწორობას დაგაკარგვინებთ. მეგობრებთან შეხვედრა საინტერესო საღამოს გპირდებათ. არახელსაყრელი პერიოდია კოლექტიური კვლევებისა და ერთობლივი საქმიანობისთვის, თუმცა ინდივიდუალური მუშაობა წარმატებას მოგიტანთ. სავარაუდოდ, ახალი რომანტიკული გატაცება გელით.

მორიელი

თავს შესანიშნავად გრძნობთ და ნებისმიერ, თუნდაც ძალიან რთულ საქმესთან გამკლავება შეგიძლიათ. განსაცდელისა და დაბრკოლებების მიუხედავად, ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. ამ დღეს ახალი ნაცნობობა არასასურველია. ადამიანი, რომელსაც ამ დღეს გაიცნობთ, მომავალში ბევრ უსიამოვნებას მოგიტანთ.

მშვილდოსანი

ეს დღე სავსეა სასიყვარულო განცდებითა და ინტრიგებით. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი მხრიდან კონფლიქტის მოგვარებისა ყველა მცდელობა მხოლოდ ცეცხლზე ნავთს დაასხამს. დაუგეგმავი შემოსავალი გელით, რომელსაც ბავშვების საჭიროებებზე ან ოჯახის დასვენებაზე დახარჯავთ. გირჩევთ, საღამოს კარგად დაისვენოთ და ძილის წინ დაძაბულობის მოსახსნელად თბილი აბაზანა მიიღოთ.

თხის რქა

პლანეტების ხელსაყრელი განლაგება კოლეგებთან, ნათესავებთან და საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში დაგეხმარებათ. ამ დღის შემდეგ კიდევ უფრო სერიოზული და შრომისმოყვარე გახდებით. გირჩევთ, მედიკამენტების მიღებამდე ვარგისობის ვადა შეამოწმოთ და დოზას არავითარ შემთხვევაში არ გადააჭარბოთ.

მერწყული

სავარაუდოდ, დილიდან სასიცოცხლო და შემოქმედებითი ენერგიის დაქვეითებას იგრძნობთ. არ არის გამორიცხული, რომ ახლობელი ადამიანის საქციელით იმედგაცრუებული დარჩეთ. ახლობლები საინტერესო და მოგებიანი სამუშაოს მიღებაში დაგეხმარებიან. გირჩევთ, საყვარელ ადამიანს მეტი ყურადღება მიაქციეთ.

თევზები

ეცადეთ, ამ დღეს უხილავ ადამიანად იქცეთ და თვალში არავის მოხვდეთ. პრობლემის დროს შეგიძლიათ, თქვენი „მეორე ნახევრის“ დახმარების იმედი გქონდეთ. ხელსაყრელი დღეა უცხოური ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ურთიერთობისთვის. ფრთხილად იყავით საყოფაცხოვრებო ქიმიასთან.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

27 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

27 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

26 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

25 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

25 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

24 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

24 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

23 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

22 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

21 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

19 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge