დღის ჰოროსკოპი

5 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

funtime

22:00 კვი. 4 აპრილი

5 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge
14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ხელსაყრელი დღეა კომერციული საქმიანობისთვის, კონტრაქტების დადებისა და ხელშეკრულებების გაფორმებისთვის. ვერძ ქალებს ვურჩევთ ურთიერთობის დროს მეტი თავშეკავება და წინდახედულება გამოავლინონ - ფარული მტრის ინტრიგები ან ცრუ რჩევა გელით. სავარაუდოდ, ვერძ მამაკაცებს მივლინებაში წასვლა ან გრძელი მოგზაურობა მოუწევთ.

კურო

ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, მშენებლობის და სუფთა ჰაერზე აქტიური დასვენებისთვის. კარგი დღეა სიყვარულისა და ოახური ურთიერთობებისთვის. კურო მამაკაცებს მშვენიერ სქესთან ურთიერთობა ნეგატიური ემოციებისგან გათავისუფლებაში დაეხმარებათ. კურო ქალებს ვარსკვლავები ჩანაფიქრის სწრაფად შესრულებას და მიზნების მიღწევას ჰპირდებიან. სავარაუდოდ, მალე სასიხარულო ამბებს მიიღებთ.

ტყუპები

ხელსაყრელი დღეა ახალი შემოქმედებითი იდეების განხორციელების ან ან ძველი პრობლემების არასტანდარტული გადაჭრისთვის. წარმატებისკენ თქვენი შეუპოვარი სწრაფვა სასურველ შედეგებს მოგიტანთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ - ერიდეთ ადამიანებს, რომლებსაც თქვენი წარმატება არ ასვენებს. ინტუიცია დაგეხმარებათ, განსაზღვროთ, ვინ არის თქვენი ნამდვილი მეგობარი და ვინ მტერი. შესანიშნავი დროა საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობისთვის.

კირჩხიბი

მშვიდი და უპრობლემო დღეა, თუმცა არასასურველია მოგზაურობის და მივლინების დაგეგმვა. სავარაუდოდ, თქვენი მისამართით უამრავ სასიამოვნო სიტყვას მოისმენთ, უკვე დღის მეორე ნახევარში ხასიათი გაგიფუჭდებათ და მსუბუქი დეპრესია შეგიპყრობთ. ეცადეთ, საკუთარ თავში დიდხანს არ ჩაიკეტოთ, რადგან ახლობელ ადამიანებს თქვენთან ურთიერთობა სჭირდებათ.

ლომი

ჯანმრთელობისთვის არახელსაყრელი დღეა. არ არის გამორიცხული ტრამვა ან გულსისხლძარღვთა დაავადების გამწვავება. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ავტომობილის სწრაფად ტარებას, მჭრელ საგნებს და ელექტრომოწყობილობებს ერიდოთ. შესაძლოა, ვიღაცის უარყოფითმა გავლენამ ან ცრუ რჩევამ ფინანსური ზარალი გამოიწვიოს ან თქვენს პირად ცხოვრებაზე უარყოფითად იმოქმედოს. არასასურველია ახალი ნაცნობობა, კომერციული საქმიანობა, ხელშეკრულების დადება ან საბუთების გაფორმება.

ქალწული

ამ დღეს საკუთარ ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. თუ თავს ცუდად გრძნობთ, დაუყოვნებლივ ექიმს მიმართეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაავადება შეიძლება, გახანგრძლივდეს. არ არის გამორიცხული მცირე ოჯახური პრობლემები. ეცადეთ, საყვარელ ადამიანებთან დიდსულოვნება გამოიჩინოთ და დათმოთ. შელებისდაგვარად შეზღუდეთ მეგობრებთან და ნაცნობებთან ურთიერთობა. ხანგრძლივი მოგზაურობა არასასურველია. გირჩევთ, ეს დღე ოჯახთან ერთად მშვიდ დასვენებასდაუთმოთ.

სასწორი

ილუზიების და მოტყუების დღეა. ერიდეთ შურიან და ბოროტ ადამიანებს. უსმინეთ საკუთარ ინტუიციას, რომელიც დაგეხმარებათ განსაზღვროთ, ვინ არის ნამდვილი მეგობარი და ვინ მტერი. თუ სწორ დასკვნას გააკეთებთ, საყვარელ ადამიანებთან თქვენი ურთიერთობა ჰარმონიული და საიმედო იქნება. ქალებმა შესაძლოა, ძველი ოცნების განხორციელება შეძლონ.

მორიელი

წარსულის უარყოფითი ემოციებისგან გათავისუფლების და მავნე ჩვევების აღმოფხვრის დღეა, რის შემდეგაც სულიერ სიმშვიდეს და სიმსუბუქეს იგრძნობთ. ხელსაყრელია შეხვედრები, ნაცნობობა, სიყვარულის ახსნა და ნიშნობა. თავი შეიკავეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენისგან. მალე მიხვდებით, რომ ისინი უსარგებლო და არაპრაქტიკულია. უარი თქვით ალკოჰოლური სასმელების მოხმარებაზე.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი იდეების განხორციელების ან ძველი პრობლემების არასტანდარტული გადაჭრისთვის. ვარსკვლავები ფარული მტრების მოსალოდნელი ინტრიგების ან მოვლენათა არახელსაყრელი განვითარების შესახებ გაფრთხილებენ. შესანიშნავი დროა საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობისთვის.

თხის რქა

ამ დღეს თქვენი ჯანმრთელობა და შრომისუნარიანობა საუკეთესო მდგომარეობაშია, მიუხედავად იმისა, რომ ნერვული დატვირთვა მნიშვნელოვნად გაიზრდება. წარმატებისკენ შეუპოვარი სწრაფვა სასურველ შედეგებს მოგიტანთ. ფრთხილად იყავით ცეცხლთან - მოსალოდნელი პრობლემები ხანძარს უკავშირდება. სიზმარი იმავე დღეს ახდება.

მერწყული

ეს დღე ხელსაყრელია აქტიური დასვენების, სპორტული ვარჯიშის ან ღია ცის ქვეშ მუშაობისთვის. გაითვალისწინეთ, რომ გარშემო მყოფებისგან იზოლირებამ შეიძლება ურთიერთობაზე უარყოფითად იმოქმედოს.

თევზები

ეცადეთ, ვნებები და ემოციები აკონტროლოთ. ნუ ელით, რომ მოგისმენენ და გაგიგებენ. მოსალოდნელია შინაგანი დაძაბულობის ზრდა, საკუთარი თავითა და სხვებით უკმაყოფილება. თავი შეიკავეთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებისგან. მშვიდად შეასრულეთ მიმდინარე მოვალეობები და საღამო, ოჯახის წევრებთან ერთად, მშვიდად დასვენებას დაუთმეთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

11 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

10 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

9 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

9 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

8 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

8 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

7 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

7 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

6 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

6 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

5 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

5 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

4 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

4 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

3 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

3 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge