დღის ჰოროსკოპი

8 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

21:00 ოთხ. 7 ივნისი, 2023 წელი

8 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ხელსაყრელი დღეა სამომავლო გეგმებისა და პრიორიტეტების შესადგენად. გირჩევთ წვრილმანებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ. ეს ჩანაფიქრის სწრაფად განხორციელებაში და საკუთარი შესაძლებლობების ობიექტურად შეფასებაში დაგეხმარებათ.

კურო

ეცადეთ საკუთარი ფინანსური შესაძლებლობები რეალურად შეაფასოთ და უახლოესი მიზნები ამის მიხედვით განსაზღვროთ. დროა ფინანსური შემოსავლის გაზრდაზე ან დამატებითი ფინანსური წყაროების მოძიებაზე იზრუნოთ. დაფიქრდით, იქნებ ოჯახის წევრებს თქვენი ყურადღება აკლიათ. თუ ასეა, გირჩევთ საღამო ერთად გაატაროთ და საერთო გეგმები შეადგინოთ.

ტყუპები

ეს დღე უახლოესი მომავლის ტენდენციებს აყალიბებს, ამიტომ ეცადეთ მხოლოდ ის აკეთოთ, რაც სარგებელს ან სასიამოვნო ემოციებს მოგიტანთ. პრიორიტეტების განსაზღვრა და სამუშაო გრაფიკის მოწესრიგება კარიერულ წინსვლას გაგიადვილებთ.

კირჩხიბი

დროა ვალების დაბრუნებასა და პირობების შესრულებაზე იფიქროთ. მოერიდეთ დაპირისპირებას, მაგრამთუ კონფლიქტურ სიტუაციაში აღმოჩნდით, კომპრომისული გამოსავალი უნდა ეძიოთ. ფიზიკურმა და ემოციურმა გადაღლამ შეიძლება თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედოს. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და იზრუნეთ იმუნიტეტის ამაღლებაზე. ჯანსაღი კვება და ფიზიკური აქტივობა ისაა, რაც ახლა ყველაზე მეტად გჭირდებათ.

ლომი

მზად იყავით იმისთვის, რომ რთული გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ. ნუ აჩქარდებით, ეცადეთ მოვლენების ცენტრში იტრიალოთ და მოსალოდნელი დადებითი თუ უარყოფითი შედეგი გათვალოთ. ამ დღეს მიღებული მიწვევა თუ საქმიანი შეთავაზება კარიერული მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.

ქალწული

თქვენს ცხოვრებაში ცვლილებების ეტაპი იწყება, ამიტომ ახალ გარემოებებთან შეგუება მოგიწევთ. ეცადეთ ფინანსური ვალდებულებები და საყვარელი ადამიანისთვის მიცემული პირობა დროულად შეასრულოთ. საღამო სასურველია მშვიდად, ოჯახურ წრეში გაატაროთ და სამომავლო გეგმები განიხილოთ.

სასწორი

შრომატევადი საქმეები, რომლებიც თქვენგან დიდ ენერგიას მოითხოვს, ჯობს სხვა დღისთვის გადადოთ. ამ დღეს სასურველია, რომ მხოლოდ მსუბუქი საყოფაცხოვრებო საქმეებით დაკავდეთ. მოერიდეთ ნაჩქარევ, ოჯახის წევრებთან შეუთანხმებელი გადაწყვეტილებების მიღებას. ეცადეთ გათავისუფლდეთ დრომოჭმული აზრებისა და დამოკიდებულებებისგან, რომლებიც განვითარების საშუალებას გისპობთ.

მორიელი

ამ დღეს თქვენი ენერგია და შრომისმოყვარეობა გარშემო მყოფთა გაოცებას იწვევს. სწორედ ეს თვისებები დაგეხმარებათ, რომ მნიშვნელოვანი პროექტები დროულად დაასრულოთ. ხელსაყრელი დღეა წინასწარი შედეგების შეჯამებისა და შესრულებული სამუშაოს შეფასებისთვის. გამოცდილ ადამიანებთან ურთიერთობა ახალ იდეებს შთაგაგონებთ და თავდაჯერებას შეგმატებთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს ეცადეთ ინფორმაციულ ნაკადებში მხოლოდ თქვენთვის საჭირო და სასარგებლო აირჩიოთ. გადაწყვეტილების მიღებამდე ეცადეთ ფაქტები გადაამოწმოთ. გაუფრთხილდით საკუთარ და თანამოსაუბრის დროს და ეცადეთ სათქმელი ლაკონიურად გადმოსცეთ. დროა დაასრულოთ ურთიერთობები, რომლებსაც ტკივილის და იმედგაცრუების გარდა, არაფერი მოაქვს.

თხის რქა

მძიმე და სტრესული დღისთვის უნდა მოემზადოთ. სავარაუდოდ, სამსახურში სერიოზული პრობლემების მოგვარება ან ახალი პროექტის დაწყება მოგიწევთ, ამიტომ ეცადეთ ღამე დროულად დაიძინოთ და მძიმე დღისთვის ძალები აღიდგინოთ.

მერწყული

ამ დღეს დასვენების შესახებ უნდა დაივიწყოთ - დაგეგმილი საქმეების დასასრულებლად მთელი დღის განმავლობაში ძალიან აქტიური უნდა იყოთ. შესაძლოა რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთებაც კი დაგჭირდეთ. მძიმე ფონის მიუხედავად, ამ დღეს საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრები გელით და რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრას შეძლებთ.

თევზები

ხელსაყრელი დღეა საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებისა და სახლის კეთილმოწყობისთვის. თუ რემონტის დაწყებას ან ავეჯის გადაადგილებას აპირებთ, ახლა ამისთვის საუკეთესო დროა. ენერგიით სავსე ხართ და ადამიანებს ოპტიმისტური განწყობით ხიბლავთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

23 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

22 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

21 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

20 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

19 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

18 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

17 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

16 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

15 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge