იცით თუ არა

ამბობენ, რომ გველი არასდროს გადაცოცდება შალის თოკზე. მართალია თუ არა ეს და რით აიხსნება?

fun time

19:18 ოთხ. 15 ნოემბერი, 2023 წელი

გველი და შალის თოკი

14
დაკოპირებულია

ამბობენ, რომ თუ ღამე უტყეო, სწორ, ბალახით დაფარული სივრცეში დარჩენა მოგიწიათ, გველებისგან თავის დასაცავად, იმ ადგილს, სადაც ღამეს გაათევთ, შალის თოკი უნდა შეამოავლოთ. ერთი შეხედვით, წარუმატებელი იდეაა - როგორ შეაჩერებს ჩვეულებრივი თოკი გველს, რომელიც ხეებზეც კი ძვრება? მაგრამ არსებობს ამ ვერსიის რამდენიმე ახსნა სიზუსტის სხვადასხვა ხარისხით, რომელს დაიჯერებთ და დაიჯერებთ თუ არა საერთოდ, თქვენი გადასაწყვეტია...

 

ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ქვეწარმავალი თოკს სხვა გველს ამსგავსებს და მასზე გადაცოცებას ერიდება, თუმცა ეს ვერსია ნაკლებად სარწმუნოა - გველები იმდენად ჭკვიანები არიან, რომ გარეგნული მსგავსების მიუხედავად, განსხვავების დანახვა შეუძლიათ.

იქნებ შალის თოკის საშუალებით გველებისგან დაცვაზე შეთხზული ისტორიები მხოლოდ ზღაპრებია?

მთლად ასეც არ არის, რადგან თუ შალის ძაფს გამადიდებელი შუშით ან მიკროსკოპით დააკვირდებით, დაინახავთ, რომ მისი „ეკლებიანი“ სტრუქტურა ტანკსაწინააღმდეგო ზღარბს წააგავს. სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ არ უყვართ მწერებს შალის თოკებში ცოცვა, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ გველი ასეთმა დაბრკოლებამ გააჩეროს.

იქნებ შალის შემადგენლობაში იმალება ის, რაც ქვეწარმავლებს აფრთხობს?

როგორც ცნობილია, შალის თოკი ცხვრის მატყლისგან მზადდება, ცხვარი კი გველის ბუნებრივი მტერია. ის ქვეწარმავალს ფეხებით თელავს და მის სოროს ანადგურებს, ამიტომ გველები ცხვარს თითქმის კილომეტრის მანძილზე გრძნობენ და ერიდებიან. სწორედ ცხვართან მტრობის გამო გაურბის გველი შალის თოკის სუნს და მასთან შეხებას. ასე უდაბნოში და სტეპში შალის თოკი ქვეწარმავლებისგან ნამდვილად დაგიცავთ, თუმცა მხოლოდ თოკის იმედად დარჩენაც სარისკოა.

ესეც საინტერესოა:

გველის ნაკბენი - პირველადი დახმარება

რატომ აყლაპებენ აქლემებს ცოცხალ გველებს? (video)

რატომ არ არის ირლანდიაში გველები?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ მოძრაობენ გემები ღამით, განათ...

როგორ მოძრაობენ გემები
ღამით

რატომ არის გასაიდუმლოებული სტივ ჯობ...

რატომ არის
გასაიდუმლოებული სტივ
ჯობსის საფლავი

რატომ უთითებენ წყლის ბოთლებზე ვარგი...

რატომ უთითებენ წყლის
ბოთლებზე ვარგისობის
ვადას

სასწავლო წლის დაწყების დრო მსოფლიოს...

სასწავლო წლის დაწყების
დრო მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყანაში

მხედრული სალამი - რატომ მიაქვთ ამ დ...

რატომ მიაქვთ მხედრული
მისალმების დროს თავთან
ხელი?

„მეცხრე სიმფონიის წყევლა“ — რატომ ე...

მეცხრე სიმფონიის წყევლა

საინტერესო ფაქტები სასკოლო ფორმის შ...

სკოლა Christ's Hospital

რატომ ახურავთ მზარეულებს მაღალი ქუდ...

რატომ ახურავთ მზარეულებს
მაღალი ქუდები?

საინტერესო ფაქტები ადამიანის გულის...

ადამიანის გული