იცით თუ არა

რატომ აყლაპებენ აქლემებს ცოცხალ გველებს? (video)

fun time

17:55 პარ. 10 ნოემბერი, 2023 წელი

რატომ აყლაპებენ აქლემებს
შხამიან გველებს?

14
დაკოპირებულია

ალბათ, ყველამ არ იცის, რომ უდაბნოს ეს ბინადარი შხამიან გველებს მიირთმევს. რატომ ხდება ასე? 

 

ქვეწარმავლების და მწერებისგან განსხვავებით, რომლებიც უდაბნოს მკაცრ პირობებში თავს შესანიშნავად გრძნობენ, ძუძუმწოვრებიდან ასეთ პირობებთან შეგუება მხოლოდ უდაბნოს მელას, კენგურუს და, რა თქმა უნდა, აქლემს შეუძლია.

დიდი წონის (800 კგ) მიუხედავად, აქლემი უდაბნოში მსუბუქად გადაადგილდება და დიდი ტვირთის ტარებაც ადვილად შეუძლია.

უცნაური ფაქტები აქლემების შესახებ

  • მისი სისხლის უჯრედები ოვალურია - მისი სისხლის წითელი უჯრედები სხვა ძუძუმწოვრების სისხლის უჯრედებისგან განსხვავებით, არა მრგვალი, არამედ ოვალურია. ამის წყალობით, სისხლის მოძრაობა მაშინაც კი არ ნელდება, როდესაც დეჰიდრატაციის გამო სქელდება.
  • ნესტოებით სხეულის ტენიანობას ინარჩუნებს - აქლემს ფართო და განსაკუთრებული ფორმის ნესტოები აქვს. ამის დამსახურებით, ამოსუნთქულ ჰაერში შემავალი წყლის მიკროსკოპული წვეთები ნესტოებში ჩაედინება, აქედან პირის ღრუში ხვდება და სხეულის შიგნით ტენიანობას ინარჩუნებს.
  • შეუძლია სხეულის ტემპერატურის გაზრდა ან შემცირება - ღამით ის 34-35℃-მდე ეცემა, დღისით კი 41-მდე იზრდება, რაც ოფლის გამოყოფის საჭიროებას ამცირებს.
  • ისინი ყველაფერს ინელებენ - ეს „უდაბნოს ხომალდები“ გამხმარი ხით დაწყებული, ეკლებით დამთავრებული, ყველაფერს ჭამენ.
  • მათ სრულყოფილი იმუნიტეტი აქვთ - აქლემს არასოდეს ეყრება ვირუსული დაავადებები, რომლებიც სხვა ძუძუმწოვრებს კლავს.

თუ ასეთი სრულყოფილი იმუნიტეტი აქვს, გველების ჭამა რაში სჭირდება?

საქმე ისაა, რომ ძალიან იშვიათად, აქლემიც ავად ხდება. ზოგჯერ, ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ, ის საკვებისა და წყლის მიღებაზე სხვადასხვა მიზეზის გამო უარს ამბობს. ამ დროს აქლემს პირში გველს უდებენ და მის ცოცხლად გადაყლაპვას აიძულებენ, შემდეგ კი პირში ბევრ წყალს ასხამენ.

გველის მონელებისას აქლემი მთლიანად ოფლიანდება. ზედმეტი სითხის გამოთავისუფლების შემდეგ, უმეტეს შემთხვევაში, აქლემი თავს უკეთ გრძნობს, წყალს სვამს და გამოჯანმრთელდება.

ამის შემდეგ „უდაბნოს ხომალდს“ თავის მორიგ მოგზაურობაში გამგზავრება შეუძლია და თავის პატრონს კიდევ დიდხანს მოემსახურება.


ესეც დაგაინტერესებთ:

გველის ნაკბენი - პირველადი დახმარება

გველების კუნძული, სადაც ადამიანის ფეხი აკრძალულია!

რატომ არ არის ირლანდიაში გველები?

გველის ღვინო - გარისკავთ დალევას?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ და როდის გამოიგონა ცხვირსახოცი?

ვინ და როდის გამოიგონა
ცხვირსახოცი?

რატომ თესავენ მზესუმზირას ბირთვული...

მზესუმზირა ბირთვული
კატასტროფის ადგილებში

რატომ უყვართ მოხუცებს სიარულისას ხე...

რატომ უყვართ მოხუცებს
სიარულისას ხელების ზურგს
უკან დაწყობა

ვინ იყო ანდერს ცელსიუსი?

ვინ იყო ცელსიუსი?

ოკეანეებში წყლის დინება აჩქარდა - ყ...

ოკეანეებში წყლის დინება
აჩქარდა

რატომ პასუხობენ ადამიანები კითხვას...

რატომ პასუხობენ
ადამიანები კითხვას
კითხვით?

დაკონსერვებული თევზის სასარგებლო თვ...

სასარგებლოა თუ არა თევზის
კონსერვი?

როგორ გაჩნდა გამოთქმა „კედლებსაც ყუ...

გამოთქმა „კედლებსაც
ყურები აქვს“

ახალი კვლევა - ქორწინების ხანგრძლივ...

ქორწინების ხანგრძლივობა