იცით თუ არა

არეული სახლი - ამის უკან 8 ფსიქოლოგიური მიზეზი იმალება!

fun time

14:00 ორშ. 8 მარტი, 2021 წელი

რა ფსიქიკურ პრობლემებზე
ადამიანის უწესრიგობა

14
დაკოპირებულია

ადამიანის ფსიქოლოგიური პორტრეტი შესაძლებელია მისი სახლის დათვალიერებით აღწეროთ. თუ სახლში ქაოსია, ნაგვის ვედრო სავსეა, სამზარეულოში კი გასარეცხი ჭურჭლის მთები დგას, ეს შეიძლება სახლის პატრონის ფსიქიკურ პრობლემებზე მიუთითებდეს.

 

როგორც წესი, ადამიანი, რომელიც ქაოსში ცხოვრობს, ამით კონტროლის მიმართ პროტესტს გამოხატავს.

ასეთი პათოლოგია, ძირითადად, ახასიათებთ მათ, ვინც ბავშვობაში სერიოზული ფსიქოლოგიური ტრავმა გადაიტანეს.
მათ არ შეუძლიათ თავიანთ ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღება და ურჩევნიათ, საკუთარ პრობლემებსა და წარუმატებლობაში სხვები დაადანაშაულონ.

არეული სახლი ადამიანის მდგომარეობას გამოხატავს. ჩვეულებრივ, ასეთი ადამიანები ქრონიკულ დეპრესიაში იმყოფებიან. ვცადოთ და ერთად გავერკვეთ, რომელი ჩვევები შეიძლება ფსიქოლოგიურ პრობლემებზე მიუთითებდეს?

რა პრობლემების შესახებ გვიამბობს თქვენი სახლი?

თუ ნივთები, კარადის ნაცვლად, ჩვეულებრივ ყუთებში ინახება და სახლის მფლობელი საჭირო ადგილზე მათ განთავსებას არ ჩქარობს, ის შეიძლება იანუსივით, ორსახიანი ადამიანი იყოს, რომელსაც საზოგადოება სხვა სახით იცნობს, სინამდვილეში კი სულ სხვაა. მათთვის მთავარია საკუთარი იმიჯის შესახებ შექმნილი მითის გადარჩენა.

თუ სახლი ურემონტოა, ეს ნიშნავს, რომ ადამიანს საკუთარი პრობლემების გადაჭრა უჭირს. ის სხვების დახმარებას ელოდება, რათა თავისი მოვალეობები გადააბაროს. ასეთი ადამიანები სამყაროს ვარდისფერი სათვალით უყურებენ და რეალობას მოწყვეტილები არიან.

თუ სუფრაზე ქაოსია, ეს დიასახლისის ამპარტავნებაზე მიუთითებს. არეული სუფრა შეიძლება შემოქმედებით ბუნებაზეც მეტყველებდეს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ დიასახლისი საჭირო ნივთს ადვილად პოულობს.

თუ სახლში გაურეცხავი ჭურჭლის, ჭუჭყიანი თეთრეულისა და ნაგვის გროვებია, მაშინ თქვენ წინაშეა ადამიანი, რომელსაც ნებისმიერი საქმის სამომავლოდ გადადება უყვარს. „ხვალ გავაკეთებ“ - მისი საყვარელი ფრაზაა.

თუ სახლში სიცარიელის გრძნობა გეუფლებათ, თქვენ წინაშეა ადამიანი, რომელიც ზეციურ მანანას ელოდება. ის გამუდმებით სასწაულს ელის, რომელსაც მის ცხოვრებაში სხვა ადამიანები შემოიტანენ, თავად კი თითს არ გაანძრევს. ეს არ ეხებათ ადამიანებს, რომლებიც ბევრს მოგზაურობენ ან ხშირად მივლინებაში იმყოფებიან.

თუ სახლში სამზარეულოა ჭუჭყიანი, სახლის პატრონი ქრონიკული დეპრესიის მქონე ადამიანია. ყველაზე ზარმაცი ადამიანიც კი ცდილობს, სამზარეულოში სისუფთავე შეინარჩუნოს, ესაა ადგილი, სადაც საკვები მზადება. თუ ადამიანისთვის ჭუჭყიანი სამზარეულო პრობლემას არ წარმოადგენს, სახეზეა ქრონიკული დეპრესიული მდგომარეობა.

თუ სახლში აბაზანაა ჭუჭყიანი, გულგრილობაზე და სტრესზე მიუთითებს. როგორც წესი, აბაზანა ის ადგილია, სადაც საკუთარ თავთან მარტო დარჩენა შეგიძლიათ. თუ ასეთ ადგილზე სიბინძურეა, მაშინ ადამიანი სრულ ინფანტილიზმსა და სტრესშია.

ძველი და უსარგებლო ნივთებით სავსე ბინა ნერვული სისტემის პრობლემებზე მიუთითებს. ნივთების დაგროვება როგორც წესი, კონსერვატორებს უყვართ, რომლებიც სიახლეებს ვერ იტანენ.

ფსიქოლოგიურ პრობლემებზე სტერილური სისუფთავეც შეიძლება მიუთითებდეს. როგორც წესი, ეს სინდრომი პერფექციონისტებს ახასიათებთ, რომლებსაც ბაქტერიებისა და ინფექციების ძალიან ეშინიათ. ყურადღების გადასატანად, ისინი მუდმივად წმენდენ და ალაგებენ ბინას.

თუ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, პრობლემურ მდგომარეობებს შორის შუალედს იპოვით, ეს თქვენი ფსიქოლოგიური სტაბილურობისა და პიროვნულ სიმწიფის ნიშანი იქნება.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ ითხოვს კატა დახმარებას - 4 სი...

როგორ ითხოვს კატა
დახმარებას

მეცნიერებმა გაარკვიეს, რატომ აქვთ კ...

მეცნიერებმა გაარკვიეს,
რატომ აქვთ კატებს
ვერტიკალური გუგები

როგორ ცხოვრობენ ქალაქში, სადაც ორი...

სოფელი ბარლი (Baarle) - ორი
ქვეყნის საზღვარი

რატომ აძინებდნენ სსრკ-ში ბავშვებს ს...

რატომ აძინებდნენ სსრკ-ში
ბავშვებს სიცივეში?

რატომ მალავენ კატები საკუთარ ექსკრე...

კატის ტუალეტი

რას ნიშნავს სიტყვა ორკი

რას ნიშნავს სიტყვა ორკი

რატომ ჭამენ ჩინელები ჩიტის ბუდეებს?

სალაგანის ბუდე

რატომ არ სვამს ალკოჰოლს ტრამპი? - 1...

დონალდ ტრამპი მამასთან
ერთად

რატომ იკეთებს მართლმადიდებელი საქორ...

საქორწინო ბეჭედი
მარჯვენა ხელზე