იცით თუ არა

ძროხის შარდი და კორონავირუსი - უცნაური მეთოდები ვირუსის წინააღმდეგ

fun time

12:00 ხუთ. 15 ივლისი, 2021 წელი

კორონავირუსის ხალხური
„წამალი“

14
დაკოპირებულია

სანამ მსოფლიოს საუკეთესო მეცნიერები ახალი კორონავირუსის სამკურნალო საშუალებას ეძებენ, ზოგი ადამიანი საკუთარი თავისა და სხვა ადამიანების განკურნებას უძველესი მეთოდებით ცდილობს...

 

ინდოეთი

ისევე, როგორც ბევრ უძველეს კულტურაში, ინდოეთში ძროხა ოდითგანვე მარჩენალ ცხოველად ითვლებოდა. ძროხის ყოლა რძის, რძის ნაწარმისა და საწვავის (ნეხვის) წყაროს ნიშნავდა, ამიტომ მისი მოკვლა მთელი ოჯახის გაღატაკებას უდრიდა.
ინდოელებს სწამთ, რომ ძროხას მხოლოდ ადამიანის რჩენა კი არა, მისი მკურნალობაც შეუძლია. ამიტომ მიიჩნევენ, რომ ძროხის შარდს, უკვდავების წყაროს მსგავსად, ყველა დაავადების განკურნება შეუძლია, მაგრამ შარდი მხოლოდ „უბიწო“ ძროხის უნდა იყოს და მისი დალევა მზის ამოსვლამდე უნდა მოასწროთ.

თურქმენეთი

თურქმენეთის პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ ვირუსებთან ბრძოლა ექიმებზე და ინფექციონისტებზე უკეთ შეუძლია და მოსახლეობას კორონავირუსთან ბრძოლის სტრატეგია შესთავაზა, რომლის თანახმად, საცხოვრებელი სივრცე ჰარმალას (Peganum harmala) კვამლით უნდა დამუშავდეს და ეს ნებისმიერი ვირუსისგან დაგიცავთ.

სახელმწიფოს მეთაურის თქმით, ამ მცენარეს საოცარი სამკურნალო თვისებები აქვს. გარდა ამისა, თურქმენების წინაპრები ასეთ მნიშვნელოვან რიტუალს ყოველი მნიშვნელოვანი მოვლენის წინ ატარებდნენ, ხოლო წინაპრები არასდროს ცდებიან.

ჩეჩნეთი

კორონავირუსთან ბრძოლის საკუთარი მეთოდები ჩეჩნეთის ლიდერსაც აქვს. რამზან კადიროვმა თანამემამულეებს ურჩია, რომ სიმშვიდე შეინარჩუნონ და რაც შეიძლება მეტი ლიმონიანი და თაფლიანი წყალი და ნიორი მიირთვან, რომელიც სისხლს წმენდს.

🔰🔰🔰:

ძილის ვირუსი - წინა საუკუნის ერთ-ერთი ამოუცნობი დაავადება


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რომელია კაცის უძველესი პროფესია და...

რომელია კაცის უძველესი
პროფესია

როგორ უძლებს კოდალა ხეზე გამუდმებით...

როგორ უძლებს კოდალა ხეზე
გამუდმებით კაკუნს?

რატომ არ შეიძლება ეგვიპტიდან და მალ...

ნიჟარები და მარჯნები
ეგვიპტიდან და მალდივის
კუნძულებიდან

ისტორიული ფაქტები, რომელთა დაჯერება...

ჩინელი მეკობრე ქალი ჟენგ ი
საო

შეამოწმეთ — ხართ თუ არა დედამიწის პ...

პლანეტა დედამიწა და
ინფორმაცია მისი
მოსახელობის შესახებ

როგორ უმკლავდებოდნენ სიცხეს მსოფლიო...

ნიუ იორკი, 1911 წელი, სიცხე

რატომ უნდა შეეხოთ მთქნარებისას ენას...

რატომ უნდა შეეხოთ
მთქნარებისას ენას?

ვინ გამოიგონა ლუდი?

ვინ გამოიგონა ლუდი?

რისთვის სჭირდება ადამიანს თითის ანა...

თითის ანაბეჭდები