იცით თუ არა

ჰყავდა თუ არა სტალინს ორეული? მეორე მსოფლიო ომის იშვიათი, საარქივო ფოტოები

fun time

12:00 კვი. 9 მაისი, 2021 წელი

დადაევი და სტალინი

14
დაკოპირებულია

კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი, რომელმაც 60 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 1937 წლის 7 ივლისს იაპონია-ჩინეთის ომითა და 1939 წლის 1-ელ სექტემბერს პოლონეთზე ფაშისტური გერმანიის თავდასხმით დაიწყო.

გერმანიის საბოლოო მიზანი მსოფლიოს ბატონობა იყო, რაზედაც გერმანიის კანცლერი ადოლფ ჰიტლერი თავის წიგნში „ჩემი ბრძოლა“ წერდა: „გერმანია იქნება მსოფლიოში გაბატონებული ძალა ან საერთოდ არ იქნება“.

ჰიტლერის გეგმის თანახმად, დაპყრობილი საბჭოთა კავშირი რაიხსკომისრების მმართველობის ქვეშ დაყოფილი ოლქების სახით განაგრძობდა არსებობას. აქედან ბელორუსები, უკრაინელები და ბალტიისპირელები - „საარსებოდ ვარგისად“, ხოლო რუსები „დაბალ რასად“ იქნა შეფასებული.

1941 წლის 22 ივნისის დილას, ვერმახტის 149 დივიზიამ სსრკ-ის საზღვრები გადალახა. ჰიტლერმა გადაწყვიტა ოპერაცია „ბარბაროსას“ განხორციელება, რომელიც ელვისებურ ომს და 1941 წლის ზამთრამდე საბჭოთა კავშირის ევროპული ნაწილის დაკავებას ითვალისწინებდა.
ფაშისტური გერმანიისთვის მუშაობდა თითქმის მთელი ევროპის მრეწველობა, სოფლის მეურნეობა და ტრანსპორტი. საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ იბრძოდა გერმანიის უძლიერესი 66 დივიზია და13 ბრიგადა.

ოპერატიული ინფორმაციის მიუხედავად, საბჭოთა არმია მტერს მოუმზადებელი შეხვდა, თუმცა შეძლო ომში გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება.

1942 წლის 19 ნოემბერს დაიწყო საბჭოთა ჯარების კონტრშეტევა სტალინგრადთან. ეს იყო ომების ისტორიაში ერთ-ერთი უსასტიკესი და სისხლიანი ბრძოლა, რომელშიც გერმანელებმა უზარმაზარი მსხვერპლი ნახეს.

1943 წელს კურსკის ბრძოლებში ფაშისტური გერმანიის განადგურების შემდეგ მეორე მსოფლიო ომის მსვლელობაში ძირითადი გარდატეხა მოხდა. ფაშისტური გერმანია იძულებული გახდა, სტრატეგიულ თავდაცვაზე გადასულიყო.

ომის მსვლელობამ ცხადყო, რომ სსრკ-ს შეეძლო საკუთარი ძალებით გერმანიასთან გამკლავება და ევროპის ფაშისტური უღლისგან გათავისუფლება. ევროპის გასაბჭოების პერსპექტივამ დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის მმართველი წრეები აიძულა, დასავლეთ ევროპაში ლა-მანშის მხრიდან შეჭრა და „მეორე ფრონტის გახსნა“ დაეჩქარებინათ.

1944 წელს გერმანელებისგან საფრანგეთი გათავისუფლდა, იმავე წელს გათავისუფლდა ბელორუსი და ლიტვის ნაწილი, შემდეგ პოლონეთი და იუგოსლავია.

1945 წლის 4-11 თებერვალს იალტაში შედგა სსრკ-ს, აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის ხელმძღვანელთა კონფერენცია, რომელზეც მოკავშირეები შეთანხმდნენ, რა ზონების ოკუპაციას მოახდენდნენ... ბერლინი საბჭოთა კავშირს ხვდა წილად.

1945 წლის 16 აპრილს დაიწყო ბერლინზე გრანდიოზული შეტევა მარშალ ჟუკოვის ხელმძღვანელობით, რაც გერმანიის დედაქალაქის აღებით დასრულდა.

ბერლინის აღებისას დაიღუპა 80 000 წითელარმიელი, 100 000 მეტი გერმანელი და 200 000-მდე სამოქალაქო პირი. 30 აპრილს ჰიტლერმა თავის ბუნკერში თავი მოიკლა.
8 მაისს შუაღამისას, გერმანიის უმაღლესი მთავარსარდლობის წარმომადგენლებმა, ფელდმარშალ კაიტელის მეთაურობით, გერმანიის შეიარაღებული ძალების უსიტყვო კაპიტულაციის აქტს მოაწერეს ხელი.

მეორე მსოფლიო ომმა უმძიმესი ადამიანური ზარალი მიაყენა საქართველოს. ომის დროს სამხედრო სამსახურში გაიწვიეს ნახევარ მილიონზე მეტი კაცი. მათგან 200 000 დაიღუპა ან უგზო-უკვლოდ დაიკარგა. 100 000 ხეიბარი დაბრუნდა.

🔴 მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანიის ნაცისტური ხელისუფლებისა და მისი მოკავშირეების მიერ განხორციელდა ებრაელების, ბოშების, ჰომოსექსუალებისა და სხვა უმცირესობების გენოციდი, რა დროსაც გაანადგურეს 6 მილიონზე მეტი ებრაელი, მათ შორის 1,1 მილიონი ბავშვი იყო.


🔴 სტალინი არასოდეს იშორებდა პისტოლეტს. კიტელის მარცხენა მხარეს მდებარე შიდა ჯიბეში სპეციალური მეტალის რგოლი იყო ჩაკერებული, რომელზეც იარაღი მაგრდებოდა.


🔴 სტალინი არასოდეს წვებოდა აბაზანაში. ის სპეციალურ, დაკიდებულ სკამზე ჯდებოდა და შხაპის ქვეშ ბანაობდა.

🔴 სტალინს რამდენიმე თანდაყოლილი დეფექტი ჰქონდა. 1885 წელს მას ფაეტონი დაეჯახა, რის შემდეგაც ხელისა და ფეხის სერიოზული დაზიანებები მიიღო. წლების წინათ მიღებული ტავმების გამო, სტალინი მარცხენა ხელს ბოლომდე ვერ შლიდა, ამიტომ ის მარჯვენაზე მოკლე ჩანდა.

🔴 ცნობილია, რომ ჰიტლერი თავისი გამოსვლებით ქალებს აღაფრთოვანებდა. მას უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა, მაგრამ, როგორც კი რომელიმე მათგანი ფიურერთან დაახლოებას შეძლებდა, მისი ცხოვრება ჯოჯოხეთს ემსგავსებოდა. სუზი ლიპტაუერმა ჰიტლერთან გატარებული ერთადერთი ღამის შემდეგ თავი ჩამოიხრჩო, გელი რაუბალმა თავი მოიკლა. ევა ბრაუნს, რომელმაც ყველაზე დიდხანს გაძლო ფიურერის გვერდით, თვითმკვლელობის ორი წარუმატებელი ცდა ჰქონდა, თუმცა მესამე მცდელობაზე მიზანს მიაღწია.

🔴 მეორე მსოფლიო ომის დროს, პარიზის ერთ-ერთმა ტაძარმა ათასობით ებრაელი სიკვდილს გადაარჩინა. აქ მალულად გასცემდნენ ყალბ მუსლიმანურ დაბადების მოწმობებს ებრაელებისთვის.

🔴 მეორე მსოფლიო ომის დროს, ბრიტანეთის ამჟამინდელი დედოფალი ელისაბედ მეორე თითქმის ერთი წლის მანძილზე, სანიტარიული ავტომობილის მძღოლ-მექანიკოსად მუშაობდა.


🔴 იაპონიის შეიარაღებული ძალების სამხედრო დაზვერვის უმცროსი ლეიტენანტი ჰირო ომის დროს, კუნძულ ლუბანგზე ცხოვრობდა და მოწინააღმდეგის შესახებ ინფორმაციას აგროვებდა. ეჭვიანმა მზვერავმა 1945 წელს ომის დამთავრების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია მტრის სატყუარად მიიჩნია და ომში დამარცხება მხოლოდ მისი დასრულებიდან 27 წლის შემდეგ, 1974 წელს აღიარა, როცა იაპონიის საიმპერატორო არმიის ყოფილი ოფიცერი იოსიმი ტანიგუტი პირადად ეწვია და ომის დასრულების შესახებ ამცნო.

🔴 ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტ ემილ ჰახას ჰიტლერთან კაპიტულაციაზე მიმდინარე მოლაპარაკების დროს გულის შეტევა დაემართა, თუმცა უმძიმესი მდგომარეობის მიუხედავად, იძულებული იყო, კაპიტულაციის აქტზე ხელი მოეწერა.

🔴 გერმანული ოკუპაციის პერიოდში, ფრანგებმა ეიფელის კოშკზე ლიფტის სადენები ისე დააზიანეს, რომ ჰიტლერს კოშკზე ასვლა ვერ მოეხერხებინა. ოკუპანტს სხვა არაფერი დარჩენოდა, რომ ეიფელის ფონზე ფოტოების გადაღებასა და პოზირებას დასჯერებოდა.

🔴 ასე ზეიმობენ 9 მაისს ლონდონელები.

🔴 1945 წლის 2 მაისი. ბერლინის დაცვის უფროსი ვეიდლინგი მოკავშირეთა არმიას ტყვედ ჰბარდება.


🔴 რაიხსკანცელარიის ნანგრევებში ჰიტლერის ორეულის ცხედარი აღმოაჩინეს. ცხედრის ამოსაცნობად სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება გახდა საჭირო. ჰიტლერის ფოტოს დახმარებით, რომელზეც მკაფიოდ ჩანდა ფიურერის ყურის ნიჟარა (ის ყველა ადამიანს განსხვავებული აქვს), დადგინდა, რომ გარდაცვლილი ჰიტლერი არ იყო. მოგვიანებით გავრცელდა ხმები, რომ ცხედარი ფიურერის კამერდინერს ეკუთვნოდა, რომელიც თავის სახელგანთქმულ ხელმძღვანელს წყლის ორი წვეთივით ჰგავდა.

🔴 საფრანგეთის განთავისუფლების შემდეგ, ფრანგებმა გადაწყვიტეს, ასე დაესაჯათ გერმანელ სამხედროებთან სასიყვარულო კავშირებში შემჩნეული ფრანგი ქალები. შედეგად, ათი ათასამდე ფრანგი ქალი კულულების გარეშე დარჩა. ფოტო 1944 წლის 29 აგვისტოს, ქალაქ მონტელიმარშია გადაღებული.


🔴 1942 წელი. ასე ერთობა უმსხვილესი სიკვდილის ბანაკის - ოსვენციმის მომსახურე პერსონალი.

🔴 საბჭოთა კავშირში დიდი ხნის მანძილზე ვრცელდებოდა ხმები, რომ სტალინს საიდუმლო ორეული ჰყავდა, რომელიც გარკვეულ შემთხვევებში ცვლიდა. საიდუმლოს ფარდა მხოლოდ სტალინის გარდაცვალებიდან 55 წლის შემდეგ აეხადა, როცა 85 წლის გენერალ-ლეიტენანტმა ფელიქს დადაევმა სიმართლის თქმა გაბედა. როგორც გაირკვა, ყოფილი მოცეკვავე და მსახიობი კრემლში საბჭოთა უშიშროების სამსახურმა მიიწვია და სტალინის დუბლიორად მუშაობა შესთავაზა. 2008 წელს დადაევმა წიგნი გამოსცა, რომელშიც უმცირეს დეტალებამდე აღწერა, როგორ უწევდა ბელადის როლის თამაში სხვადასხვა დემონსტრაციებზე, სამხედრო აღლუმებზე და ა.შ. 1940 წელს გადაღებულ ფოტოზე სტალინი და მისი ორეული, 25 წლის ფელიქს დადაევი არიან აღბეჭდილნი: მარცხნივ - სტალინი, მარჯვნივ - დადაევი.

დადაევი დღეს ცოცხალია - ის 98 წლისაა.

🔴 სტალინის უფროსი შვილი იაკობ ჯუღაშვილი ომის დაწყების პირველივე წელს გერმანელებს ტყვედ ჩაუვარდათ. „ძვირფასო მამა! მე ტყვედ ამიყვანეს. კარგად მეპყრობიან. მალე გერმანიაში, ტყვე სამხედრო ოფიცრების ბანაკში გადამიყვანენ. მადლობა ყველაფრისთვის. იაშა“, - წერდა იაკობი მამას.
რამდენიმე თვის შემდეგ გერმანელებმა სტალინს სტალინგრადთან ტყვედ აყვანილი ფერდმარშალის ფრიდრიხ ფონ პაულიუსის იაკობზე გაცვლა შესთავაზეს. ჯარისკაცს ფელდმარშალზე არ ვცვლი, - ასეთი იყო პასუხი.
რამდენიმე წლის წინათ გრიფი „საიდუმლო“ მოეხსნა დოკუმენტებს, სადაც იაკობ ჯუღაშვილის დაღუპვის გარემოებებზე იყო საუბარი. როგორც ჩანს, გერმანელებმა სტალინის შვილი დაუმორჩილებლობის გამო დახვრიტეს. მას თავში ესროლეს. იაკობმა უარი განაცხადა, ბანაკში დადგენილ წესებს დამორჩილებოდა.

🔴 1944 წლის 17 ივლისი. წითელი არმიის მიერ ოპერაცია „ბაგრატიონის“ დასრულების შემდეგ, მოსკოვის ქუჩებში ათობით ათასი გერმანელი ტყვე ჩაატარეს. ამ ოპერაციის შესახებ ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი. მისი მიმდინარეობისა და დეტალების შესახებ მხოლოდ რამდენიმე ისტორიკოსმა თუ იცის.

🔴 1942 წელი. გერმანელ ტყვეებს გერმანულ საკონცენტრაციო ბანაკებში გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს აყურებინებენ. ფოტოზე მათი რეაქციაა აღბეჭდილი.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი კვლევა - ქორწინების ხანგრძლივ...

ქორწინების ხანგრძლივობა

როგორ დავკიდოთ ხატები სახლში

როგორ დავკიდოთ ხატები
სახლში

როგორ გამოიყურებოდა სანტა კლაუსის პ...

სანტა კლაუსის პროტოტიპი

რატომ ლაპარაკობენ თუთიყუშები?

თუთიყუშის ლაპარაკი

ნაძვის ხის მატარებელი - ერთი საშობა...

ნაძვის ხის მატარებელი

სად მიდის ტყვია ჰაერში სროლის შემდე...

სად მიდის ტყვია ჰაერში
სროლის შემდეგ?

როდის შეიძლება ნიადაგი გაუვარგისდეს...

სიცოცხლისთვის უვარგისი
მიწა

რას გულისხმობდა რომაელი პოეტი, როდე...

დეციმუს იუნიუს იუვენალი

როგორ ითხოვს კატა დახმარებას - 4 სი...

როგორ ითხოვს კატა
დახმარებას