იცით თუ არა

იაპონელებმა შექმნეს გაზეთი, რომელიც წაკითხვის შემდეგ შეგიძლიათ, მიწაში ჩარგოთ და იყვავილებს

fun time

13:58 ოთხ. 19 მაისი, 2021 წელი

მწვანე გაზეთი

14
დაკოპირებულია

ყოველდღიური იაპონური გაზეთის Mainichi Newspapers გამომცემელმა  ე.წ. მწვანე გაზეთი შექმნა. უჩვეულო გაზეთი გადამუშავებულ ბიო  ქაღალდზე დაიბეჭდა, რომელშიც ბალახი ან ყვავილების თესლია დატანებული.

 

საინტერესო სტატიების გაცნობის გარდა, „მწვანე გაზეთი“ თავის მკითხველს ლამაზი და სურნელოვანი ყვავილებითაც გაახარებს. ამისთვის საჭიროა გაზეთის დახევა, მიწაში ჩარგვა და პერიოდულად მორწყვა. გარკვეული დროის შემდეგ გაზეთი ყვავილობას დაიწყებს.

იაპონური საზოგადოება საინტერესო გარემოსდაცვით ინიციატივას სიხარულით შეხვდა. რა თქმა უნდა, „მწვანე გაზეთი“ სასწრაფოდ დაიტაცეს, მათაც კი, ვინც ადრე Mainichi Newspapers -ის მკითხველი არ იყო. კრეატიული იდეის განხორციელების შედეგად, გაზეთის ტირაჟი მნიშვნელოვნად გაიზარდა და დღეში 4 მილიონზე მეტ ეგზემპლარს მიაღწია, რამაც კომპანიას, დაახლოებით, 700 ათასი დოლარის მოგება მოუტანა.

ექსპერიმენტის მსვლელობისას „მწვანე გაზეთის“ გამომცემლები კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ გაზეთს შეუძლია გადაწყვიტოს გადამუშავების პრობლემა, შეამციროს ატმოსფეროში ნახშირორჟანგის გამონაბოლქვი და ხალხის ყურადღება მიიპყროს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ მოძრაობენ გემები ღამით, განათ...

როგორ მოძრაობენ გემები
ღამით

რატომ არის გასაიდუმლოებული სტივ ჯობ...

რატომ არის
გასაიდუმლოებული სტივ
ჯობსის საფლავი

რატომ უთითებენ წყლის ბოთლებზე ვარგი...

რატომ უთითებენ წყლის
ბოთლებზე ვარგისობის
ვადას

სასწავლო წლის დაწყების დრო მსოფლიოს...

სასწავლო წლის დაწყების
დრო მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყანაში

მხედრული სალამი - რატომ მიაქვთ ამ დ...

რატომ მიაქვთ მხედრული
მისალმების დროს თავთან
ხელი?

„მეცხრე სიმფონიის წყევლა“ — რატომ ე...

მეცხრე სიმფონიის წყევლა

საინტერესო ფაქტები სასკოლო ფორმის შ...

სკოლა Christ's Hospital

რატომ ახურავთ მზარეულებს მაღალი ქუდ...

რატომ ახურავთ მზარეულებს
მაღალი ქუდები?

საინტერესო ფაქტები ადამიანის გულის...

ადამიანის გული