იცით თუ არა

კენტი თუ წყვილი - რამდენი ყვავილი უნდა იყოს თაიგულში?

fun time

12:45 ოთხ. 21 აპრილი, 2021 წელი

რამდენი ყვავილი უნდა იყოს
თაიგულში?

14
დაკოპირებულია

რამდენი ყვავილისგან უნდა შედგებოდეს დაბადების დღისა თუ დაკრძალვის ცერემონიისთვის განკუთვნილი თაიგული? როგორც აღმოჩნდა, მათი რაოდენობა უსიტყვოდ მეტყველებს იმ ადამიანის მიზნებსა და გრძნობებზე, ვინც თაიგულს აჩუქებს.

გახსოვდეთ, ქალებს მხოლოდ კენტი რაოდენობის ყვავილებისგან შემდგარი თაიგული უნდა აჩუქოთ;

წყვილი ყვავილი სამძიმრის ცერემონიებზე მიაქვთ! მართალია, ეს სულაც არ გახლავთ ეკლესიის მიერ დადგენილი ნორმა, მაგრამ რადგან ძალიან გავრცელებულია, შეიძლება, თქვენი მხრიდან მისი უგულებელყოფა თაიგულის ადრესატმა არასწორად აღიქვას.

ყვავილი პაემნისთვის

პირველი პაემნისთვის 5 ყვავილისგან შემდგარი თაიგული შეიძინეთ - ეს ნეიტრალური თაიგულია, რომელსაც ისეთ ადამიანებს უძღვნიან საჩუქრად, ვისაც კარგად არ იცნობენ.

3 ყვავილს მხოლოდ საყვარელ ადამიანს აჩუქებენ.

ბედნიერ ქორწინებაში მყოფ ცოლებს უმჯობესია, 11 ვარდისგან შემდგარი თაიგული მიართვათ.

25 წითელი ვარდი სიყვარულის უსიტყვოდ ახსნას ნიშნავს, 29 ვარდი კი მარადიული სიყვარულის სიმბოლოა.

თუ ქალის მიმართ განსაკუთრებით ამაღლებულ გრძნობას განიცდით, 101 ვარდის კალათა უნდა მიართვათ.

იუბილეებსა და დაბადების დღეებზე იმდენი ყვავილი მიაქვთ, რამდენი წლისაც იუბილარია.

8 მარტს უპირატესობას მომცრო ზომის თაიგულებს ანიჭებენ, თუმცა, ერთი ვარდის ჩუქებაც დასაშვებია. ყვავილების ენაზე, ერთი ვარდი გაუბედავ სიყვარულს ნიშნავს, ამიტომ მისი ჩუქება პირველ პაემანზეც შეიძლება. ეს ინტერესისა და სიმპათიის ნიშანია.

რაც შეეხება ყვავილების ფერს:

ახალგაზრდა გოგონებს ღია და პასტელის ფერის კოკრებს აჩუქებენ.
ასაკოვანი ქალბატონებისთვის კი მკვეთრი ფერის გაშლილ ვარდებს არჩევენ.

ყვავილების არჩევის დროს ქალის თმის ფერზე ორიენტირებაც შეიძლება:

მუქთმიან ქალებს დიდი ზომისა და კაშკაშა ფერის ყვავილები იზიდავთ, ქერები კი უპირატესობას მომცრო ზომის, თეთრ ან კრემისფერ ყვავილებს ანიჭებენ. ჟღალი თმებისთვის შესაფერისია ცისფერი ან იასამნისფერი შეფერილობის კოკრები.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მეცნიერებმა ეკოლოგიურად ყველაზე სუფ...

ცისარტყელა კალმახი

რატომ სვამენ ჩაის თურქები მსხლის ფო...

თურქული ჩაის კულტურა

რომელი ხის დარგვა არ შეიძლება სახლთ...

რომელი ხის დარგვა არ
შეიძლება სახლთან ახლოს

როგორ შევინახოთ ბურღული ისე, რომ ჩრ...

როგორ შევინახოთ ბურღული

ორჯერ ადუღებული წყალი მავნებელი არ...

ორჯერ ადუღებული წყალი
მავნებელია არ არის

შეიძლება თუ არა დამტენის დენის წყარ...

ელექტრომოწყობილობების
უსაფრთხოება

რამდენ ხანს შეუძლია ადამიანს ფეხზე...

რამდენ ხანს შეუძლია
ადამიანს ფეხზე დგომა?

შვილის უჯრედები დედის სხეულში სამუდ...

ნაყოფის მიკროქიმერიზმი

მინის ბოთლებში მეტი მიკროპლასტიკი ა...

მინა თუ პლასტმასასა