ხის ავეჯი და გათბობის რადიატორი - შეიძლება თუ არა მათი ერთმანეთთან ახლოს დადგმა?
18:00 ოთხ. 12 მაისი, 2021 წელი

ავეჯის გარეშე კი თანამედროვე ბინა წარმოუდგენელია, ამიტომ ეს კითხვა - შეიძლება თუ არა რადიატორთან ახლოს ავეჯის მიდგმა? - არ უნდა გამოგრჩეთ: ა) ბინის რემონტის დროს, როდესაც გათბობის მონტაჟი იწყება და სახლის დიზაინი იგეგმება, რომელშიც გეგმავთ, თუ სად უნდა განთავსდეს ავეჯი; ბ) ზოგადად, როცა ახალი ავეჯის ყიდვა გაქვთ გადაწყვეტილი.
ოთახში ავეჯის განლაგებისთვის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა გათბობის რადიატორები - ისინი ხომ, პრაქტიკულად, ყველა ოთახშია დამონტაჟებული და მათი სიმხურვალე გათბობის სეზონზე 60-70 გრადუსი C და ზოგჯერ მეტიც არის ხოლმე.
ამიტომ ჩნდება ეს ლოგიკური და ლეგიტიმური კითხვები: შეიძლება თუ არა გათბობის რადიატორთან ახლოს ხის ავეჯის დადგმა; რა არის საჭირო იმისთვის, რომ გათბობის სეზონზე ავეჯი არ დაზიანდეს და უსაფრთხოებისთვის რა მანძილით დაშორებაა ოპტიმალური?
შეიძლება თუ არა, ნატურალური ხის ავეჯი გათბობის რადიატორთან ახლოს დავდგათ?
ცხადია, ყველა ბინაში არ არის სათანადო ფართი კომფორტული ყოფისთვის. ამასთან, შეზღუდულ სივრცეში აუცილებელია მინიმალური ავეჯის დადგმა მაინც: საწოლის, ტუმბოების, კომოდის, დივნის, ჟურნალების მაგიდის, თანაც ისე, რომ ოთახის სივრცე რაციონალურად იქნეს გამოყენებული.
სწორედ სივრცის მაქსიმალურად ათვისების სურვილით ბევრი უშვებს ამ გავრცელებულ შეცდომას - ავეჯს (უფრო ხშირად ეს არის ხოლმე: მისაღები ოთახის მაგიდა და სკამები, ტანსაცმლის კარადა, საძინებლის კომოდი, რბილი სავარძელი) გათბობის რადიატორებთან ძალიან ახლოს დგამს. ერთი მხრივ, ეს მართლაც იძლევა სივრცის ეკონომიის საშუალებას, მაგრამ, მეორე მხრივ, ქმნის საფრთხეს, რომ გარკვეული დროის შემდეგ ავეჯმა, სითბოს ზემოქმედების შედეგად, დეფორმირება განიცადოს ან დაიბზაროს;
ასეთი პრობლემა, ლდსპ-ს (ლამინირებული მერქან-ბურბუშელოვანი ფილა), მდფ-ის (მერქან-ბოჭკოვანი ფილა) და დსპ-ს (მერქანბურბუშელოვანი ფილა) ავეჯის გარდა, ნატურალური ხისგან დამზადებული ინტერიერის საგნებისთვისაც აქტუალურია.
რთული შესამჩნევი არ არის, როცა მასიური ხის ავეჯს პრობლემა ეწყება - ამ დროს ავეჯის გეომეტრია ირღვევა და კარები და უჯრები ცუდად იკეტება. ამასთან, ვიზუალურად ასეთ ხის კარადას თუ კომოდს არანაირი დაზიანება არ ეტყობა.
როგორ მოვუფრთხილდეთ ნატურალურ ხის ავეჯს გათბობის სეზონზე?
ამ თემაზე საინტერესოა Ashley Homestore-ის რეკომენდაციები მსოფლიოში #1 ავეჯის და მატრასების ამერიკული ბრენდია Ashley Homestore-ის ავეჯის მაღალი ხარისხი და დახვეწილი დიზაინი მართლაც თვალშისაცემია - აუცილებლად ნახეთ მათი ონალაინ-კატალოგი ოფიციალურ ვებგვერდზე: https://ashleyhome.ge/
ავეჯისთვის პირვანდელი სახის შენარჩუნება, თავისთავად ცხადია, ნებისმიერი მფლობელისთვის ბუნებრივი სურვილია. თუმცა ზოგჯერ, არცოდნის გამო, უნებლიეთ, საწინააღმდეგო შედეგს ვიღებთ.
ამიტომ, უნდა ვიცოდეთ უმთავრესი წესი და მწარმოებლების უპირველესი რეკომენდაცია, რომელიც ასეთია:
- გათბობის რადიატორიდან ავეჯის გვერდითა მხარე დაშორებული უნდა იყოს 40-50 სმ-ით;
- რადიატორთან ავეჯის ზურგით მიდგმა არ შეიძლება!
- რადიატორიდან სავარძელი, დივანი, საწოლი, მით უფრო - ბავშვის საწოლი, დაშორებული უნდა იყოს 1 მეტრით.
ამ მანძილის დაცვა ხელს შეუწყობს:
- გათბობის სეზონზე ოთახში ჰაერის თანაბარ ცირკულირებას და თბილი ჰაერის თავისუფლად გავრცელებას;
- არ გამოშრება ხე, არ გახუნდება რბილი ავეჯის გადასაკრავი და არ დაზიანდება დივნის, სავარძლების ან რბილი სკამების ხის კარკასი.
- რადიატორიდან 1 მეტრი დაშორება პატარა ოთახისთვის შეიძლება დიდი მანძილი იყოს, მაგრამ მაქსიმალურად ეცადეთ, ეს წესი დაიცვათ - ამით საკუთარ ჯანმრთელობასაც გაუფრთხილდებით.
რა საფრთხეს შეიცავს ავეჯისა და გათბობის რადიატორების სიახლოვე?
თუკი ზამთრის სეზონზე ავეჯისა და გათბობის რადიატორებს შორის რეკომენდებული მანძილები დაცული არ იქნება:
დროთა განმავლობაში ავეჯის გეომეტრია დაირღვევა;
რადიატორთან მჭიდროდ მიდგმული ავეჯი ერთგვარად ბარიერის როლს ასრულებს და ოთახში თბილი ჰაერის თავისუფლად გავრცელებას ხელი შეეშლება და სითბო „დაიკარგება“.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან