იცით თუ არა

მიანმარის ოქროს ქვა, რომელიც ფიზიკის ყველა კანონს ამსხვრევს

fun time

12:00 კვი. 8 მაისი, 2022 წელი

მიანმარის ოქროს ქვა

14
დაკოპირებულია

7 მეტრიანი გრანიტის ლოდი, რომელიც ბუდისტების ერთ-ერთი მთავარი სიწმინდეა, კლდის ნაპირზეა გაჩერებული და ფიზიკის ყველა კანონს არღვევს. ამასთან, ლოდი კლდეს ძალიან მცირე ნაწილით ეხება. 

 

აღსანიშნავია, რომ ლოდის განძრევა საკმაოდ ადვილია, თუმცა მისი კლდიდან გადაგდება 2 500 წლის მანძილზე ვერავინ შეძლო. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, ამის გაკეთება მხოლოდ ქალს შეუძლია, ამიტომ ქალებს ლოდთან მიახლოება 10 მეტრზე ახლის მისვლა ეკრძალებათ.

იდუმალი ლოდი მიანმარში, ჩაიტიოს მთაზე მდებარეობს. მის წვერზე 5,5 მეტრის სიმაღლის ბუდისტური სალოცავი - პაგოდაა გაშენებული. ლოდი მთლიანად ოქროს ფურცლითაა დაფარული. ადგილობრივებს სწამთ, რომ სულებმა ლოდი ზღვის ფსკერიდან ამოიტანეს. მის ძირში კი ბუდას თმის ღერები დამალეს, რაც უფსკრულში ჩავარდნის საშუალებას არ აძლევს.

სალოცავს ყოველწლიურად უამრავი მომლოცველი და ბერი სტუმრობს. ლოდის სიახლოვეს შეგიძლიათ ოქროს ფირფიტები შეიძინოთ და ლოდზე დააწყოთ. მიუხედავად იმის, რომ წლების მანძილზე ლოდზე უზარმაზარი რაოდენობის ოქრო დაგროვდა, ლოდი ადგილიდან არ იძვრის.

წმინდა ადგილის გარშემო უამრავი შენობა განათავსეს, სადაც მომლოცველებს ღამის გათენება შეუძლიათ. თუმცა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სალოცავთან ღამის გათევა ეკრძალებათ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ მოძრაობენ გემები ღამით, განათ...

როგორ მოძრაობენ გემები
ღამით

რატომ არის გასაიდუმლოებული სტივ ჯობ...

რატომ არის
გასაიდუმლოებული სტივ
ჯობსის საფლავი

რატომ უთითებენ წყლის ბოთლებზე ვარგი...

რატომ უთითებენ წყლის
ბოთლებზე ვარგისობის
ვადას

სასწავლო წლის დაწყების დრო მსოფლიოს...

სასწავლო წლის დაწყების
დრო მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყანაში

მხედრული სალამი - რატომ მიაქვთ ამ დ...

რატომ მიაქვთ მხედრული
მისალმების დროს თავთან
ხელი?

„მეცხრე სიმფონიის წყევლა“ — რატომ ე...

მეცხრე სიმფონიის წყევლა

საინტერესო ფაქტები სასკოლო ფორმის შ...

სკოლა Christ's Hospital

რატომ ახურავთ მზარეულებს მაღალი ქუდ...

რატომ ახურავთ მზარეულებს
მაღალი ქუდები?

საინტერესო ფაქტები ადამიანის გულის...

ადამიანის გული