იცით თუ არა

მსოფლიოს ხალხთა უცნაური საშობაო ტრადიციები

fun time

20:00 პარ. 7 იანვარი, 2022 წელი

საშობაო ტრადიციები

14
დაკოპირებულია

შობა მდიდარი და ორიგინალური ტრადიციების ნაკრები და გამორჩეული ოჯახური დღესასწაულია. ჩვენ გიამბობთ როგორ ხვდებიან ამ ყველასთვის გამორჩეულად საყვარელ დღესასწაულს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.

კატალონია

კატალონია ესპანეთში შემავალი პატარა რეგიონია, რომელიც დიდი ხანია დამოუკიდებლობაზე ოცნებობს. კატალონიელები პოლიტიკურ ასპარეზის გარდა, სხვა მიმართულებითაც ცდილობენ დამოუკიდებლობა დაამტკიცონ. მათი საახალწლო და საშობაო ტრადიციები ევროპის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებულია.

შობამდე რამდენიმე დღით ადგილობრივები ხის მორებისგან პატარა, სახალისო არსებას ამზადებენ. ის ოჯახის ყველაზე სასურველი სტუმარია, რომელსაც სადღესასწაულო კერძებით, ტკბილეულითა და ხილით „უმასპინძლდებიან“.

შობის ღამეს სტუმართმოყვარე მასპინძლები მორის „განკურნებას“ იწყებენე და ურტყამენ ყველაფერს, რაც ხელში მოჰყვებათ. კატალონიელებს სწამთ, რომ მომავალ წელს ბედნიერება სწორედ დარტყმების სიძლიერეზეა დამოკიდებული.

ავსტრია

ძველი ავსტრიული ლეგენდის თანახმად, წმინდა ნიკოლოზს (ანუ სანტა კლაუსს) ბოროტი მოწინააღმდეგე - კრამპუსი ჰყავს, რომელიც ბავშვებს იტაცებს და თავის გამოქვაბულში მიჰყავს. კრამპუსისგან დასამალად და კვალის ასარევად, ბავშვები მის კოსტიუმს იცვამენ, ამიტომ შობის ღამეს ვენის ქუჩებში თოვლის ბაბუებისა და ფიფქიების ნაცვლად, ზღაპრულ მონსტრებს შეხვდებით.

ნორვეგია

ნორვეგიაში სჯერათ, რომ შობის წინ ჯადოქრები და ბოროტი სულები იღვიძებენ და მოკვდავთა სულების დასაუფლებლად მთებიდან ეშვებიან.

იცით რას აკეთებენ ნორვეგიელები, ბოროტი სულებისგან თავის დასაცავად? ვერაფრით მიხვდებით - ცოცხებს მალავენ. დიახ, შობის ღამეს, ნორვეგიაში ვერცერთ ცოცხს ვერ ნახავთ და ეს ხერხი შესანიშნავად მუშაობს - ნორვეგიაში ადამიანზე ჯადოქრის არცერთი თავდასხმა არ დაფიქსირებულა 😀.

იტალია

მხიარული იტალიელებისთვის შობა შესანიშნავი მიზეზია, რომ ოჯახური წვეულება მოაწყონ, თუმცა მანამდე სახლს ეროვნული სიმღერის თანხლებით, საგულდაგულოდ ალაგებენ. შობამდე ერთი თვით ადრე იტალიელები ქალაქის ქუჩებს წითელი ფერით რთავენ.

მზიანი ქვეყნის მაცხოვრებლებს მტკიცედ სწამთ, რომ თუ შობას წითელ წინდებში გამოწყობილ პოლიციელს შეხვდებიან, წარმატებული წელი ელით.

იტალიაში ბავშვებისთვის საჩუქრები სანტა კლაუსის ნაცვლად, მოხუც ბეფანას მოაქვს. რა კავშირი აქვს ამ ქალბატონს შობასთან ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუმცა იტალიელებს ყველაფერი აწყობთ: კარგი ბავშვებს წინდებში საჩუქრები, ცუდებს კი ნახშირი ხვდებათ.
რაც შეეხება თავად ახალი წლის აღნიშვნას, იტალიელები დარწმუნებულები არიან, რომ რაც უფრო მეტს მიირთმევენ ძველი წლის ბოლო საათებში, მით უფრო ბედნიერი ახალი წელი ექნებათ.

ესტონეთი

ესტონეთში სწამთ, რომ რასაც ახალი წლის პირველ დღეს გააკეთებთ, დანარჩენი 364 დღეც იმის კეთება მოგიწევთ.
ესტონეთში კიდევ ერთი ტრადიცია არსებობს, რომელიც ერთ საახალწლო კომედიას გაგახსენებთ. კერძოდ, ახალი წლის ღამეს აბანოში მიდიან, თუმცა, არა მხოლოდ ახალ წელს. ესტონელები მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან დღესასწაულს აბანოში აღნიშნავენ.

დიდი ბრიტანეთი

შემწვარი ინდაურის გარდა, ინგლისში კიდევ ერთი, ძალიან ორიგინალური ტრადიცია არსებობს, რომელიც ყოველწლიურად სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს - შობის წინ ბრიტანელები ყინულიან წყალში ხტებიან და ბანაობენ.

ტრადიცია ლონდონიდან გავრცელდა, სადაც რამდენიმე წლის წინ სანტა კლაუსებმა ბავშვებისთვის საჩუქრების გადაცემის ნაცვლად, ჰაიდ პარკის გაყინულ ტბაში ხტუნვა და ცურვა დაიწყეს.

მექსიკა

მიუხედავად იმისა, რომ მექსიკაში მარადიული ზაფხულია, შობა აქ არავის გაუუქმებია, უბრალოდ, განსხვავებულად აღნიშნავენ. მექსიკის ერთ-ერთ ქალაქში მთავარი სადღესასწაულო კერძი ბოლოკია. ყოველწლიურად, 23 დეკემბერს, ადგილობრივები ცენტრალურ მოედანზე იკრიბებიან, რათა ახალი წლის საპატივცემულოდ ბოლოკის ფესტივალი მოაწყონ.
დღესასწაულში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია - საჭიროა მხოლოდ ბოლოკისგან ამოჭრილი ფიგურა წარმოადგინოთ.

ავსტრალია

ავსტრალიაში შობა პაპანაქება ზაფხულს ემთხვევა, ამიტომ დღესასწაულის აღნიშვნას საღამოს, მზის ჩასვლის შემდეგ იწყებენ. ავსტრალიელები ახალ წელს და შობას ძირითადად, პლაჟებზე ან ბუნებაში აღნიშნავე, ხოლო გუნდაობა და ნამდვილ სანტა კლაუსთან შეხვედრა ჯერჯერობით, ოცნებად რჩება.

იაპონია

იაპონიაში კათოლიკეები შობას ჩალის ღერებს წვავენ, რადგან სწამთ, რომ ამ რიტუალის დახმარებით ბოროტ სულებს განდევნიან. სანტა კლაუსის ნაცვლად, დღესასწაულის მთავარი გმირი ღმერთი ჰოტეიოშოა, რომელსაც საშობაო საჩუქრები მოაქვს.

შრომისმოყვარე და გონიერი იაპონელები იმის ნაცვლად, რომ რამდენიმე დღე სადღესასწაულო მაგიდასთან გაატარონ, სურვილების სიას ადგენენ და ჰოტეიშოს მარადიულ ახალგაზრდობას და დღეგრძელობას სთხოვენ.

14 იანვარს, სადღესასწაულო დღეების დასრულებისას, იაპონელები სურვილების სიას ქუჩაში წვავენ და გულწრფელად სჯერათ, რომ თუ ქარი ფურცელს ჰაერში აწევს, ყველა გულწრფელი სურვილი ახდება.

🎄:

საშობაო ორცხობილა - მარტივი რეცეპტი

საშობაო ინდაური - არომატული გულსართით

როგორ გავაკეთოთ საშობაო ლიქიორი - მზადდება ერთ დღეში!

საახალწლო სუფრის გაფორმება - ფოტოინსტრუქციები

საახალწლო კერძები სხვადასხვა ქვეყნებში


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ნაძვის ხის მატარებელი - ერთი საშობა...

ნაძვის ხის მატარებელი

სად მიდის ტყვია ჰაერში სროლის შემდე...

სად მიდის ტყვია ჰაერში
სროლის შემდეგ?

როდის შეიძლება ნიადაგი გაუვარგისდეს...

სიცოცხლისთვის უვარგისი
მიწა

რას გულისხმობდა რომაელი პოეტი, როდე...

დეციმუს იუნიუს იუვენალი

როგორ ითხოვს კატა დახმარებას - 4 სი...

როგორ ითხოვს კატა
დახმარებას

მეცნიერებმა გაარკვიეს, რატომ აქვთ კ...

მეცნიერებმა გაარკვიეს,
რატომ აქვთ კატებს
ვერტიკალური გუგები

როგორ ცხოვრობენ ქალაქში, სადაც ორი...

სოფელი ბარლი (Baarle) - ორი
ქვეყნის საზღვარი

რატომ აძინებდნენ სსრკ-ში ბავშვებს ს...

რატომ აძინებდნენ სსრკ-ში
ბავშვებს სიცივეში?

რატომ მალავენ კატები საკუთარ ექსკრე...

კატის ტუალეტი