დესერტი

ლიქიორის მომზადება ერთ დღეში

fun time

12:00 შაბ. 18 დეკემბერი, 2021 წელი

ლიქიორის რეცეპტი

14
დაკოპირებულია

ახალ წლამდე რამდენიმე დღე დარჩა და თუკი საახალწლო სუფრისთვის საშობაო და ყავის ლიქიორის მომზადების თადარიგი ზაფხულიდან არ დაგიჭერიათ, გთავაზობთ სწრაფად მოსამზადებელ ლიქიორებს, რომლებიც ნებისმიერ სადღესასწაულო სუფრას დაამშვენებს.  

ფორთოხლის ლიქიორი

საჭირო პროდუქტი:

  • 0,5 ლ არაყი
  • 3 ცალი მწიფე ფორთოხალი
  • 250 მლ წყალი
  • 200-250 გრ შაქარი
  • 20 მიხაკის მარცვალი
  • ნახ. ჩ/კ. დაფქული მიხაკი (სურვილისამებრ)

მომზადება:

1) პატარა ქვაბში ჩაასხით წყალი, ჩაყარეთ შაქარი და მიხაკი. დაადგით საშუალო ცეცხლზე და 10-15 წუთი ადუღეთ, სანამ შაქარი მთლიანად არ გადნება. სიროფი გააგრილეთ.

2) ფორთოხლებს მდუღარე წყალი გადაავლეთ და გააშრეთ. ერთ ფორთოხალს მოაცილეთ ცედრა (თეთრი კანის გარეშე), მეორე წვრილად დაჭერით, პირველი და მესამე ფორთოხალი კარგად გაწურეთ. ფორთოხლის წვენი შესაფერის ჭურჭელში ჩაასხით, დაამატეთ ფორთოხლის ნაჭრები, ცედრა, გაციებული სიროფი და არაყი.

3) ლიქიორი კარგად აურიეთ და მინიმუმ ერთი დღე დატოვეთ. ამის შემდეგ ლიქიორი გაწურეთ და სუფრასთან მიიტანეთ.

ასეთი ლიქიორი მაცივარში რამდენიმე თვე ინახება.

თაფლის ლიქიორი

ეს ძველი ლიტვური რეცეპტია, რომელიც თქვენს საახალწლო სუფრას განსაკუთრებულ ელფერს შესძენს.

საჭირო პროდუქტი:

  • 350 მლ სურნელოვანი თაფლი
  • 150 მლ წყალი
  • 6-8 გრ ვანილის შაქარი
  • ¼ ჩაის კოვზი მუსკატის გახეხილი კაკალი
  • 1-2 ცალი დარიჩინის ჩხირი
  • 2-4 მიხაკის მარცვალი
  • 1 ლიმონის ცედრა
  • 750 მლ არაყი

1) პატარა ქვაბში ჩაასხით წყალი, შეურიეთ თაფლი, დაუმატეთ ვანილი, სანელებლები და ლიმონის ცედრა;

2) ქვაბი დაბალ ცეცხლზე დადგით და 7 წუთი ადუღეთ. პერიოდულად ქაფი მოაცილეთ;

3) ცეცხლიდან გადმოდგმის შემდეგ ლიქიორს არაყი დაუმატეთ და დაელოდეთ, სანამ ოდნავ გაგრილდება. ამის შემდეგ გაწურეთ და ჭურჭელში ჩაასხით;

4) 1-2 საათის შემდეგ, თაფლის ლიქიორი სუფრასთან მიტანა შეგიძლიათ.

გემრიელად მიირთვით!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ტრადიციული ინგლისური საშობაო კექსი...

საშობაო კექსი

ნუთელა სახლის პირობებში

ნუთელას რეცეპტი

მოჭიქული წაბლი - როგორ მოვამზადოთ ს...

მოჭიქული წაბლი

ყურძნის მურაბა „იზაბელა“

ყურძნის მურაბა „იზაბელა“

კარალიოკის მურაბა

კარალიოკის მურაბა

საზამთროს მურაბა დარიჩინით - გემო,...

საზამთროს მურაბა
დარიჩინით

ატმის წვენი ზამთრისთვის - მაცოცხლებ...

ატმის წვენის მომზადება

ნაღების ნაყინი - მოამზადეთ სახლში

ნაღების ნაყინი

ჟოლოს უშაქრო მურაბა - გემრიელი და ს...

ჟოლოს უშაქრო მურაბა