იცით თუ არა

მსოფლიოში ყველაზე საშიში ხელნაწერი, რომელიც კლავს

fun time

16:00 სამ. 2 ნოემბერი, 2021 წელი

მარია კიური

14
დაკოპირებულია

ამ ფოტოზე ერთი შეხედვით ჩვეულებრივ უბის წიგნაკს ხედავთ, რომელიც ცნობილ ქიმიკოსს, ორი ნობელის პრემიის მფლობელს და რადიოაქტიურობის მკვლევარს, მარია სკლოდოვსკა-კიურის ეკუთვნის, თუმცა ის მომაკვდინებლად საშიშია და ამის მიზეზი სულაც არ გახლავთ ინფორმაცია, რომელსაც ის შეიცავს.

საქმე ისაა, რომ მარია კიურიმ ქმართან, პიერ კიურისთან ერთად რადიოაქტიური ელემენტები პოლონიუმი და რადიუმი აღმოაჩინა და რადიოაქტიური იზოტოპების იზოლაციის მეთოდები შეიმუშავა.

რადიუმის აღმოჩენის დროს ცოლ-ქმარს წარმოდგენა არ ჰქონდა, რა ზიანის მიყენება შეეძლო რადიუმს ადამიანისთვის. შესაბამისად, ამ ქიმიურ ელემენტთან მუშაობის დროს მეცნიერებს არავითარი დამცავი ზომები არ გამოუყენებიათ და რადიუმის ნიმუშებს ჯიბით მშვიდად ატარებდნენ.

„რადიაციის დედა“ მარია კიური 1934 წელს, აპლასტიკური ანემიით გარდაიცვალა, ეს კი რადიაციული დასხივებით გამოწვეული სისხლის დაავადებაა.

მარიას გარდა, ლეიკემიითა და სხვა მსგავსი დაავადებებით გარდაიცვალა ბევრი სხვა მეცნიერი, რომელიც ცოლ-ქმარ კიურებთან მუშაობდა.

ლაბორატორიაში მუშაობის დროს მეცნიერმა ქალმა რადიაციის უზარმაზარი დოზა მიიღო და მოსიარულე რადიოაქტიურ „ბომბად“ იქცა.

ქალი ტყვიისგან დამზადებული კუბოთი დაკრძალეს, რადგან ტყვია რადიაციას არ ატარებს. კიურის რადიოაქტიური პირადი ნივთები, მათ შორის რვეულები, უბის წიგნაკები და ხელნაწერები საფრანგეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გადაიტანეს, სადაც დღემდე ტყვიის ყუთებში ინახება.

დღეს მარია კიურის ხელნაწერებთან წვდომა შეზღუდულია. თუ ადამიანს საფრთხის მიუხედავად, ამ ხელნაწერების ნახვის სურვილი გაუჩნდება, საფრანგეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ხელმოწერით უნდა დაადასტუროს, რომ მოსალოდნელ შედეგებზე პასუხისმგებლობას იღებს.

ხელნაწერების წაკითხვა ბიბლიოთეკის სპეციალურ სამკითხველო ოთახში შეიძლება, რომელიც სხვა სამკითხველო ოთახებისგან მოშორებით მდებარეობს. ხელნაწერების გაცნობის დროს აუცილებელია, რომ მკითხველი დოიმეტრით აღჭურვილი იყოს და სპეციალური დამცავი კოსტიუმი ეცვას.

სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ მარია კიურის ხელნაწერებთან მუშაობის დროს სპეციალურ დამცავ კოსტიუმში გამოწყობილ ადამიანზე რადიაციის ძლიერი ზემოქმედება არ ხდება.

ჩანაწერებთან მთელი წლის განმავლობაში მუშაობის დროსაც კი რადიაციის მაქსიმალური დოზა, რომელსაც ის მიიღებს, დაახლოებით, 10 ზივერტია. ცნობისთვის, რადიაციის დოზა, რომელსაც ადამიანი 10 კმ სიმაღლეზე თვითმფრინავის ფრენისას იღებს, 5 ზივერტია, მაგრამ თუ ამ ხელნაწერებს დამცავი კოსტიუმის და დოზიმეტრის გარეშე მიუახლოვდებით, გარკვეული დროის შემდეგ სისხლის დაავადებები იჩენს თავს.

საინტერესო ფაქტი - ადამიანებს მარია კიურის პირად ნივთებთან შიშველი ხელებით შეხების უფლება კიდევ 1500 წელი არ ექნებათ, ვინაიდან რადიუმ-226-ის ნახევრად დაშლის პერიოდი, დაახლოებით, 1600 წელია.

ესეც საინტერესოა 🔰:

მარია კიურის სკანდალური პირადი ცხოვრება


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ და როდის გამოიგონა ცხვირსახოცი?

ვინ და როდის გამოიგონა
ცხვირსახოცი?

რატომ თესავენ მზესუმზირას ბირთვული...

მზესუმზირა ბირთვული
კატასტროფის ადგილებში

რატომ უყვართ მოხუცებს სიარულისას ხე...

რატომ უყვართ მოხუცებს
სიარულისას ხელების ზურგს
უკან დაწყობა

ვინ იყო ანდერს ცელსიუსი?

ვინ იყო ცელსიუსი?

ოკეანეებში წყლის დინება აჩქარდა - ყ...

ოკეანეებში წყლის დინება
აჩქარდა

რატომ პასუხობენ ადამიანები კითხვას...

რატომ პასუხობენ
ადამიანები კითხვას
კითხვით?

დაკონსერვებული თევზის სასარგებლო თვ...

სასარგებლოა თუ არა თევზის
კონსერვი?

როგორ გაჩნდა გამოთქმა „კედლებსაც ყუ...

გამოთქმა „კედლებსაც
ყურები აქვს“

ახალი კვლევა - ქორწინების ხანგრძლივ...

ქორწინების ხანგრძლივობა