იცით თუ არა

ნიკოლოზ II და უკანასკნელი რომანოვები - საბჭოური ბანქოს პროტოტიპები

fun time

14:00 სამ. 5 ოქტომბერი, 2021 წელი

საბჭოური ბანქოს
პროტოტიპები უკანასკნელი
რომანოვები

14
დაკოპირებულია

ალბათ, ყველა საბჭოთა ოჯახში ნახავდით ბანქოს, რომელზეც გამოსახულნი იყვნენ არა კოლმეურნეები და მუშები, არამედ 1903 წელს რუსეთის იმპერატორის ნიკოლოზ II-ის კარზე გამართული უკანასკნელი კოსტიუმირებული ბალ-მასკარადის მონაწილეები.

კოსტიუმირებული წვეულება 1903 წლის თებერვალში გაიმართა და მისი მთავარი მოთხოვნა იყო, ყველა მონაწილე მე-17 საუკუნის ეპოქის შესაბამისად გამოწყობილიყო. მართლაც, 390-ვე სტუმარი პეტრე პირველამდელი სამეფო კარის ჩაცმულობის წარდგა,

ეს მდიდრული დღესასწაული სანკტ-პეტერბურგის ზამთრის სასახლეში გაიმართა და ისტორიაში შევიდა, როგორც უკანასკნელი ბალ-მასკარადი რუსეთის საიმპერატორო კარზე.

ფოტოგრაფებმა ფირზე აღბეჭდეს ღონისძიების ყველა მონაწილე, რისი წყალობითაც გახდა შესაძლებელი ამ სათამაშო ბანქოს შექმნა.

1911 წელს ფაბრიკა „დონდორფის“ გერმანელმა ოსტატებმა დაამუშავეს ესკიზები ბანქოსთვის, 1913 წელს კი პეტერბურგის ალექსანდროვის მანუფაქტურაში დაბეჭდეს. ბანქო, სახელად „რუსული სტილი“, რომანოვების სახლის 300 წლისთავს ეძღვნებოდა.

რევოლუციის შემდეგ მანუფაქტურა დაიხურა. 1923 წელს კი მან მუშაობა განაახლა და ბანქოს რევოლუციამდელი ესკიზებით გამოშვება გააგრძელა. მოგვიანებით რუსმა მხატვარმა-ილუსტრატორმა იური ივანოვმა ბანქო ოფსეტური ბეჭდვისთვის გადახატა ორიგინალიდან.

გასაოცარია, რომ საბჭოთა კავშირში მთელი 100 წლის მანძილზე ვერცერთმა სხვა ბანქომ ვერ გაუწია კონკურენცია „რუსულ სტილს“ და ხსოვნა უკანასკნელი საიმპერატორო ბალ-მასკარადის შესახებ „ლეგალურად“ შენარჩუნდა საუკუნის განმავლობაში.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მეცნიერებმა ეკოლოგიურად ყველაზე სუფ...

ცისარტყელა კალმახი

რატომ სვამენ ჩაის თურქები მსხლის ფო...

თურქული ჩაის კულტურა

რომელი ხის დარგვა არ შეიძლება სახლთ...

რომელი ხის დარგვა არ
შეიძლება სახლთან ახლოს

როგორ შევინახოთ ბურღული ისე, რომ ჩრ...

როგორ შევინახოთ ბურღული

ორჯერ ადუღებული წყალი მავნებელი არ...

ორჯერ ადუღებული წყალი
მავნებელია არ არის

შეიძლება თუ არა დამტენის დენის წყარ...

ელექტრომოწყობილობების
უსაფრთხოება

რამდენ ხანს შეუძლია ადამიანს ფეხზე...

რამდენ ხანს შეუძლია
ადამიანს ფეხზე დგომა?

შვილის უჯრედები დედის სხეულში სამუდ...

ნაყოფის მიკროქიმერიზმი

მინის ბოთლებში მეტი მიკროპლასტიკი ა...

მინა თუ პლასტმასასა