იცით თუ არა

ორდენი ლოთობისთვის - პეტრე I-ის ორიგინალური გადაწყვეტილება!

fun time

16:00 კვი. 14 მარტი, 2021 წელი

ლოთობის ორდენი

14
დაკოპირებულია

რუსი იმპერატორის პეტრე პირველის ბრძანებები ყოველთვის გამოირჩეოდა ორიგინალურობით. მაგალითად, 1708 წლის 9 დეკემბერს გამოცემულ სიგელში ეწერა: „ხელქვეითი ხელმძღვანელის წინაშე ყოველთვის სულელის გამომეტყველებით უნდა წარდგეს, რათა უფროსმა მისი ჭკვიანური გამომეტყველების ხილვისას თავი უხერხულად არ იგრძნოს“.

ორიგინალური იყო ლოთობასთან ბრძოლის პეტრესეული მეთოდიც:

1714 წელს, ლოთობაში შემჩნეული პირებისთვის, იმპერატორმა რვაქიმიანი ვარსკვლავის ფორმის თუჯის ორდენის დამზადება ბრძანა.
ლოთობაში შემჩნეული პოლიციის განყოფილებაში მიჰყავდათ, თავზე რკინის რგოლს აცვამდნენ და ორდენს მასზე ჯაჭვით ამაგრებდნენ.
„რეგალია“ ჯაჭვის გარეშე, დაახლოებით, 7 კგ-ს იწონიდა. „დაჯილდოებულს“ მისი მოხსნის უფლება ერთი კვირის განმავლობაში არ ჰქონდა. მასთან ერთად დადიოდა სამსახურში და ლოგინშიც მასთან ერთად ეძინა.

თავად პეტრე პირველი სასმელის ზომიერად მოხმარებაში ცუდს ვერაფერს ხედავდა და თავადაც სიამოვნებით „გადაკრავდა“ ხოლმე, მაგრამ ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებას და ლოთებს დასანახად ვერ იტანდა.

პეტრეს ბრძანებით, სამხედრო მოსამსახურე, რომელიც სამუშაო დღეს დათრობას გაბედავდა, მკაცრად ისჯებოდა - ოფიცერს ჩინის ჩამორთმევა, ხოლო ჯარისკაცს გაროზგვა ემუქრებოდა.

იმპერატორი ლოთობას უახლოეს ადამიანებსაც კი არ პატიობდა.

სამარცხვინო ორდენი და მისი „საზეიმო ვითარებაში“ გადაცმის ცერემონიალი, რაც საზოგადოების ხარხარის ფონზე, ორდენის დაკიდებას გულისხმობდა, თავად მოიფიქრა.
სამწუხაროდ, ჩვენთვის უცნობია, რამდენად შეამცირა პეტრეს ორიგინალურმა იდეამ იმდროინდელ რუსეთში ლოთების რაოდენობა.

ესეც საინტერესოა 🔰:

მარტოხელა თუ წყვილი - ვინ სვამს მეტს?

როგორ უღალატა პეტრე პირველს ცოლმა


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ უმკლავდებოდნენ სიცხეს მსოფლიო...

ნიუ იორკი, 1911 წელი, სიცხე

რატომ უნდა შეეხოთ მთქნარებისას ენას...

რატომ უნდა შეეხოთ
მთქნარებისას ენას?

ვინ გამოიგონა ლუდი?

ვინ გამოიგონა ლუდი?

რისთვის სჭირდება ადამიანს თითის ანა...

თითის ანაბეჭდები

როგორ იქცა ამერიკული აბრევიატურა OK...

ამერიკული აბრევიატურა OK

შექმნეს ნაყინი, რომელიც არ დნება (v...

Kanazawa Ice cream

მამაკაცებს ქალებზე ცუდი სმენა აქვთ?...

მამაკაცებს ქალებზე ცუდი
სმენა აქვთ?

თუ სახლში შენიშნეთ, გაუფრთხილდით —...

რატომ არ უნდა მოკლათ
მრავალფეხა

სად მდებარეობს მსოფლიოს უძველესი ქრ...

ანტიოქიის
მართლმადიდებელი ეკლესია