იცით თუ არა

რა არის „დუბაის შოკოლადი“ და რატომ საუბრობს ყველა მასზე?

fun time

16:20 ოთხ. 12 მარტი

დუბაის შოკოლადი

14
დაკოპირებულია

თუ საკვებთან დაკავშირებულ ახალ ტრენდებს და სიახლეებს თვალს ადევნებთ, ალბათ შეამჩნევდით ინტერესს, რომელიც დუბაის შოკოლადს უკავშირდება. რა არის განსაკუთრებული ამ მწვანე შიგთავსიან შოკოლადის ფილებში, რომ ყველა მასზე წერს და საუბრობს? 

რა არის დუბაის შოკოლადი?

დუბაის შოკოლადი პოპულარული ერთ-ერთი ტიკტოკერის წყალობით გახდა, რომელმაც დუბაის Fix Dessert Shop-ში გასაყიდად გამოტანილი შოკოლადის შესახებ ვიდეო გადაიღო და გაავრცელა. ეს არის აღმოსავლური ტკბილეულის – ბაქლავას თანამედროვე ინტერპრეტაციით შთაგონებული შოკოლადი ფსტით და კუნაფით.

მას შემდეგ, რაც „დუბაის შოკოლადმა“ პოპულარობა მოიხვეჭა, კონდიტერებმა შოკოლადის უამრავი მსგავსი ვერსია შექმნეს, სადაც ფსტის კრემი, კუნაფი და შოკოლადია გაერთიანებული.

როგორი გემო აქვს დუბაის შოკოლადს?

დაუბაის შოკოლადს, იქნება ეს ორიგინალური ვერსია თუ მისი თანამედროვე ინტერპრეტაციები, სამი ძირითადი ელემენტი აერთიანებს:

1. გემრიელი ხრაშუნი, რომელსაც დაქუცმაცებული ფილოს ცომი - კუნაფი ქმნის.

2. ნაზი ფსტის კრემი.

3. შოკოლადის სქელი ფენა, რომლითაც ფსტისა და კუნაფის შიგთავსია დაფარული.

შედეგად, გამოდის გემოებისა და ტექსტურების უჩვეულო კომბინაცია, რომელიც არცერთ სხვა შოკოლადს არ ჰგავს.

რატომ არის დუბაის შოკოლადის ფასი მაღალი?

დუბაის შოკოლადის მაღალი ფასი, პირველ რიგში, მიწოდების ხარჯებს უკავშირდება, თუმცა ადგილზე დამზადებაც ძვირი დაგიჯდებათ, ვიდრე ჩვეულებრივი. ეს გასაკვირი არაა, რადგან ამ მრავალფენიანი დესერტის შექმნა დიდ შრომას და გამოცდილებას მოითხოვს. შოკოლადის ოსტატები კი, როგორც წესი, ამ დანახარჯებს ფასში ასახავენ, რის გამოც დუბაის შოკოლადი შედარებით ძვირი პროდუქტია.

ესეც საინტერესოა:

შეიძლება თუ არა შოკოლადის ჭამა, თუ მასზე თეთრი ნადები გაჩნდა?

ამის წაკითხვის შემდეგ შესაძლოა, შოკოლადი ტკბილი აღარ გეჩვენოთ...


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მეცნიერებმა ეკოლოგიურად ყველაზე სუფ...

ცისარტყელა კალმახი

რატომ სვამენ ჩაის თურქები მსხლის ფო...

თურქული ჩაის კულტურა

რომელი ხის დარგვა არ შეიძლება სახლთ...

რომელი ხის დარგვა არ
შეიძლება სახლთან ახლოს

როგორ შევინახოთ ბურღული ისე, რომ ჩრ...

როგორ შევინახოთ ბურღული

ორჯერ ადუღებული წყალი მავნებელი არ...

ორჯერ ადუღებული წყალი
მავნებელია არ არის

შეიძლება თუ არა დამტენის დენის წყარ...

ელექტრომოწყობილობების
უსაფრთხოება

რამდენ ხანს შეუძლია ადამიანს ფეხზე...

რამდენ ხანს შეუძლია
ადამიანს ფეხზე დგომა?

შვილის უჯრედები დედის სხეულში სამუდ...

ნაყოფის მიკროქიმერიზმი

მინის ბოთლებში მეტი მიკროპლასტიკი ა...

მინა თუ პლასტმასასა