იცით თუ არა

რა სარგებლობა მოაქვს ლუდს?

fun time

14:00 პარ. 13 აგვისტო, 2021 წელი

რა სარგებლობა მოაქვს ლუდს

14
დაკოპირებულია

როდესაც ქაფიანი ლუდი გიდგათ წინ, ალბათ, ნაკლებად ფიქრობთ მისი გამოყენების მრავალმხრივ მეთოდებზე. ამ დროს ყველაზე მეტად გემრიელი სასმელის დაგემოვნება გსურთ. წარმოგიდგენთ ლუდის ყველაზე მოულოდნელ და სასარგებლო 7 თვისებას, რომელსაც საოცარი შედეგი მოაქვს.

 

გამწმენდი საშუალება - თუკი ლუდში ოქროს სამკაულს ამოავლებთ და შემდეგ მას მშრალი ტილოთი გააპრიალებთ, თქვენი სამკაული ბზინვარებისგან თვალს მოგჭრით.

ლუდის აბაზანა - ლუდი სამკურნალოდაც გამოიყენება. ლუდის აბაზანა კანს უფრო რბილსა და ნაზს ხდის. ასევე, ლუდი კანის სხვადასხვა დაავადებებს კურნავს. მაგალითად, ფსორიაზს. ამისთვის, აბაზანაში მხოლოდ ორი კათხა ლუდის ჩამატებაც საკმარისია.

ლაქების ამომყვანი - თუკი ტანისამოსზე რთულად ამოსაყვანი ლაქა შენიშნეთ, დაალბეთ ტანისამოსი ლუდში, დატოვეთ რამდენიმე საათით და შემდეგ, ჩვეულებრივ რეჟიმზე გარეცხეთ.

ლუდის გამოყენება ხის ავეჯის გასაპრიალებლადაც შეიძლება - ჩამუქებული ხის ავეჯი, შეგიძლიათ, ლუდის დახმარებით განაახლოთ. ამოავლეთ ტილო ლუდში და საგულდაგულოდ გადაუსვით ავეჯს.

ლუდი შესანიშნავი მარინადია - ლუდი ხორცს სირბილეს, შესანიშნავ გემოსა და არომატს შეჰმატებს.

ლუდი მრავალ კერძში გამოიყენება - ამოავლეთ ლუდში ხორცი, თევზი და მრგვლად დაჭრილი ხახვიც კი შეწვამდე და თავად ნახავთ, როგორი განსხვავებული არომატი და გემო ექნება თქვენ მიერ მომზადებულ კერძს.

ლუდის ხაფანგი - ლუდის გემო არა მხოლოდ ადამიანებს, არამედ ცხოველებსა და მწერებსაც სიამოვნებთ. ამიტომაც შეგიძლიათ, ლუდის გამოყენებით მათ ხაფანგი დაუდგათ. ლუდი შესანიშნავი საშუალებაა ლოქორასთან, თქვენ წარმოიდგინეთ, დათვთან და სხვადასხვა მწერებთან საბრძოლველად.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ მოძრაობენ გემები ღამით, განათ...

როგორ მოძრაობენ გემები
ღამით

რატომ არის გასაიდუმლოებული სტივ ჯობ...

რატომ არის
გასაიდუმლოებული სტივ
ჯობსის საფლავი

რატომ უთითებენ წყლის ბოთლებზე ვარგი...

რატომ უთითებენ წყლის
ბოთლებზე ვარგისობის
ვადას

სასწავლო წლის დაწყების დრო მსოფლიოს...

სასწავლო წლის დაწყების
დრო მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყანაში

მხედრული სალამი - რატომ მიაქვთ ამ დ...

რატომ მიაქვთ მხედრული
მისალმების დროს თავთან
ხელი?

„მეცხრე სიმფონიის წყევლა“ — რატომ ე...

მეცხრე სიმფონიის წყევლა

საინტერესო ფაქტები სასკოლო ფორმის შ...

სკოლა Christ's Hospital

რატომ ახურავთ მზარეულებს მაღალი ქუდ...

რატომ ახურავთ მზარეულებს
მაღალი ქუდები?

საინტერესო ფაქტები ადამიანის გულის...

ადამიანის გული