იცით თუ არა

რამდენს იწონის მილიონი დოლარი?

fun time

14:00 პარ. 30 ივლისი, 2021 წელი

რამდენს იწონის მილიონი

14
დაკოპირებულია

ნომინალის მიუხედავად, ამერიკული დოლარის ერთი ბანკნოტის წონა, დაახლოებით, 1 გრამია. შესაბამისად, რთული არ არის გამოთვლა, რამდენს იწონის მილიონი დოლარი სხვადასხვა კუპიურებში.

1-დოლარიანი კუპიურებით შედგენილი მილიონი დოლარის წონა დაახლოებით, 1 ტონაა.

2-დოლარიანი კუპიურებით მილიონის წონა - ნახევარი ტონა იქნება.

შესაბამისად, რაც უფრო დიდია ბანკნოტების ნომინალი, მით უფრო ნაკლებია მილიონის წონა, მაგრამ საქმე ისაა, რომ 100 დოლარზე მაღალი ნომინალის ბანკნოტები თავისუფალ მიმოქცევაში აკრძალულია.

მილიონ დოლარში 10,000 ცალი 100 დოლარიანი კუპიურა შედის და ამ მაცდური თანხის წონა 10 კგ-ია.

რა თქმა უნდა, ამერიკული კინოს სუპერგმირები სუსტი ბიჭები არ არიან, მაგრამ 5-6 მილიონი მათთვისაც კი ძალიან მძიმე იქნება.

ადრე მილიონერებს გაცილებით მარტივი ცხოვრება ჰქონდათ, რადგან 1969 წლამდე, 500, 1000, 5000 და 10 000 დოლარიანი ბანკნოტები თავისუფალ მიმოქცევაში იყო და მძიმე ჩანთების ტარება არ უწევდათ, თუმცა ელექტრონული გადახდის შმოსვლის შემდეგ მსგავსი კუპიურების საჭიროება გაქრა.

სხვათა შორის, შეერთებულ შტატებში 100,000-დოლარიანი ბანკნოტებიც იბეჭდება, მაგრამ ისინი თავისუფალ მიმოქცევაში არასოდეს ყოფილა და მხოლოდ ფედერალური სარეზერვო სისტემის შიგნით ანგარიშსწორებისთვის გამოიყენება. არადა, ასეთი კუპირებით მილიონის წონა მხოლოდ 10 გრამი იქნებოდა.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ მოძრაობენ გემები ღამით, განათ...

როგორ მოძრაობენ გემები
ღამით

რატომ არის გასაიდუმლოებული სტივ ჯობ...

რატომ არის
გასაიდუმლოებული სტივ
ჯობსის საფლავი

რატომ უთითებენ წყლის ბოთლებზე ვარგი...

რატომ უთითებენ წყლის
ბოთლებზე ვარგისობის
ვადას

სასწავლო წლის დაწყების დრო მსოფლიოს...

სასწავლო წლის დაწყების
დრო მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყანაში

მხედრული სალამი - რატომ მიაქვთ ამ დ...

რატომ მიაქვთ მხედრული
მისალმების დროს თავთან
ხელი?

„მეცხრე სიმფონიის წყევლა“ — რატომ ე...

მეცხრე სიმფონიის წყევლა

საინტერესო ფაქტები სასკოლო ფორმის შ...

სკოლა Christ's Hospital

რატომ ახურავთ მზარეულებს მაღალი ქუდ...

რატომ ახურავთ მზარეულებს
მაღალი ქუდები?

საინტერესო ფაქტები ადამიანის გულის...

ადამიანის გული