იცით თუ არა

რას აჩვენებს ორსულობის ტესტი, თუ მას კაცი გაიკეთებს?

fun time

14:00 სამ. 21 სექტემბერი, 2021 წელი

ორსულობის ტესტი კაცებში

14
დაკოპირებულია

თუ მამაკაცმა რამე გაუგებარი და დაუჯერებელი მიზეზის გამო ორსულობის ტესტის გაკეთება გადაწყვიტა და დადებითი შედეგი მიიღო, სასწრაფოდ ექიმთან ვიზიტი უნდა დაგეგმოს...

საქმე ის გახლავთ, რომ ზემოთ ხსენებულ შემთხვევაში, მამაკაცმა ორსულობის ტესტზე უარყოფითი შედეგი უნდა მიიღოს, მაგრამ, ძალიან იშვიათ შემთხვევებში, შედეგი შეიძლება დადებითი იყოს!

ორსულობის ტესტი ადამიანის შარდში ან სისხლში ქორიონული გონადოტროპინის (HcG) არსებობას განსაზღვრავს. ეს ჰორმონი განაყოფიერებული კვერცხუჯრედი საშვილოსნოს კედელზე მიმაგრების შემდეგ აქტიურდება.

უცნაურია, მაგრამ იგივე ჰორმონი აქტიურდება მამაკაცებშიც, რომლებსაც სათესლე ჯირკვლის გარკვეული ტიპის სიმსივნე აქვთ. ამრიგად, თუ მამაკაცს HcG-ის დონე მომატებული აქვს, შეიძლება სათესლე ჯირკვლის კიბო ჰქონდეს და ეს ორსულობის ტესტის დადებით შედეგს გამოიწვევს.

ვებგვერდი Reddit მსგავს შემთხვევას იხსენებს, რომელიც 2012 წელს მოხდა.

ერთმა მამაკაცმა, რომლის ვინაობა უცნობია, შეყვარებულის ჩანთაში ორსულობის ტესტი აღმოაჩინა და ხუმრობის მიზნით გადაწყვიტა საკუთარ თავზე გამოეცადა. მისდა გასაოცრად, შედეგი დადებითი აღმოჩნდა. ეს ფაქტი და მისი რეაქციები შეყვარებულმა გოგომ კომიქსებად აქცია და ვებფორუმ Reddit-ზე გამოაქვეყნა.

სოციალური ქსელის მომხმარებლებმა ხუმარა მამაკაცს სასწრაფოდ საავადმყოფოში წასვლა ურჩიეს. აღმოჩნდა, რომ მას მარჯვენა სათესლე ჯირკვალში მცირე ზომის სიმსივნე ჰქონდა და რადგან ის ადრეულ სტადიაზე აღმოაჩინეს, მამაკაცის განკურნება ადვილად მოხდა.

გაითვალისწინეთ, რომ ეს ტესტი საპირისპირო მიმართულებით არ მუშაობს - თუ მამაკაცმა ორსულობის ტესტზე უარყოფითი შედეგი მიიღო, ეს კიდევ არ ნიშნავს, რომ კიბო არ აქვს, რადგან HcG ჰორმონს სათესლე ჯირკვლის ყველა სიმსივნე არ გამოყოფს.

მეცნიერებმა ჯერ კიდევ არ იციან, როგორ ხდება მამაკაცებში ამ ჰორმონის გამოყოფა. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, მამაკაცის სათესლე ჯირკვლებში უჯრედების რეგრესი იწყება და ისინი ადამიანის სასიცოცხლო ციკლის ერთ-ერთ ყველაზე ადრეულ უჯრედულ ფორმად გარდაიქმნებიან.

მეორე თეორიის თანახმად, სიმსივნე სინციტიოტროფობლასტებისგან (პლაცენტის უჯრედები) შედგება, რომლებიც ჰორმონ HcG გამოყოფენ. შესაძლოა, ეს სინციტიოტროფობლასტები მამაკაცის სხეულში ემბრიონად ჰყოფნის პერიოდიდან დარჩნენ და რაღაც მომენტში კონტროლიდან გამოსვლა დაიწყეს.

ასეა თუ ისე, გამოდს, რომ მამაკაცისთვის ორსულობის ტესტის პერიოდული ჩატარება შესანიშნავი პროფილაქტიკური საშუალება ყოფილა არასასურველი პრობლემების თავიდან ასაცილებლად.

წყარო: www.todayifoundout.com


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ მოძრაობენ გემები ღამით, განათ...

როგორ მოძრაობენ გემები
ღამით

რატომ არის გასაიდუმლოებული სტივ ჯობ...

რატომ არის
გასაიდუმლოებული სტივ
ჯობსის საფლავი

რატომ უთითებენ წყლის ბოთლებზე ვარგი...

რატომ უთითებენ წყლის
ბოთლებზე ვარგისობის
ვადას

სასწავლო წლის დაწყების დრო მსოფლიოს...

სასწავლო წლის დაწყების
დრო მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყანაში

მხედრული სალამი - რატომ მიაქვთ ამ დ...

რატომ მიაქვთ მხედრული
მისალმების დროს თავთან
ხელი?

„მეცხრე სიმფონიის წყევლა“ — რატომ ე...

მეცხრე სიმფონიის წყევლა

საინტერესო ფაქტები სასკოლო ფორმის შ...

სკოლა Christ's Hospital

რატომ ახურავთ მზარეულებს მაღალი ქუდ...

რატომ ახურავთ მზარეულებს
მაღალი ქუდები?

საინტერესო ფაქტები ადამიანის გულის...

ადამიანის გული