იცით თუ არა

რატომ ეშვება დროშა გლოვის ნიშნად?

fun time

14:00 ხუთ. 29 ივლისი, 2021 წელი

დაშვებული დროშა -
ბრიტანული ტრადიცია

14
დაკოპირებულია

ყველამ იცის, რომ ეროვნული გლოვის დროს სახელმწიფო დროშას უშვებენ, თუმცა ბევრისთვის უცნობია, რას უკავშირდება ეს ტრადიცია. სახელმწიფო დროშა სახელმწიფოს სიმბოლოა. შესაბამისად, არსებობს დროშის საერთაშორისო პროტოკოლი, რომელსაც ყველა სახელმწიფო მკაცრად უნდა იცავდეს.

დროშების დაშვების ტრადიცია სათავეს მე-17 საუკუნიდან იღებს.

როგორც ირკვევა, ამით ბრიტანელი სამხედრო მეზღვაურები დაღუპულ მეგობარს მიაგებდნენ პატივს. თავდაპირველად დროშას უშვებდნენ მისივე სიმაღლისტოლ მანძილზე - ამით თითქოს ადგილს უთავისუფლებდნენ უხილავი სიკვდილის დროშას (ამის შესახებ ნათქვამია ჯულიან ფრანკლინის წიგნში „ფარი და მუზარადი: ჰერალდიკის, როგორც მეცნიერებისა და ხელოვნების აღწერა“).

თანამედროვე მსოფლიოში თითქმის არავინ უღრმავდება ამ ტრადიციის წარმოშობის მიზეზებს და დროშებსაც უკვე სხვადასხვა სიმაღლეზე, თითქმის ფლაგშტოკის (ალმის აღსამართავი ლატანი) შუამდე უშვებენ.

თუმცა ტრადიციას ზუსტად იცავენ ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში, მაგალითად:

🔸დიდ ბრიტანეთში, სადაც დროშის დაშვების ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი, ეროვნული გლოვის დღეებში სახელმწიფო დროშას ზუსტად იმ მანძილზე უშვებენ, რომ სიკვდილის უხილავ დროშას დაუთმონ ადგილი.

🔸გლოვის ნიშნად, დროშას ჯერ ზედა ნიშნულამდე აღმართავენ და შემდეგ თანდათან უშვებენ.

🔸არსებობს ქვეყნები, რომელთა პროტოკოლის თანახმადაც, გადაბრუნებული დროშა ომის მდგომარეობას ნიშნავს.

🔸რამდენიმე სახელმწიფო დროშის გამოფენის შემთხვევაში, დროშების ზომები ერთნაირი უნდა იყოს და ერთმანეთის გვერდით ერთ დონეზე უნდა აღიმართოს.

🔸დროშების საერთაშორისო პროტოკოლის თანახმად, დაუშვებელია ერთ ფლაგშტოკზე ორი დროშის აღმართვა.

🔸საერთო წესების თანახმად, სტუმარი ქვეყნის სახელმწიფო დროშას უფლება აქვს, უფრო საპატიო ადგილი დაიკავოს, ანუ პირველი პოზიცია.

🔸სახელმწიფო დროშების ერთდროულად გამოფენის შემთხვევაში, მათ ანბანის მიხედვით განათავსებენ, სახელმწიფოების სახელწოდებების პირველი ასოებით.

🔸სახელმწიფო დროშის აღმართვა ხდება მზის ამოსვლასთან ერთად, ხოლო დაშვება - მზის ჩასვლისას.

🔸დროშა არ უნდა ეხებოდეს მიწას, წყალსა და იატაკს.

🔸ბევრი ქვეყნის კანონმდებლობა დროშის მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულების ან დაცინვის გამო სასჯელს ითვალისწინებს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ არის გასაიდუმლოებული სტივ ჯობ...

რატომ არის
გასაიდუმლოებული სტივ
ჯობსის საფლავი

რატომ უთითებენ წყლის ბოთლებზე ვარგი...

რატომ უთითებენ წყლის
ბოთლებზე ვარგისობის
ვადას

სასწავლო წლის დაწყების დრო მსოფლიოს...

სასწავლო წლის დაწყების
დრო მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყანაში

მხედრული სალამი - რატომ მიაქვთ ამ დ...

რატომ მიაქვთ მხედრული
მისალმების დროს თავთან
ხელი?

„მეცხრე სიმფონიის წყევლა“ — რატომ ე...

მეცხრე სიმფონიის წყევლა

საინტერესო ფაქტები სასკოლო ფორმის შ...

სკოლა Christ's Hospital

რატომ ახურავთ მზარეულებს მაღალი ქუდ...

რატომ ახურავთ მზარეულებს
მაღალი ქუდები?

საინტერესო ფაქტები ადამიანის გულის...

ადამიანის გული

რას ნიშნავს ფრაზა „აკუნა მატატა“?

ზანზიბარი - ტანზანიის
ავტონომიური კუნძულოვანი
რეგიონი ინდოეთის
ოკეანეში