იცით თუ არა

რატომ მიაჩნდათ ჩანგალი ეშმაკისეულ საგნად?

fun time

18:02 ორშ. 26 სექტემბერი, 2022 წელი

როგორ გაჩნდა ჩანგალი

14
დაკოპირებულია

სანამ ჩვენამდე მოვიდოდა, ჩანგალმა საკმაოდ რთული ევოლუციური გზა გაიარა. მაგალითად, ძველ ეგვიპტეში ჩანგალს რელიგიური ცერემონიების და ადამიანების მსხვერპლშეწირვის დროს იყენებდნენ. კათოლიკური ეკლესიას კი ის ეშმაკისეულ და მკრეხელურ საგნად მიაჩნდა. 

როდის გაჩნდა ჩანგალი

ჩანგლის „დაბადების“ ზუსტ თარიღს ვერავინ გეტყვით.

ნეაპოლის ეროვნულ მუზეუმში ინახება ჩანგალი, რომელიც ნაპოვნია იტალიის სამხრეთ-დასავლეთ, უძველეს ქალაქ პაესტუმის ერთ-ერთ საფლავში, რომელიც 2,5 ათას წელზე მეტი ხნისაა. თუმცა მაშინ მას იმ დანიშნულებით არ იყენებდნენ, როგორითაც დღეს. უფრო მზარეულები ხმარობდნენ კერძის მომზადების დროს.

თანამედროვეს მსგავსი ჩანგალი, ზოგი ცნობით, პირველად მე-11 საუკუნის ევროპაში გამოჩნდა. ის ვენეციელი დოჟის ვაჟზე დაქორწინებულ ბიზანტიელ მეფის ასულს მზითვში მოჰყვა. ჭამის დროს თითები რომ არ დასვროდა, მეფის ასული საჭმელს ოქროსა და სპილოს ძვლისგან დამზადებული ჩანგლით მიირთმევდა.

დღეს ამაში უჩვეულო არაფერია, მაშინ კი ეს ნამდვილი სკანდალი იყო.

ჩანგალმა განსაკუთრებით კათოლიკური საზოგადოება აღაშფოთა. ეკლესიამ ჩანგლის გამოყენება მისი გამოჩენისთანავე აკრძალა და მას ეშმაკისეული უწოდა. მღვდლების აზრით, ჭამისთვის ღმერთმა ადამიანს ხელები მისცა, ჩანგალი კი, რომელსაც „მხოლოდ აღმოსავლელი მეძავები იყენებდნენ“, ღმერთის უარყოფას ნიშნავდა.

როდესაც ჩანგლის პირველი მომხმარებელი, ბიზანტიელი პრინცესა შავი ჭირით გარდაიცვალა, ბენედიქტელმა ბერმა, ოსტიის (ქალაქი იტალიაში) კარდინალმა პიტერ დამიანიმ (1007-1072) ამაში უფლის ნება დაინახა.

როდის გახდა ჩანგალი მოდური?

შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ჩანგლის პოპულარობა უკავშირდება მაკარონის პოპულარობას, სხვადასხვა სახეობის წარმოებას და მასობრივად გავრცელებას მე-16 საუკუნეში. მაკარონის ჭამა სწორედ ჩანგლით იყო მოსახერხებელი. მაკარონი თანდათან მთელ ევროპაში გავრცელდა და ამას ჩანგლის გავრცელებაც მოჰყვა.

როგორც ისტორია ამბობს, 1533 წელს, როდესაც იტალიელი ეკატერინე მედიჩი საფრანგეთის მომავალ მეფეზე, ჰენრი II-ზე დაქორწინდა, ქორწილში სტუმრებს მაკარონი და იტალიური ვერცხლის ჩანგლები დაახვედრა. დედოფალმა ჩანგლის გამოყენება წესად აქცია.

ჩრდილოეთ ევროპაში ჩანგალი გაცილებით გვიან გამოჩნდა. ის პირველად ინგლისურად აღწერა ტომას კორიატმა (Thomas Coryat 1577-1617), თავის წიგნში იტალიური მოგზაურობის შესახებ 1611 წელს, მაგრამ ინგლისში ჩანგლის გამოყენება მხოლოდ მე-18 საუკუნეში დაიწყეს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩანგალმა პოპულარობა მხოლოდ მე-19 საუკუნეში მოიპოვა. თუმცა, თავიდან ამ „უცნაურ მოწყობილობას“, ევროპელების მსგავსად, ამერიკელებიც უნდობლად შეხვდნენ და უამრავი აბსურდული რამ დააბრალეს.

თავდაპირველად, ჩანგლები მხოლოდ ძვირფასი ლითონისაგან მზადდებოდა და უბრალო ადამიანებს მათი შეძენა არ შეეძლოთ. მოგვიანებით კი, უჟანგავი ლითონის გამოგონებამ (იგი გამოიგონა 1913 წელს ინგლისელმა მეტალურგმა და მეცნიერმა Harry Brearley-მ) ჩანგლის მასობრივი გავრცელება განაპირობა.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ მამაკაცებს...

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ
მამაკაცებს წვერი?

რატომ ასხამენ JP Chenet-ის ღვინოს მ...

რატომ ასხამენ ჟან პოლ
ჩენეტის ღვინოს მრუდე
ყელიან ბოთლებში?

20 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახ...

საინტერესო ფაქტები
ფეხბურთზე

რატომ წერენ ექიმები გაუგებრად?

რატომ წერენ ექიმები
გაუგებრად

ახალი კვლევა: ჭორაობა სასარგებლოა!

ჭორაობა სასარგებლოა

იცით, რომ სათამაშო ბანქო კალენდრის...

ბანქო და კალენდარი

უცნაური ხე, რომელიც ფრინველებს ხოცა...

დიდი პისონია (Pisonia grandis)

როდის არ უნდა გაასესხოთ? - მაჰათმა...

მაჰათმა განდი