იცით თუ არა

რისთვის ანიჭებენ „შნობელის“ პრემიას და სხვა ანტიპრიზებს მსოფლიოში?

fun time

12:00 პარ. 22 იანვარი, 2021 წელი

რისთვის ანიჭებენ
ანტიპრიზებს

14
დაკოპირებულია

მსოფლიოში უამრავი პრესტიჟული პრიზი სხვადასხვა დარგში მიღწეული წარმატებისთვის, თუმცა ყველა ადამიანი საუკეთესოს არ იმსახურებს, ჰოდა, ამიტომ ანტი-ჯილდოების მოთხოვნაც გაჩნდა. ვნახოთ, ყველაზე არასასურველი პრიზების ტოპ-ხუთეული:

1. პრემია „მხატვრულ ლიტერატურაში სექსის ყველაზე ცუდი აღწერისთვის“

პრემია 1993 წელს, ჟურნალმა Literary Review დააარსა. „მისი შარვალი ძირს დაეცა და მასთან ერთად, თითქოს ყველა პრობლემა და წუხილი გაქრა” - აი, პრემია შეიძლება ასეთი „მარგალიტისთვის“ მოგანიჭონ. ამ „პრესტიჟულ“ ჯილდოზე ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ მინისტრი ტონი ბლერიც კი იყო წარდგენილი, რომელმაც ავტობიოგრაფიულ წიგნში მეუღლესთან გატარებული ღამე აღწერა.

2. პიგასუსის პრემია

პრემია The Pigasus Awards (ინგლისური „ღორი" და „პეგასი" ) 1982 წლიდან გაიცემა ფსევდომეცნიერებაში უდიდესი წვლილისთვის. დამფუძნებელი ჯეიმს რენდი, პარანორმალური სკეპტიკოსი პირადად ირჩევს კანდიდატებს მათ შორის, ვინც პრეტენზიას აცხადებს, რომ ზებუნებრივი ძალა აქვთ. პრემია გაიცემა რამდენიმე ნომინაციაში: „ფსევდომეცნიერება“, „წლის შარლატანი“, „ყველაზე უსარგებლო კვლევა“ და „ყველაზე პარანორმალური მედია“.


ჯეიმს რენდი პირადად არ გადასცემს ჯილდოს, მაგრამ ტელეკინეზის გამოყენებით უგზავნის მათ გამარჯვებულებს. და თუ ვინმეს ჯილდო არ მიუღია, ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ მისი პარანორმალური შესაძლებლობები წესრიგში არაა.
„მფრინავი ღორის“ გამარჯვებულებს შორისაა პენტაგონი, რომელმაც თითქმის 6 მილიონი დოლარი გამოყო მხოლოდ იმის გასარკვევად, შესაძლებელია თუ არა საბჭოთა რაკეტის განადგურება მისი ფოტოსურათის დაწვით. პენტაგონს არც Templeton Foundation (საქველმოქმედო ორგანიზაცია) ჩამორჩა და 2,5 მილიონი დოლარი და 10 წელი დახარჯა ლოცვის ეფექტურობის გარკვევაში.

3. სტელას პრემია

ამ პრემიის გაცემა მთლიანად სტელა ლიბეკის დამსახურებაა, რომელმაც მოახერხა და პერანგზე დაღვრილი ყავისთვის „მაკდონალდს“ 2,9 მილიონი დოლარი გადაახდევინა. სტელას პრემია აშშ-ს ისტორიაში „ყველაზე უაზრო სარჩელისთვის" მიენიჭა. თუ არ იცოდით, რომ განქორწინების პროცესი შეიძლება განქორწინებით დასრულდეს, შეგიძლიათ ადვოკატს თამამად უჩივლოთ. სხვათა შორის, შამპუნიც, რომელმაც „გაბედა და თმა აგიწეწათ, სარჩელს იმსახურებს.

4. „მსოფლიო პრემია სულელებისთვის“

პრემიის დევიზია „ჩვენ ყველანი სულელები ვართ, მაგრამ ზოგი ამის დემონსტრირებას ახერხებს". პრემიაზე ნომინირებულთა სიაში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუშიც მოხვდა თავისი „მჭევრმეტყველებით“ – „მე ვიცი, რისი მჯერა და მე გავაგრძელებ იმას, რისიც მჯერა და მე მჯერა, რომ ის, რაც მე მჯერა, სწორია. ”

ვერაფერს იტყვი, ძლიერი სიტყვებია.

5. შნობელის პრემია

თუ თქვენ მეცნიერების სამყაროში ყველაზე სასაცილო და უსარგებლო აღმოჩენა გააკეთეთ, მაშინ ანტინობელის პრემიის ლაურეატი ხართ! პრემიის ერთ-ერთი მფლობელი ანდრეი გეიმი გახდა, რომელიც ბაყაყებს ფრენას ასწავლიდა, ხოლო ჯოზეფ კელერმა უდიდესი ენერგია შეალია ცხენის კუდივით შეკრული ქალის თმის ვიბრაციის შესწავლას.

ინფორმაციისთვის: 2020 წელს შნობელის პრემია (Ig Nobel Prize) , მათ შორის, მიენიჭათ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს, ბელარუსიის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს, თურქეთის პრზიდენტს რეჯებ ტაიპ ეროღანს იმისთვის, რომ მათ COVID-19 სიტუაცია თავისი მიზნებისთვის გამოიყენეს.

ესეც საინტერესოა🔰:

რატომ ფიქრობენ, რომ ცხენის ნალს ბედნიერება მოაქვს?



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ არ უყვარს კატას ბანაობა?

რატომ არ უყვარს კატას
ბანაობა

როგორ იქცა ზოლიანი მაისური მეზღვაურ...

როგორ იქცა ზოლიანი
მაისური მეზღვაურების
უნიფორმად?

ქერა ფერადკანიანები - მეცნიერები დი...

ფერადკანიანი, ქერა
ადამიანები მელანეზიაში

რატომ სხედან ტაძარში კათოლიკეები და...

კათოლიკეები

6 მიზეზი იმისთვის, რომ წვიმაში სიარ...

6 მიზეზი იმისთვის, რომ
წვიმაში სიარული
შეიყვაროთ

ქრისტე აღდგა თუ ქრისტე აღსდგა..?

შალიანის ხატი, სვანეთი

რატომ არ ერევა ერთმანეთს წყნარი და...

რატომ არ ერევა ერთმანეთს
ორი ოკეანეს წყლები

რატომ არ უნდა მოკლათ გერმანიაში კრა...

რატომ არ უნდა მოკლათ
გერმანიაში კრაზანა და
ფუტკარი?

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი