იცით თუ არა

რატომ მიიჩნევა ნალი ბედნიერების მომტან თილისმად?

fun time

15:00 შაბ. 9 იანვარი, 2021 წელი

ნალი და ნილს ბორი

14
დაკოპირებულია

ამბობენ, რომ ნალი ისეთი დიდი მეცნიერის სახლის კარსაც კი ამშვენებდა, როგორიც იყო ფიზიკოსი ნილს ბორი. ერთხელ ფიზიკოსისთვის სტუმარს უკითხავს: ნუთუ ცრუ რწმენების მეცნიერებსაც სწამთ? რა თქმა უნდა, არა, მაგრამ ნალი იმათაც ეხმარება, ვისაც მისი არ სწამს, - უპასუხია ფიზიკოსს.

მეტალისგან დამზადებული ნალები პირველად ძვ.წ-აღ-ის 1-ელ ათასწლეულში გამოჩნდა.
არსებობს ლეგენდა, რომლის თანახმადაც, ძველ ეგვიპტეში, ფარაონის ცხენებს ოქროსგან დამზადებულ ნალებს აკრავდნენ. ჰოდა, ბუნებრივია, თუკი გზაზე ცხენს ნალი მოსძვრებოდა, ამ 200-გრამიანი ოქროს პოვნას მპოვნელისთვის უდიდესი სიხარული მოჰქონდა. შესაძლოა, სწორედ აქედან გაჩნდა რწმენა, რომ ნალი ბედნიერების მომტანი თილისმაა.

იმასაც ამბობენ, რომ ნალს წარმატება მოაქვს და სახლს ავი თვალისგანაც იცავს, ამიტომ საუკუნეებია, სახლის კარზე ნალის დაკიდების ტრადიცია არსებობს.

ყველაზე პოზიტიური ენერგეტიკის მატარებელი, თურმე, გზაზე ნაპოვნი, გაცვეთილი ნალია, რომელიც ცხენმა ხანგრძლივად ატარა.

კარზე დამაგრებული ნალი, რომელსაც ბოლოები ცისკენ აქვს მიმართული, ხვავისა და ბარაქის მომტანად მიიჩნევა, ხოლო ბოლოებით მიწისკენ - მავნე გარეგანი ზემოქმედებისგან დამცველად.
თილისმა-ნალის „მოქმედების ვადა“ კი 100 წელი ყოფილა. ამის შემდეგ ძველი ნალი ახლით უნდა შეიცვალოს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ უთითებენ წყლის ბოთლებზე ვარგი...

რატომ უთითებენ წყლის
ბოთლებზე ვარგისობის
ვადას

სასწავლო წლის დაწყების დრო მსოფლიოს...

სასწავლო წლის დაწყების
დრო მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყანაში

მხედრული სალამი - რატომ მიაქვთ ამ დ...

რატომ მიაქვთ მხედრული
მისალმების დროს თავთან
ხელი?

„მეცხრე სიმფონიის წყევლა“ — რატომ ე...

მეცხრე სიმფონიის წყევლა

საინტერესო ფაქტები სასკოლო ფორმის შ...

სკოლა Christ's Hospital

რატომ ახურავთ მზარეულებს მაღალი ქუდ...

რატომ ახურავთ მზარეულებს
მაღალი ქუდები?

საინტერესო ფაქტები ადამიანის გულის...

ადამიანის გული

რას ნიშნავს ფრაზა „აკუნა მატატა“?

ზანზიბარი - ტანზანიის
ავტონომიური კუნძულოვანი
რეგიონი ინდოეთის
ოკეანეში

კატის კრუტუნი სიცოცხლეს გვიხანგრძლი...

კატის კრუტუნი სიცოცხლეს
გვიხანგრძლივებს