იცით თუ არა

როდის და როგორ დავთესოთ სააღდგომო ჯეჯილი?

funtime

12:00 ოთხ. 14 აპრილი

როგორ და როდის დავთესოთ
ჯეჯილი სააღდგომოდ
14
დაკოპირებულია

იმისთვის, რომ თქვენს სააღდგომო სუფრაზე ლამაზი ჯეჯილი ბიბინებდეს, თადარიგი წინასწარ უნდა დაიჭიროთ. გახსოვდეთ, რომ ხორბალი აღდგომამდე ორი კვირით ადრე, ბზობის კვირაში ითესება და ამ პროცესს თავისი წესები აქვს.

ჯეჯილისთვის ნებისმიერი ფორმისა და ზომის ჭურჭელი გამოდგება. ხორბლის რაოდენობა და ჭურჭლის ფორმა კი დიასახლისის გემოვნებასა და ფანტაზიაზეა დამოკიდებული.

ჯეჯილი თეფშზე ან ლანგარზე

1) ხორბლის მარცვალი სწრაფად რომ გაღივდეს და კარგად გაიზარდოს, უნდა გარეცხოთ, ოდნავ შემთბარი წყალი დაასხათ და მთელი ღამე გააჩეროთ.

2) დილას წყალი გადაღვარეთ, ხორბალი გარეცხეთ და მინის ქილაში გადაიტანეთ. ქილას თავი დააფარეთ და ხორბალი 24 საათის განმავლობაში დატოვეთ. მომდევნო დღეს ქილიდან ამოიღეთ, წყალი გადაავლეთ და დასათესად მზადაა.

3) ჭურჭელში, რომელშიც ხორბლის დათესვას აპირებთ. 4-5 სანტიმეტრის სისქეზე ჩააფინეთ ბამბა ან ჩაყარეთ სუფთა მიწა.

4) „ნიადაგი“ თბილი წყლით დანამეთ და ზემოდან, 1 სანტიმეტრის სისქეზე, ხორბალი მოაბნიეთ.
ლანგარი თბილ და ნათელ ადგილზე დადგით, რომ მარცვლები სწრაფად გაღივდეს და გაიზარდოს.

5) „ნიადაგი“ რომ არ გამოშრეს, არ დაგავიწყდეთ, დილა-საღამოს პულვერიზატორით დანამოთ.

დაახლოებით, ერთ კვირაში თქვენი ჯეჯილი ულამაზესი სანახავი იქნება.

ზოგიერთი დიასახლისი, სათბურის ეფექტისთვის, ხორბლიან ჭურჭელს ცელოფანს აფარებს. უფრო კრეატიულები კი ჯეჯილისთვის განსაკუთრებულ ჭურჭელს არჩევენ. წარმოიდგინეთ, რომ ამ ფუნქციას მშვენივრად ითავსებს ჩვეულებრივი კვერცხის ნაჭუჭი. სასაცილო ნახატებით გაფორმებული, „ქოჩრიანი“ კვერცხები განსაკუთრებით ბავშვებს მოსწონთ, ამიტომ შეგიძლიათ, საქმიანობას მათთან ერთად შეუდგეთ.

ჯეჯილი კვერცხის ნაჭუჭში

კვერცხის ნაჭუჭში ჯეჯილის გაზრდის ორი ვარიანტი არსებობს:

1) ჯეჯილის ნაჭუჭში გაზრდა: ამისთვის, კვერცხს თავი ფრთხილად გაუტეხეთ და შიგთავსი გადმოღვარეთ. ნაჭუჭები კარგად გარეცხეთ და გააშრეთ. შემდეგ, ფერადი ფლომასტერებით დაახატეთ სასაცილო სახეები და ჯეჯილის დასათესად მოამზადეთ.

თითოეულ ნაჭუჭში ჩააფინეთ ცოტაოდენი სველი ბამბა და მოაყარეთ ხორბლის მარცვლები. ნაჭუჭები რომ არ დაიმტვრეს, კვერცხის კონტეინერში ჩააწყვეთ და თბილ ადგილას დადგით.

ისევე, როგორც ლანგარზე დათესილი ჯეჯილის შემთხვევაში. აქაც საჭიროა დილა-საღამოს წყლის შესხურება, რომ ბამბა არ გამოშრეს.

2) გაზრდილი ჯეჯილის ნაჭუჭში გადატანა:

ლანგარზე გაზრდილ ჯეჯილს ჩამოაჭერით კუთხე და წინასწარ გამზადებულ ნაჭუჭებში ჩადეთ. ბავშვები ინტერესით ადევნებენ თვალს, როგორ დღითი დღე იზრდება მწვანე ჯეჯილი, ამიტომ მიეცით საშუალება თქვენს პატარას, საქმიანობაში თავადაც ჩაერთოს - ჩააფინოს ბამბა ჭურჭელში, დანამოს და ა.შ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

Wi-Fi იმპოტენციას იწვევს - მითია თუ...

ლეპტოპი კალთაში

ჰყავდა თუ არა სტალინს ორეული? მეორე...

დადაევი და სტალინი

როგორ გაჩნდა ამერიკაში სასაფლაოზე ს...

სასაფლაოზე სადილობის და
დასვენების ტრადიცია
უცხოეთში

რომელ ქვეყნებში და რატომ გახდა კურდ...

სააღდგომო კურდღელი

მსოფლიოში ყველაზე დიდი და კეთილი -...

კალიფორნიული კაქტუსი

საიდან გაჩნდა სააღდგომოდ კვერცხების...

საღდგომო კვერცხის
ტრადიცია

არქეოლოგებმა გადაწყვიტეს, საიდუმლო...

საიდუმლო სერობა, და ვინჩი

16 ფაქტი, რომელიც დაუჯერებლად ჟღერს...

მდინარე ამაზონი

კრეიგ ლუისი - პირველი ადამიანი გული...

კრეიგ ლუისი - კაცი გულის
გარეშე