იცით თუ არა

როგორ ასწავლიდნენ ნაცისტურ გერმანიაში ძაღლებს ლაპარაკს?

fun time

18:00 პარ. 29 იანვარი, 2021 წელი

ჰიტლერის პროექტი -
მოლაპარაკე ძაღლები

14
დაკოპირებულია

ადოლფ ჰიტლერს, რომელსაც გარკვეული ერები საშინლად სძულდა, ძაღლები, განსაკუთრებით კი გერმანული ნაგაზები, ძალიან უყვარდა. 1930-იან წლებში ჰიტლერმა მხარი დაუჭირა ძაღლების სპეციალური სკოლის Tier-Sprechschule ASRA-ს შექმნის იდეას, სადაც ადამიანის ოთხფეხა მეგობრებს წერას, კითხვას და ლაპარაკს ასწავლიდნენ. 

სკოლაში, რომელიც მთელი ომის განმავლობაში მუშაობდა, ქვეყნის საუკეთესო ძაღლები მიჰყავდათ. საბოლოოდ, იდეა, რა თქმა უნდა, ჩაიშალა, მაგრამ ნაცისტებმა გარკვეული წარმატების მიღწევა მაინც შეძლეს.

გერმანელებს მიაჩნდათ, რომ ძაღლებს ადამიანებზე ნაკლები ინტელექტი არ აქვთ, რაც ნიშნავს, რომ ძაღლებს არა მარტო ლაპარაკი, არამედ ლექსების წერა და ანგარიშიც კი შეუძლიათ.

ფოტოზე ადოლფ ჰიტლერი და ევა ბრაუნი თავიოან ძაღლებთან ერთად.

ძაღლების სკოლა Tier-Sprechschule 1930 წელს, მარგარეტ შმიტის სახლში დაარსდა და 1945 წლამდე იარსება. ამბობენ, რომ ჰიტლერი შეპყრობილი იყო მოლაპარაკე ძაღლების იდით, რომელიც მსოფლიოს დაპყრობაში დაეხმარებოდა და, შესაბამისად, სკოლას ყოველმხრივ მხარს უჭერდა. სკოლის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კურსდამთავრებული იყო გერმანული ნაგაზი, რომელიც კითხვაზე - ვინ არის ადოლფ ჰიტლერი? ყეფით „ჩემი ფიურერს" პასუხობდა.

იმის მიუხედავად, რომ ლაპარაკი ვერ ისწავლა, ჰიტლერის საყვარელი ნაგაზი Blondie იყო. 1933 წელს, როდესაც ხელისუფლებაში ნაცისტებმი მოვიდნენ, მიიღეს კანონი, რომელიც ცხოველთან არასათანადო მოპყრობისთვის 2 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.

ნაცისტები ცდილობდნენ ადამიანსა და ძაღლს შორის ტელეპატიური კავშირი განევითარებინათ. ამ მცდელობების შედეგი უცნობია, მაგრამ სავარაუდოდ, ექსპერიმენტი ჩაიშალა.

ფოტოზე: ნაცისტების ერთ-ერთი ექსპერიმენტი ძაღლებზე

ნაცისტები ოცნებობდნენ, რომ ძაღლების სკოლის კურსდამთავრებულები ადამიანებს შეცვლიდნენ და საკონცენტრაციო ბანაკებში მცველებად იმუშავებდნენ.

ადოლფ ჰიტლერის მეუღლეს, ევა ბრაუნს ორი შოტლანდიელი ტერიერი ნეგუსი და შტაზი ჰყავდა. კიდევ ერთი ტერიერი როლფი სასწავლო სკოლის სასწაულად იქცა. ამბობენ, რომ მას შეეძლო თათების კაკუნით (მორზეს ანბანის მსგავსად) გადმოეცა საკუთარი აზრები ფილოსოფიაზე, პოეზიასა და თეოლოგიაზე.

მიუხედავად იმისა, რომ გერმანული ნაგაზი ბლონდი ძაღლების სკოლაში მიღების კანდიდატი ვერ გახდა, მან საუკეთესოდ შეასრულა თავისი მთავარი მისია და ყოველთვის ახერხებდა ფიურერის განწყობის ამაღლებას. ჰიტლერს ბლონდი 1941 წელს, მარტინ ბორმანმა აჩუქა. აღსანიშნავია, რომ ევა ბრაუნს ეს ძაღლი არ უყვარდა და მასზე ეჭვიანობდა.

წყარო: www.lifepersona.com


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რას ნიშნავს ფრაზა „აკუნა მატატა“?

ზანზიბარი - ტანზანიის
ავტონომიური კუნძულოვანი
რეგიონი ინდოეთის
ოკეანეში

კატის კრუტუნი სიცოცხლეს გვიხანგრძლი...

კატის კრუტუნი სიცოცხლეს
გვიხანგრძლივებს

კავშირი, რომელიც ზეცაში იქმნება — ზ...

ზოდიაქოს 4 წყვილი იდეალური
ფსიქოლოგიური
თავსებადობით

თავისუფლების ქანდაკების საიდუმლო —...

თავისუფლების ქანდაკების
საიდუმლო — ვისი სახე აქვს
მონუმენტს?

როგორ გაჩნდა დოლარის ნიშანი და რა კ...

ჰერკულესის სვეტები

რატომ უწოდებენ ინგლისს „ნისლიან ალბ...

რატომ უწოდებენ ინგლისს
„ნისლიან ალბიონს“?

რატომ არ შეიძლება 40 წლის იუბილეს ა...

40 წლის იუბილე

პულენები — რა საიდუმლოს მალავს შუა...

პულენები — რა საიდუმლოს
მალავს შუა საუკუნეების
წვეტიანი ფეხსაცმელი?

რატომ აქვს ჟირაფს გრძელი კისერი?

ჟირაფის მახასიათებლები